"ლიონი" - "რეალი" [პირადი ორთაბრძოლები]

ბოლო 6 წლის განმავლობაში "რეალი" და "ლიონი" უკვე მეშვიდედ გამართავს შეხვედრას...


გთავაზობთ იმ დუელებს,რომელიც სავარაუდოდ შედგება დღევანდელ მატჩში...

"ლიონი" - "რეალი" [პირადი ორთაბრძოლები]


კრისი ის ფეხბურთელია,რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა მადრიდის "რეალის" დამარცხებაში შარშანდელ ორრაუნდიან ბრძოლაში. იმ მატჩებში იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს პირნათლად ასრულებდა. ორივე მატჩში კრისი კარგად უმკლავდებოდა კრიშტიანო რონალდოს. მართალია პორტუგალიელმა "ბერნაბეუზე" გოლი გაიტანა,მაგრამ კრისი მაინც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ბრაზილიელი მცველი ახლა შესანიშნავ ფორმაშია და სავარაუდოდ რონალდოს მის წინააღმდეგ თამაში უნდა გაუჭირდეს.

კრიშტიანო რონალდო ის ფეხბურთელია,რომელმაც შარშანდელი დაპირისპირების 180 წუთში გოლის გატანა მოახერხა "რეალის" შემადგენლობიდან. პორტუგალიელი ვინგერი ამ სეზონში მართლაც საუცხოოდ თამაშობს, გოლი გოლზე გააქვს და "რეალის" გამარჯვებათ დიდი ნაწილი სწორედ მისი კარგი თამაშითაა გამოწვეული. დღეისთვის რონალდო შესანიშნავ ფორმაშია და არამარტო კრისს,არამედ მთელ ლიონის დაცვას ძალზედ გაუჭირდება მისი შეჩერება.


"ლიონი" - "რეალი" [პირადი ორთაბრძოლები]


ექსპერტთა უმრავლესობა მიიჩნევს,რომ ყველაზე საინტერესო დუელი სწორედ ბასტოსსა და რამოსს შორის გაიმართება. მიშელი ბოლო ხანს ისეთ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა,რომელსაც მარცხენა ფლანგზე არამარტო დაცვითი ფუნქციების შესრულებაც შეუძლია,არამედ იგი თავისი გუნდის შეტევებშიც უდიდეს წვლილს იტანს.დღევანდელ შეხვედრაში ისმება შემდეგი კითხვა: დაცვაზე გაამახვილებს ბასტოსი ყურადღებას თუ შეტევაზე? ამ კითხვას პასუხი გვიან საღამოს გაეცემა.

სერხიო რამოსი ბრაზილიელის მსგავსად გამოირჩევა შეტევაში ჩართულობით. იგი დაცვის ბურჯადაც შეიძლება მივიჩნიოთ,მაგრამ ამ ბოლო ხანებში სერხიო თავის ოპტიმალურ ფორმას ცოტათი ჩამოშორდა. ნათქვამია :"საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო და პირიქით" - დღეს ამ ორი ფეხბურთელის დევიზი სწორედ ეს იქნება.


"ლიონი" - "რეალი" [პირადი ორთაბრძოლები]


კრისთან ერთად ტულალანმაც დიდი წვლილი შეიტანა შარშანდელ დაპირისპირებაში. დაცვითი ფუნქციების მქონე ნახევარმცველი გასაქანს არ აძლევდა მადრიდელების შემტევებს. იგი საფრანგეთში ერთ-ერთი საუკეთესო ჩამშლელია და ამის დამტკიცებას დღევანდელ მატჩშიც შეეცდება. იგი დღეს სავარაუდოდ მესუთ ოზილს არ მოშორდება და გასაქანს არ მისცემს.

გერმანელი პლეიმეიკერი შესანიშნავ ფორმაშია. ოზილი როგორც წესი გამოირჩევა ლამაზი თამაშით, მისი ბურთთან თითოეული შეხება და მის მიერ გაკეთებული თითოეული მოძრაობა და პასი ფეხბურთის მშვენებაა. ამის გამო მის წინააღმდეგ ხშირია უხეში თამაში და სავარაუდოდ დღესაც, უხეში თამაშით გამორჩეული ტულალანი ოზილის შეჩერებას ყველანაირი გზით შეეცდება. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ ფრანგი დღევანდელ მატჩს ბარათის გარეშე არ დატოვებს.


"ლიონი" - "რეალი" [პირადი ორთაბრძოლები]


ექსპერტთა აზრით ეს დუელი ყველაზე უხეში იქნება. რა თქმა უნდა ეს ალი სისოკოდანაა მოსალოდნელი.ანხელ დი მარიას დიდი სიფრთხილე მართებს,რომ ტრავმა არ მიიღოს. იგი გაცილებით ცუდ მდგომარეობაში იქნება ვიდრე ოზილი და რონალდო და ექსპერტები ვარაუდობენ,რომ დი მარიას გაუჭირდება თამაში.

ისიც აღსანიშნავია,რომ სისოკოსა და დი მარიას ადრეც ჰქონიათ საშუალება ერთმანეთთან დაპირისპირებისა. როცა ანხელი "ბენფიკაში" გამოდიოდა, მაშინ სისოკო "ვიტორია სეტუბალში" თამაშობდა. ასე რომ ორივე ფეხბურთელმა კარგად იცის ერთმანეთის თამაში.


"ლიონი" - "რეალი" [პირადი ორთაბრძოლები]


კლოდ პუელმა წინა წელს ორმატჩიან დუელში მანუელ პელეგრინი "სასტიკად" დაამარცხა. ფრანგ სპეციალისტს ეს მართლაც საამაყოდ უნდა ჰქონდეს,მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: შეძლებს კი პუელი ჟოზე მოურინიოს დამარცხებას? ამაზე პასუხი დღევანდელ მატჩზე მეტად "ბერნაბეუზე" გასამართ მატჩში გაეცემა.

ჟოზე მოურინიოს "ლიონის" დამარცხებაზე უფრო მეტად დიდი გეგმები აქვს. პორტუგალიელს მხოლოდ ლიგის ჩემპიონობა დააკმაყოფილებს. "პორტოსა" და "ჩელსის" მერე იგი უკვე "რეალთან" ერთად აპირებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული თასის აღმართვას. ექსპერტთა აზრით ყველაზე გამოკვეთილი ფავორიტი ზემოთ ჩამოთვლილგან სწორედ ამ დუელშია და ეს ჟოზე მოურინიოა.



სტატიის ავტორი: WIShMASTER dle 10.1

  • wishmaster
  • 22 თებერვალი 2011
  • 2402
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)