იკერ კასილასის ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: მადრიდი

დაბადების თარიღი: 20.05.1981

სიმაღლე: 185.სმ

წონა: 70.კგ

ქვეყანა: ესპანეთი

პოზიცია: მეკარე

პროფესიული ზრდა: 1990-1991 “რეალ მადრიდ ბენხამინ-7″; 1998-1999 “რეალ მადრიდ B”; 1999 “რეალ მადრიდი”.


იკერ კასილასი. ეს არის მეკარე რომელმაც უკვე შექმნა თავისი ეპოქა მადრიდში. მისი გზა მადრიდის რეალისკენ ძალინ რთული და გრძელი გახლდათ. მაშ ასე იკერმა თავისი გენიალური კარიერა დაიწყო ბავშობიდანვე. იგი სულ რაღაც 7 წლის გახლდათ როდესაც პირველ ნაბიჯებს დგავდა მადრიდის რეალისკენ. იგი მიიყვანეს რეალის ბავშვთა სკოლაში. მისი თავდაუზოგვი მუშაობა შეუმჩნეველი არ დარჩენით გუნდის ხელმძღვანელებს და დაიწყეს დაკვირვება ამ მეკარეზე. კასილასის შეუპოვარმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და იგი გადაიყვანეს უფრო მაღალი კლასის გუნდში. იკერი ფეხ და ფეხ იცვლიდა გუნდებს დონის მიხედვით და 1999 წელს მას ჰქონდა დებიუტი რეალ მადრიდის ძირითად გუნდში. ტუმცა მანამდე იკერმა გრძელი გზა განვლო რასაც, ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

როგორც უკვე მოგახსენეთ იკერი გამოირჩედო თავის სწრაფი რეაქციებითა და შრომის უნარიანობით. მისი პირველი სერიოზული ნაბიჯი გახლდათ რეალმადრიდ ბენხამინ-7_ ში გადასვლა. მისი შრომა და თავდადებული მუშაობა დაფასდა. იგი უკვე რეალის უნიორთა სკოლაში ირიცხებოდა. მოკლედ ბევრი რომ არ გავიგრძელდეს იკერმა ეს ეტაპიც წარმატებულად განვლო. აგერ უკვე რეალმადრიდ B-ში აღმოჩნდა და ეს იყო მისი ერთადერთი შანსი, რათა აღმოჩენილიყო მადრიდის რეალის ძირითად შემადგენლობაში.

რეალ მადრიდ B, გახლდათ ის გუნდი რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა კასილასის კარიერაში. მისმა რეაქციებმა, სისწრაფემ, პოზიციის სწორად შერჩევამ და ნახტომის სიმაღლემ რეალის ბოსებს უფლება მისცა პატარა იკერი უკვე მადრიდის რეალის ძირითად გუნდში გადაყვათ.

და აი დადგა დღე რომელზეც იკერი ასე ოცნებობდა. იგი უკვე რეალ მადრიდის სრულუფლებიანი წევრი გახლდათ. ასეთმა გადაწყვეტილებამ კრიტიკოსები ალააპარაკა. ჭაბუკი მეკარე რომელიც სულ რაღაც 18 წლის გახლდათ ძირითად გუნდში გამოდიოდა. კრიტიკოსების თქმით იკერი განწირული იყო სათადარიგო სკამისთვის. მაგრამ ნათქვამია მოჩქარეს მოუგვიანდესო და იკერის მოთმინებამაც შედეგი გამოიღო. რეალის ძირითადი მეკარე ბოდო დაიმტვრა და ახლა კასილასის ჯერი დგებოდა. ამ პერიოდს დაემთხვა ტოშაკის წასვლა რეალის სამწვრთნელო შტაბიდან და დელ ბოსკეს მოსვლა. რომელმაც ნდობა გამოუცხადა კასილასს.

ასე რომ 18 წლის ჭაბუკ იკერ კასილასს ჰქონდა დებიუტი რეალის რიგებში. მეტიც მან მიიღო მონაწილეობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. ეს იყო ენით აღუწერელი სასწაული განაცხადა იკერმა. მან დაიმკვიდრა თავისი ადგილი გუნდში და პრესაც ალაპარაკდა ამ ფენომენზე. და აი მოხდა საწაულიც 18 წლის იკერი ჩემპიონთალიგის გამარჯვებული გახდა. ეს მართლაც სასწაული იყო. მადრიდელებმა ვალენსია დაამარცხეს ფინალში და მე-8 ედ დაიუფლა გუნდი ამ ტიტულს. ამ გამარჯვების მონაწილე გახლდათ იკერიც.

თუმცა ყველაფერი ისე რომ არ ხდება როგორც გვინდა ეს კასილასი მაგალითზეც შეგვიძლია ვნახოთ. მან დაკარგა ადგილი გუნდში და გადაინაცვლა სათადარიგოთა სკამზე. ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდა და რეალის კარს ახლა უკვე ცეზარი იცავდა. მაგრამ მოვიდა ფინალის დღეც რეალი კვლავ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

ალბათ გახსოვთ ეს ფინალი. მეორე ტამის მეორე ნახევარში დაიმტვრა ცეზარი. მწვრთნელი იძულებული გახდა მოედანზე გამოეყვანა იკერი. და სწორედ აქედან დაიწყო საწაული, რომელიც ფეხბურთში არცთუ ისე ხშირად ხდება. იკერმა გააკეთა ის რაც ჯერ არავის ჰქონდა გაკეთებული. მან განახორციელა ზდეზედ რამდენიმე სეივი, რომელსაც ალბათ რამდენიმე მეკარე ვერ მოიგერიებდა ერთად. და იკერმა რეალი გააჩემპიონა. ეს იყო სასწაული, ენით აღუწერელი სასწაული.

ამ ყველაფრის ფონზე იკერმა დაიმკვიდრა საბოლოოდ ადგილი გუნდში და დღემდე პროგრესირებს. იგი არის რეალის და ესპანეთის ნაკერბის მეკარე. კასილასი არის ყველადროს საუკეთესო გოლკიპერი მადრიდში. მან შესძლო ის რაც ძალზედ ძნელი გასაკეთებელია. დღეს დღეობით კი იკერ კასილას ფერნანდესი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა მსოფლუოში.

მიღწევები:
ლა ლიგა - 3
ჩემპიონთა ლიგა - 2
საკონტინენტთაშორისო თასი - 1
ესპანეთის სუპერთასი - 1
ევროპის სუპეთსი - 1
მსოფლიო ჩემპიონატი 16წ. - 1
მსოფლიო ჩემპიონატი 17წ. - 1
მსოფლიო ჩემპიონატი 20წ. - 1
ევროპის ჩემპიონი - 1
მსოფლიო ჩემპიონი -1 dle 10.1

  • Hala
  • 8 სექტემბერი 2009
  • 7805

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (376)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)