მადრიდის რეალის დილემა

როდესაც ამ სტატიას წაიკითხავთ შესაძლოა არ დამეთანხმოთ, თუმცა მე ასე ვფიქრობ და ვიცი რამდენიმე თანამოაზრე აუცილებლად გამომიჩნდება.


მადრიდის რეალის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დილემა არის, რომელმა თავდამსხმელმა უნდა ითამაშოს ძირითად შემადგენლობაში? ბენზემამ თუ ადებაიორმა? მაგრამ ჩემი სტატია ფორვარდებს არ ეხება. არის მეორე საკითხიც, რომელიც ნაკლებად აქტუალურია, რაც მეტწილად ოზილის კარგი თამაშით არის გამოწვეული. როგორც ვიცით უკვე ტრავმა მოიშუშა რიკარდო კაკამ და ნელ-ნელა ფორმას იღდგენს, თუმცა მისი არ ყოფნა გუნდს ამ პერიოდში არ ემჩნეოდა. ახლა მოურინიოს გაუჩნდა ახალი თავსატეხი, ვინ უნდა დადგეს ძირითადში? ბრზილიელი თუ გერმანელი (თურქი).

ოზილი თავიდანვე შესანიშნავად შეეწყო მადრიდის რეალ და მეორე მატჩშივე გულშემატკივრების აპლოდისმენტები და სიყვარული დაიმსახურა, ის ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და არა მხოლოდ დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს, არამედ დამატებით სამუშაოსაც ატარებს მოედანზე. მიუხედავად ამისა, ყველას გულში დაგვრჩა მისი ჩაგდებული მატჩი კატალონიელებთან, სადაც მთლიანად რეალმა ვერ ითამაშა, თუმცა ოზილის დაბნეულობა ყველაზე მეტად დაეტყო გუნდს, რადგან ის საკვანძო პოზიციაზე თამაშობს, მოურინიოს ყოველთვის ჰყავდა ასეთი კრეატიული ფეხბურთელები მოედნის ცენტრში, რომლებც გაჭირვების ჟამს თავის თავზე აიღებდნენ თამაშს და გუნდს წინ წარუძღვებოდა. მესუთმა კი ასეთ მომენტში ვერაფერი გააკეთა, რაც მისი ახალგაზრდული ასაკის და გამოუცდელობის ბრალია, თუმცა ფეხბურთელის შეფასება სწორედ ასეთ მატჩებში ხდება.

კაკაზე დიდი შესავალი არ უნდა გაკეთდეს, რადგან ყველამ ვიცით ამ ფეხბურთელის შესაძლებლობები, მიუხედავად იმისა, რომ მან წინა სეზონი "ჩააგდო" (მე ამას ჩაგდებას ვერ ვუწოდებ რადგან გიტანა 7 გოლი და უამრავი საგოლე გადაცემა გააკეთა, ახალ გადმოსული ფეხბურთელისთვის ეს ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის), მან შესანიშნავად იასპარეზა ბარსელონასთან გასვლაზე, სადაც ძალიან სახიფათოდ უტევდა და მოსვენების საშუალებას არ აძლევდა კატალონიური კლუბის მცველებს. რიკი იმ ფეხბურთს ვერ აჩვენებს, რომლითაც მან თავი მილანის შემადგენლობაში დაგვამახსოვრა, თუმცა ეს გასაკვირი არც არის, იგი მადრიდის რეალში 27 წლის ასაკში გადმოვიდა და ეს მისი კარიერის პიკი არის, ამ ასაკში გუნდის შეცვლა კი ადვილი არ არის, დავუმატოთ ამას ტრავმები და რა შედეგიც ახლა არის გასაკვირი სრულიად არ არის. მას შემდეგ რაც ბრაზილიელმა ოპერაცია გაიკეთა ჯამრთელობის პრობლემები მოაგვარა და ახლა ფორმაში შესვლაღა დარჩა. მოურინიოც ნელ-ნელა აჩვევს მას ძირითად შემადგენლობას.

თუ განვიხილავთ მატჩს ლევანტესთან ერთი შეხედვით კაკამ ვერაფერი გააკეთა გარდა ერთი ზუსტი დარტყმისა კარებში და ერთი ცრუ მოძრაობისა, რომლითაც იგი ოდნავ დაემსგავსა მილანში მოთამაშე რიკის, თუმცა ეს იმის საბაბს არ გვაძლევს, რომ მისი თამაში შევაქოთ. ოზილმა კი გამოსვლისთანავე აქტიურად დაიწყო თამაში და იმ მცირე დროში ძალიან სახიფათო მომენტის შექმნა მოახერხა. ამ ყველაფერს სხვა თვალით თუ შევხედავთ, დავინახავთ რომ კაკამ უკეთესად ითმაშა ვიდრე ოზილმა (ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა). როდესაც ბრაზილიელი ძირითადში იყო, გუნდი უფრო დალაგებულ ფეხბურთს თამაშობდა, რიკარდო ორ ფეხბურთელს ჰყავდა აყვანილი და ბურთის მიღების შემთხვევაში, მაშინვე მის გვერდით ჩნდებოდნენ ეს კი სივრცეებს ათავისუფლებდა დი მარიასთვის. რონალდოსთვის იმიტომ არა, რომ მასაც მინიმუმ 2 ფეხბურთელი დასდევდა, ასე რომ 2 ფეხბურთელი მინიმუმ 4 ფეხბურთელს თიშავდა თამაშიდან ამიტომ რეალს შეტევები კარგად გამოსდიოდა და უფრო დალაგებულად თამაშობდა. კაკას გასვლის შემდეგ შემოვიდა ოზილი და თამაში მაშინვე აირია.

შესაძლოა ოზილი უფრო ეფექტურად თამაშობს ამ მომენტისათვის ვიდრე კაკა, მაგრამ ბრაზილიელი უფრო პროდუქტიულია გუნდისათვის, რადგან მას შეუძლია ნებისმიერ მომენტში მარტომ გადაწყვიტოს მატჩის ბედი, აგრეთვე რიკი უკიდურესად ცუდ ფორმაში რომ იყოს, მისი სახელი შიშის ზარს სცემს ფეხბურთელებს, ეს კი მოწინააღმდეგე გუნდს თავისი თამაშის საშუალებას არ აძლევს. აგრეთვე ზემოთ ნახსენები მიზეზი კაკას გასამკლავებლად საჭიროა ორი ფეხბურთელი, რაც რეალის სხვა ფეხბურთელებს სივრცეებს უთავისუფლებს და საშუალებას აძლევს უფრო სახიფათოდ შეუტიოს. რაც შეეხება ოზილს, იგი ძალიან ადვილად ატყუებს მეტოქეებს, მას აქვს ყველა ის თვისება, რაც მაღალი დონის გამთამაშებელს სჭირდება, თუმცა ჯერ არ იცის როგორ უნდ წარმართოს გუნდის თამაში, რადგან მას აკლია მთავარი რამ, გამოცდილება, რომელსაც იგი ნელ-ნელა შეიძენს. dle 10.1

  • SunSay
  • 22 თებერვალი 2011
  • 3431
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)