”ლიონი უნდა დავამარცხოთ”

მადრიდის ”რეალის” პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი, ესპანურ რადიოს ესტუმრა და გუნდში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა...


რას ფიქრობთ ”ლიონთან” მატჩზე?

ჩვენ ”ლიონის” დამარცხებას ვაპირებთ. აღსანიშნავია, რომ ფრანგული კლუბი ძალიან გაძლიერებულია, მაგრამ გავარდნის უფლება არ გვაქვს.

როგორ გადმოიბირეთ კარიმ ბენზემა?

ოლას ვესაუბრე და შემდეგ კარიმთან წავედი. ის ძალიან მდიდრულ სახლში ცხოვრობდა. მას მივესალმე მან კი მითხრა, რომ მადრიდში ყოფნისას, ოლასთვის უთხოვია მისი კუმირის, რონალდოს მაისური.

რონალდოს დაელაპარაკეთ?

მე მას შეტყობინება გავუგზავნე და მანაც მიპასუხა. რონალდო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო ვინც კი მე მინახავს. ის ბევრს არ ვარჯიშობდა, უბრალოდ თამაშისგან სიამოვნებას ღებულობდა.

რას იტყვით მოურინიოზე?

მას კარგად შეუძლია ფეხბურთელთა მოტივირება. ის მსოფლიოში საუკეთესოა. მან ზუსტად იცის, თუ რა სჭირდება გუნდს და ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებებს იღებს. მან იცის, რომ მადრიდის ”რეალს” მუდამ გამარჯვება სურს.

ტიტულების ვერ მოგების შემთხვევაში, განაგრძობს ის მუშაობას?

დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი 4 წლის მანძილზე, ჟოზე ”რეალის” თავკაცი იქნება.

არსებობს კონფლიქტი, მას და ვალდანოს შორის?

ვალდანო თავის სამუშაოს იდეალურად ასრულებს. ჟოზე მოურინიოთიც კმაყოფილი ვარ. მან უბრალოდ მოგვთხოვა გუნდთან განცალკევება, რაშიც მე ცუდს ვერ ვხედავ. იმედი მაქვს, რომ ხორხე და ჟოზე მომავალ სეზონშიც მადრიდში დარჩებიან.


წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)