გაგოს ბიოგრაფია

სრული სახელი და გვარი: ფერნანდო რუბენ გაგო
დაბადების თარიღი: 1986 წლის 10 აპრილი
დაბადების ადგილი: სიუდადელა, არგენტინა
სიმაღლე: 178 სმ.
პოზიცია: დაცვითი სტილის საყრდენი ნახევარმცველი
ამჟამინდელი კლუბი: მადრიდის რეალი(8 ნომერი)
ახლაგაზრდული კლუბები: 1996-2004 ბოკა ხუნიორსი
საკლუბო კარიერა: 2004-2007 ბოკა ხუნიორსი 69(1)
2007- რეალი 43(0)
სანაკრებო კარიერა: 2005-2007 არგენტინის 20-წლ. 12(0)
2007- არგენტინა


——–მადრიდის რეალი და ეროვნული ნაკრები——————-
2006 წლის 15 ნოემბერს, მადრიდის რეალმა ოფიციალრუად გაიფორმა ფერნანდო გაგო. სატრანსფერო ღირებულება-20 მილიონი ევრო. როდესაც ეს ტრანსფერი განხორციელდა, ფერნანდო რედონდომ განაცხადა, გაგოს ცოტა დრო მიეცით, რადგან რეალთან შეგუება თავიდან გაუჭირდებაო. ასეც მოხდა. ფერნანდო თავიდან მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა. თუმცა ფაბიო კაპელოს ნდობა მაინც დაიმსახურა. იტალიელი სპეციალისტი ახლაგაზრდა ფეხბურთელს ძალიან მნიშვნელოვან თამაშებში ენდობოდა. კაპელოს აზრით ახალგაზრდა ფეხბურთელი სწორედ მნიშვნელოვან მატჩებში მიიღებს დიდ გამოცდილებას.
გაგომ რეალის რიგებში რიგით მე-3 მატჩი, სარაგოსას წინააღმდეგ საოცრად ჩაატარა. ფერნანდო მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონი გახლდათ და კიდევ ერთ ახლაწვეულ, გონსალო იგუანთან ერთად, რეალის მხრიდან იმ მატჩში საუკეთესო იყო.
აპრილში გაგომ ტრავმა მიიღო. რეაბილიტაციის პროცესი მართალია, ცოტა ხანს გაგრძელდა, მაგრამ ფერნანდომ სასურველ კონდიციებში ჩადგომა ვერაფრით მოახერხა. კაპელომაც, რეალისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მატჩებში არ გარისკა, და ემერსონი-დიარას ტანდემს ენდო. გაგოს ნდობა უევლასთან მატჩში გამოუცხადეს და მანაც კაპელოს იმედები არ გაუცრუა. პირიქით, 93-ე წუთზე, მაშინ როცა ანგარიში 2-2 იყო, არგენტინელმა რობერტო კარლოსს დიდებული გადაცემა გაუკეთა და ბრაზილიელმაც ანგარიში 3-2 გახადა, რეალის სასარგებლოდ.
გაგოს კარგი თამაში არც არგენტინის ნაკრების მწვრთნელს, ალფიო ბასილეს გამოპარვია და რეალის ფეხბურთელი ნაკრებში მიიწვია. არგენტინა პარიზში საფრანგეთის ნაკრებს ამხანაგურად შეეტოქა. ფერნანდომ დიდებულად იასპარეზა. გარდა ამისა, მან პარკ-დე-პრენსზე შეკრებილ მილეთს თავი ბრწყინვალე ფინტით დაამახსოვრა, როცა პატრიკ ვიეირასაც და ტიერი ანრის შორის ზინედინ ზიდანისთვის ჩვეული, ფინტი, ე.წ. ”ბურთზე გადატარება” გააკეთა. გაგო ნაკრებში იახლეს კოპა ამერიკა 2007-ზე, სადაც არგენტინის ნაკრები ვერცხლის მედალს დასჯერდა. რეალის ფებხურთელმა ძირითადში მხოლოდ, პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, სხვა მატჩებში კი შეცვლებზე უწევდა თამაში. ალფიო ბასილემ ის მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებშიც ათამაშა, ამჯერად ძირითად შემადგენლობაში.
გაგოს ნდობა თავიდან არც ბერნდ შუსტერმა გამოუცხადა. ბოლო ხანს კი ბერნანდომ(შუსტერს ესპანეთში ასე ეძახიან) გაგო “შეიწყალა” და ძირითადშიც ათამაშებს. არგენტინელს სასტარტოსკენ გზა ახლა თუ არ გაეხსნა, ეს იანვარში აუცილებალდ მოხდება, როცა მისი მთავარი კონკურენტი, მამადუ დიარა საკუთარ ეროვნულ გუნდს აფრიკის ერთა თასზე უნდა დაეხმაროს.

————-სტატისტიკა რეალში—————
გადავწყვიტე, თქვენთვის შემომეთავაზებინა ფერნანდო გაგოს სტატისტიკა რეალში.
სულ: 60 მატჩი, 0 გოლი
ლა ლიგაში: 44 - 0
ჩემპიონთა ლიგაში: 9 - 0
სამეფო თასზე: 6 - 0
ესპანეთის სუპერთასზე: 1 - 0
—————ტიტულები———————–
გადახედეთ გაგოს ტიტულებსაც:
მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონი: 2005
კოპა სუდამერიკანა: 2005
რეკოპა სუდამერიკანა: 2005, 2006
აპერტურა: 2005
კლაუსურა: 2006
ლა ლიგა: 2007, 2008 dle 10.1

  • Hala
  • 8 სექტემბერი 2009
  • 3017

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)