ევროპის მეფე

სწორედ ასეთი სათაურით მიუძღვნა სტატია მარკას ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კარიმ ბენზემას შესანიშნავ თამაშს.


"მართალია ლა ლიგაში მას იმდენივე გოლი აქვს გატანილი რამდენიც კარვალიოს, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე იგი შეუდარებელია. მან გაიტანა ხუთი გოლი უფრო მეტი ვიდრე კრიშტიანო რონალდომ, რომელსაც მასზე ორჯერ მეტი დრო აქვს გატარებული სტადიონზე."

"ეტო'ო, ანელკა, მესი... ეს მსოფლიო ფეხბურთის იმ "ზვიგენების" ჩამონათვალია, რომლებსაც ბენზემამ თავისი შედეგიანობით აჯობა. მართალია მათ გატანილი აქვთ უფრო მეტი გოლი, თუმცა კარიმი მათგან ყველაზე ეფექტური თავდამსხმელია. მას გააქვს 1 გოლი ყოველ 60 წუთში."

"ბენზემას აიაქსის წინააღმდეგ გაეხსნა და 3 გოლი შეაგდო, ამის შემდეგ მან დალაშქრა ლიონისა და ოსერის კარები. რაც მთავარია მან ხუთი გოლი 273 წუთში შეაგდო, ასეთი მაჩვენებელი ჩემპიონთა ლიგაზე არავის აქვს."

"23 წლის წინ ბენზემა ლიონიდან 10 კილომეტრის მოშორებით დაიბადა, პროფესიონალ ფეხბურთელად კი ლიონის ოლიმპიკში ჩამოყალიბდა, ამის შემდეგ იგი მადრიდის რეალში გაადავიდა. ყოფილი გუნდის ფანები კარიმს აპლოდისმენტებით შეეგებნენ, თუმცა კარიმმა მათ უღალატა და გოლი გაუტანა, თუმცა ფრანგი ღირსეულად მოიქცა, რეალის 9-იანმა გოლი არ აღნიშნა და პატივი სცა სტად ჟერლანზე შეკრებილ გულშემატკივარს, თუმცა მისმა გოლმა ძალიან გაახარა ფლორენტინო პერესი. როგორც მოგეხსენებათ ბენზემას რეალში ტრანსფერს ფლორენტინოს ახირებას უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ მასში ესპანელმა ბიზნესმენმა გადაჭარბებული თანხა გადაიხადა და ისეთი ხელფასი დაუნიშნა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ კარიმი ძალიან ცუდ ფორმაში იყო პერესი მას ვერ ელეოდა და შესაძლოა სწორიც გააკეთა, რადგან ფრანგმა ნელ-ნელა მოუმატა და სტადიონს გოლის გარეშე არ ტოვებს."

"ბენზემას კარგი თამაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადებაიორი გადმობარგდა რეალში. ტოგოელს კარიმმა მადრიდში ჩამოფრენა სანჩეს პისხუანზე გატანილი ფანტასტიური გოლით მიულოცა. მას შემდეგ ბენზემა უფრო იშვიათად ჩნდებოდა ძირითად შემადგენლობაში, თუმცა როდესაც შანსი ეძლეოდა ყოველთვის იყენებდა. ასე მოხდა ამ შეხვედრაშიც, ემანუელმა მთელი მატჩის განმავლობაში ვერაფრით დაგვამახსოვრა თვი, ხოლო კარიმმა შემოსვლისთანავე გოლი გაიტანა და გუნდს ძალიან დაეხმარა არა მარტო შეტევაში არამედ დაცვაშიც. იყო მომენტები როდესაც ბენზემა მარსელოზე უკან იდგა და მეტოქე გუნდის იერიშების ჩაშლას და საკუთარი გუნდის შეტევების ორგაანიზებას იწყებდა. მას დაუგროვდა 13 გოლი... მაგრამ საკმარისია ეს იმისათვის, რომ იყოს მოურინიოს ნომერი 9?"

ინფორმაციის წყარო: Marca.Com dle 10.1

  • SunSay
  • 23 თებერვალი 2011
  • 3106
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)