ოზილი: "ფინალში უნდა ვითამაშოთ"

გთავაზობთ მესუთ ოზილის ინტერვიუს.


ჩემპიონთა ლიგაზე "ლიონის" წინააღმდეგ გიწევთ თამაში, ალბათ ამ შეხვედრაში თამაში ძალიან გინდათ...

ყველა ჩვენგანი ელის ამ თამაშს, ვიცით, რომ ძალიან რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ მოგება გვინდა და ვიცით, რომ ეს შეგვიძლია. ველი, რომ წარმატებული დღე გვექნება.

"ლიონის" რომელი ფეხბურთელია ყველაზე საშიში?

ჩემი აზრით მთლიანად კლუბია ძალზედ სახიფათო. ძალიან ძლიერები არიან და უკვე საკმარისი გამოცდილებავ გააჩნიათ. ნათელია, რომ ბევრ პრობლემებს შეგვიქმნიან, მაგრამ მათი დამარცხება გვინდა.

როგორ განიხილა შემადგენლობამ ეს თამაში?

შემადგენლობა ტიტულების მოგებაზე ფიქრობს, მაგრამ შედარებით მარტივად უნდა მივუდგეთ სიტუაციას და მხოლოდ ერთ თამაშზე ვიფიქროთ. "ლიონი" აუცილებლად უნდა გამოვთიშოთ გათამაშებას, ვინაიდან "უემბლის" სტადიონზე გვინდა თამაში.


ოზილი: "ფინალში უნდა ვითამაშოთ"


რაშია ყველა საშინაო შეხვედრების მოგების საიდუმლო?

სტუმრებისთვის ძნელია "მადრიდის რეალთან" თამაში; ჩვენ ძლიერები ვართ სხვადასხვა ასპექტში. ძალიან რთულად ვკარგავთ ქულებს და სახლში შთამბეჭდავად გამოვიყურებით.

თქვენი პირველი საჩემპიონთა ლიგო გოლი "მილანის" წინააღმდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიტანეთ. ეს განსაკუთრებულად აღნიშნეთ. რას გრძნობდით მაშინ?

შთამბეჭდავი იყო პირველი გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგაზე. არ მადარდებს თუ რაოდენ ლამაზი გამოვიდა იგი, ვინაიდან ის პირველი იყო ეროპის თასზე.

თქვენ გერბს აკოცეთ, როცა "სევილიას" წინააღმდეგ გოლი გაიტანეთ კოპა დელ რეის თასზე...

ასეც ვქენი. მე ვგრძნობ , რომ ამ კლუბთან ვარ დაკავშირებული. ამ გუნდის ნაწილი ვარ და მინდოდა ჩემი სიხარული მაქსიმალურად გამომეხატა. ეს უცაბედად გამომივიდა, არ მიფიქრია ასე აღნიშვნა. ყოველთვის კარგი გრძნობაა, როცა გოლი გაგაქვს, არ აქვს მნიშვნელობა სად, მაგრამ როცა ამას "სანტიაგო ბერნაბეუს" მაყურებლის წინაშე აკეთებ, ეს ენით აღუწერელია. სტადიონი მეხმარება იმაში, რომ თავი ფანტასტიკურად ვიგრძნო.


ოზილი: "ფინალში უნდა ვითამაშოთ"


ლა ლიგა და ბუნდესლიგა რამდენად განსხვავდებიან?

ძალიან. გერმანულ ფებხურთს ბევრი პატარა კლუბი ყავს, რომლებიც ძალიან ბევრს იბრძვიან. ესპანეთში პატარა კლუბები დდი კლუბებისთვის სიტუაციებს ართულებენ. ორივე მათგანი მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატია.

თქვენმა ესპანეთთან ადაპტაციამ კარგად ჩაიარა...

თითოეული ფეხბურთელი ძალიან დამეხმარა ამაში. ყველა ჩვენგანი ეხმარება ერთმანეთს. ერთმანეთის მეგობრები ვართ და თავს ისე ვგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში. სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ: ზოგჯერ ინგლისურად, ზოგჯერ ესპანურად.

მოურინიო ამ ოჯახის მამაა... როგორია მისი მიდგომა?

ის მთელ ენერგიას და ძალას მუშაობას ახმარს. მისთვის კლუბი ყველაფერს ნიშნავს და ყველაფერს გააკეთებს თითოეული ფეხბურთელის დასახმარებლად. ის ასევე ძალიან სასაცილოცაა. ტაქტიკაზე დიდ კონცენტრირებას ახდენს და ამავდროილად ვარჯიშისას გვახალისებს და გვართობს ხოლმე.

შენ და რონალდო მოედანზე ერთმანეთს ბრწყინვალედ უგებთ...

რონალდო ძალიან სწრაფად მოძრაობს და ის მუდამ გახსნილია ბურთის მისაღებად. ეს მე საქმეს მიადვილებს. მას ძალზედ ადვილად გააქვს გოლები.


ოზილი: "ფინალში უნდა ვითამაშოთ"


კაკასთანაც შესანიშნავად მუშაობ. ეს მოურინიოს კიდევ ერთი ტრიუკია?

მწვრთნელი წყვეტს ვინ ითამაშებს, სად , რამდენ ხანს და როდის. კაკა უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და მასთან ერთად თამაში ერთი დიდი სიამოვნებაა.

ამ სეზონში რისი მიღწევის იმედი გაქვთ?

მინდა ძალიან ბევრი ვიშრომო და პირადად განვვითარდე. იმედი მაქვს ჯამრთელად და კარგ სათამაშო ფორმაში ვიქნები. რა თქმა უნდა, ტიტულების მოგებაც ძალიან მინდა.


ოზილი: "ფინალში უნდა ვითამაშოთ"


წყარო: Realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 21 თებერვალი 2011
  • 2579
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)