დრენტეს ბიოგრაფია

სრული სახელი და გვარი: როისტონ რიკი დრენტე
დაბადების თარიღი: 1987 წლის 8 აპრილი
დაბადების ადგილი: როტერდამი, ჰოლანდია
სიმაღლე: 168 სმ.
სათამაშო პოზიცია: მარცხენა მცველი, მარცხენა ნახევარმცველი
კარიერა: 2005-2007 ფეიენოორდი 33(0)
2007- 2008 რეალი 18 (2)
ნაკრები: 2006- ჰოლანდიის 21-წლამდელთა 13(5)


—————–ადრეული წლები და ფეიენოორდი—————————–
როისტონ დრენტე წარმოშობით სურინამიდანაა. მისი უმცროსი ძმა, ჯოვანი, ამ ქვეყნის ნაკრებშიც თამაშობს.
თავად რიკი კი ფეიენოორდის აღზრდილია. როისტონის ტალანტი პირველად 2002 წელს აღმოაჩინეს, როდესაც ახალგაზრდა ფებხურთელი როტერდამული გრანდის ბავშვთა გუნდის ღირსებას იცავდა. 1 წელიწადში ის მთავარ გუნდთან ერთად შვეიცარიაშიც იახლეს და დარწმუნდნენ, რომ დრენტე მთავარ გუნდში სათამაშოდ მზად იყო, თუმცა ახალგაზრდა ფეხბურთელს უფრო მეტი სათამაშო პრაქტიკა რომ ჰქონოდა, ის ფეიენოორდის ფარმ-კლუბ, ექსელსიორში გაანათხოვრეს, რომელიც მაშინ ჰოლანდიის მეორე დივიზიონში ასპარეზობდა. ამ გუნდის მაშინდელმა მწვრთნელმა, მარკო ვან ლოხემმა, დრენტე მარცხენა მცველის პოზიციაზე გამოსცადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი შეტევაში უფრო პროდუქტიულია, ვიდრე დაცვაში. თავისი კარგი თამაშით რიკიმ ფეიენოორდის ხელმძღვანელთა ყურადღებაც მიიპყრო.
2005/06 წლების სეზონში კი როისტონი როტერდამშიც დააბრუნეს და მთავარი გუნდის განაცხადში შეიყვანეს. დრენტე ფეიენოორდის განაცხადში 37-ე ნომერი იყო. “ოტენის თასზე”, რომელიც ახალგაზრდული ტურნირია, რიკიმ აიაქსს ერთბაშად 3 გოლი გაუტანა და ფეიენოორდის ხელმძღანელებისგან საჩუქრის სახით პირველი პროფესიული კონტრაქტი მიიღო. როისტონს მთავარ გუნდში დებიუტი ერვინ კუმანის მწვრთნელობის დროს ჰქონდა. კერძოდ, 2006 წლის 15 იანვარს, არნემში, ვიტესთან მატჩში, სადაც რიკი 76-ე წუთზე შეცვლაზე გამოჩნდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. რაც შეეხება 2005-06 წლების სეზონს, დრენტემ ის 3 ჩატარებული მატჩით დაასრულა, სადაც ჰერაკლესისა და ნაიმეგენის წინააღდმეგ მატჩებში ასევე შეცვლაზე ითამაშა. dle 10.1

  • Hala
  • 8 სექტემბერი 2009
  • 1893

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)