მოურინიოს მატჩის წინა პრეს-კონფერენცია

მოგეხსენებთ ხვალ თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება მატჩი ლიონსა და სამეფო კლუბს შორის. საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ "თეთრების" მწვრთნელი ჟურნალისტებს შეხვდა და მომავალ მატჩზე ისაუბრა.


"ბლანკოსის ფეხბურთელების ნაწილს არ უგემია ლიონთან განცდილი წარუმატებლობა წინა წლებში, ამიტომ ეს ფაქტი არ მაღელვებს თან მე მაქვს ფრანგულ გუნდებთან თამაშის გამოცდილება, რასაც ყოველთვის წარმატებით ვართმევდი თავს, აგრეთვე მათთან შესანიშნავად ასპარეზობს რონალდო."

"ამ მატჩისთვის განაკუთრებულად არ მოვმზადებულვართ, ჩვეულ სტილში ვითამაშებთ. ფეხბურთელებთან დღეს საუბარი ჩვენს ოპონენტზე საუბრით დავიწყე. დარწმუნებული ვარ წარუმატებელ სერიას შევწყვეტთ და მოვიპოვებთ გამარჯვებას."

"ჩვენი მიზანი იმდენი გოლის გატანაა რამდენის მოგვინდება (იცინის). სერიოზულად კი ლიონი ძლიერი მეტოქეა, რომელსაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, მათ იციან როგორ უნდა გვეთამაშონ, თუმცა უნდა მოვახერხოთ ამ მტჩის მოგება. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მოწინააღმდეგეს არა იმ დამსახურების გამო, რომელიც მას შარშან ჰქონდა, არამედ იმის გამო რასაც ეს გუნდი მიმდინარე სეზონში წარმოადგენს. მადრიდის რეალი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მატჩის მსვლელობას ჩვენ უნდა ვკარნახობდეთ. ჩვენ ვიცით რაც უნდა გავაკეთოთ მეოთხედ ფინალში გასასვლელად."

"ჩვეულებრივ მატჩის წინ ძირითად შემადგენლობაზე ვსაუბრობ, თუმცა დღეს ამას არ გავაკეთებ, ჩემ გარდა არავინ იცის ვინ გამოვა ხვალ მოედანზე პირველივე წუთიდან, ჩემმა ფეხბურთელებმაც კი."

"დრო გვიჩვენებს მოვახერხებთ თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგებას. ახლა ჩვენი მთვარი მიზანია ორ ბარიერს გავცდეთ: დავამარცხოთ ლიონი და გავიდეთ მეოთხედფინალში, მადრიდის რეალს არასოდეს დაუმარცხებია ეს გუნდი და უკვე დიდი ხანია არ გასულა 1/4 ფინალში. ინტერში მუშაობისას ასეთი პრეცედენტი იყო, მაშინ ჩემმა გუნდმა ლიგა მოიგო, ვნახოთ რა მოხდება რეალის შემთხვევაში."

"ზინედინ ზიდანმა მოგვაწოდა ინფორმაცია ლიონის შესახებ, ის ამ საკითხზე ორი თვის განმავლობაში მუშაობდა და ჩემი აზრით მასზე უკეთესად არავინ იცის რა არის უმჯობესი რეალისათვის. ის ყოველთვის იქნება გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე." dle 10.1

  • SunSay
  • 21 თებერვალი 2011
  • 2571
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)