ჟოზე: "სახლში, ხმის ამოღების უფლება არ მაქვს"

ჟოზე: "სახლში, ხმის ამოღების უფლება არ მაქვს"

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა - ჟოზე მოურინიომ, საკმაოდ საინტერესო ინტერიუ ჩაწერა wordpress-ის ჟურნალისთებთან.


- ვინ ითამაშებს ლიონის წინააღმდეგ:” ბენზემა, თუ ადებაიორი?

- შეიძლება ორივე, ან შესაძლებელია ეს ფეხბურთელები საერთოდ არ ვიხილოთ ამ შეხვედრაში.


- რატომ არ ეძლევათ კანალესს და ლეონს სათამაშო დრო?


- საქმე მარტო ლეონზე და კანალესზე არაა. მე გუნდში მყავს 24 ფეხბურთელი. დაცვას რაც შეეხება, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ნახევარდაცვაში, ხშირად ვცვლი ხედირას და ლასანას ერთმანეთში. აგრეთვე მყავს შესანიშნავი ფეხბურთელი კაკა, რომელიც ნელნელა უბრუნდება თავის ძველ ფორმას. მას ყოველ მომდევნო თამაშში, უფრო მეტი დრო ეძლევა სათამაშოდ. აგრეთვე მყავს შესანიშნავი ფორვარდები: ბენზემა და ადებაიორი, რომლებსაც აგრეთვე ხშირად ვცვლი ერთმანეთში. შესაბამისად რჩება ერთი თავისუფალი ადგილი, რომელზეც პრეტენზია ჩვენ გუნდში ბევრ ფეხბურთელს გააჩნია. მე ვცდილობ, ყველა ჩემი ფეხბურთელი მოტივირებული გავხადო და საკმარისი დრო მივცე, მაგრამ ეს ძალზედ რთულია. ბევრი ფსიქოლოგიურად ძალიან სუსტია და ვერ უძლებს დიდ ზეწოლას. მადრიდის “რეალის” ფეხბურთელობა ძალიან რთულია. ბევრი ფეხბურთელის მშობლებს ან აგენტებს ურჩევნიათ უფრო ადვილი გზა. ფეხბურთელები მიდიან სხვა კლუბებში, სადაც მათ უფრო მეტი დრო ეძლევათ და იქ ყველაფერი ადვილია. ისინი ხდებიან “სოფლის მეფეები”, მაგრამ მე ვფიქრობ ეს არასწორია, ჩემი აზრით, ეს ფეხბურთელები უნდა დარჩნენ და ყველაფერი გააკეთონ, რათა გახდნენ ისეთი დიდებული კლუბის ნაწილი, როგორიც მადრიდის “რეალია”.


- რა უნდა გააკეთონ ამ ფეხბურთელებმა, რომ დაიმსახურონ ძირითადში ადგილი?

- ყველაზე მთავარი არის ის, რომ ფეხბურთელს უნდა გააჩნდეს ძლიერი ხასიათი და ნებისყოფა. ალბათ დამეთანხმებით, რომ რთულია ძირითადში თამაში, როცა შენს პოზიციაზე თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიაც არიან ოზილი და კაკა. თუ შენ ფლანგის მოთამაშე ხარ და გუნდში თამაშობს რონალდო და დი მარია, რთულია მათი სათადარიგოზე დასმა. კიდევ ვიმეორებ, ურთულესია ისეთ გუნდში თამაში, როგორიც მადრიდის “რეალია”. ადანს შეუძლია გახდეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარის შემცვლელი, თუ კი ის გუნდში დარჩება ან შეუძლია წავიდეს სხვა კლუბში, სადაც დარწმუნებული ვარ, ყოველ კვირას ითამაშებს. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ის ვარჯიშობდა ისე, თითქოს შემდეგ თამაშში მოედანზე გამოვიდოდა, თუმცა იცოდა, რომ ეს ასე არ იყო. იგივეს თქმა შემიძლია მორატაზეც, მან უნდა გააგრძელოს მუშაობა და აუცილებლად მიაღწევს წარმატებას. შემდეგ სეზონში ის პირველ გუნდში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მას აგრეთვე რონალდოს პოზიციაზეც შეუძლია თამაში.


- რა არის თქვენი მოვალეობა, როგორც მწვრთნელის, ამ ფეხბურთელების მიმართ?

- მე ვარ მწვრთნელი და არა მამა. ჩემთან ისინი 24-დან მხოლოდ 4 საათს ატარებენ. თუ მათ ჩემსგან რაიმე დაჭირდებათ, მე აუცილებლად დავეხმარება. მაგალითად, დეკემბერში კანალესმა მკითხა დაეტოვებინა თუ არა კლუბი. მე მას ვურჩიე, რომ დარჩენილიყო და გაეგრძელებინა ვარჯიში. ის ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და შეუძლია დიდი ხანი ითამაშოს “სამეფო კლუბში”.


- თქვენ კანალესი “ლა ლიგის” პირველ შეხვედრაში ძირითადში დაყენეთ, ხოლო ოზილი სათადარიგოზე..


- მალიორკასთან თამაში, რომ მოგვეგო 3:0 და კანალესი, გამხდარიყო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ის აუცილებლად ითამაშებდა შემდეგ შეხვედრაში ძირითადში, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.


- მოგწონთ ადებაიორის თამაში?


- ემანუელი შესანიშნავი ფეხბურთელია. ის განსხვავდება ბენზემასგან. არ მიყვარს, როცა გუნდში კლონი ფორვარდები მყავს.


- უყურეთ რაულის თამაშს ვალენსიასთან?


- სამწუხაროდ ვერ მოვახერხე, მაგრამ მისი გოლი არ გამკვირვებია.


- რა როლს ითამაშებდა რაული დღევანდელ რეალში?


- ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იქნებოდა მადრიდში. როცა მან წასვლა გადაწყვიტა, არ მიცდია მისი გადარწმუნება. მე მას ვუთხარი, რომ მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის საუკეთესო იქნებოდა. მე მას დიდ პატივს ვცემ.


- გახდებით ოდესმე “ბარსელონას” მწვრთნელი?


- არასოდეს,. არსებობს ცხოვრების წესები, რომლებსაც არასდროს დავარღვევ, მე ვერასოდეს გავხდები იუვენტუსის ან მილანის მწვრთნელი. აგრეთვე ვერ გავწვრთნი ბარსას, მას შემდეგ, რაც რეალის სათავაში ვიქნები 4 წლის განმავლობაში(იმედი მაქვს, რომ ჩემს 4 წლიან კონტრაქტს ბოლომდე ამოვწურავ). აგრეთვე ვიმედოვნებ, რომ გვარდიოლა მთელი ცხოვრება იქნება კატალონიელთა მწვრთნელი.


- შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ მადრიდისტა ხართ?


- არა, ეგ რომ ვთქვა, მოვიტყუებ. მაგრამ მე პროფესიონალი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ კლუბთან ერთად წარმატებას მივაღწიო. იმედი მაქვს, ერთ დღეს ისევე შემიყვარდება “რეალი”, როგორც “პორტუ”, “ჩელსი” და “ინტერი”.


- თქვენ იმყოფებით მე-9 პოზიციაზე, მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის..

- მეე? და ჩემი ცოლი რომელ ადგილზეა? ალბათ მერვეზე. როგორ შეიძლება მსოფლიოში მე-9 ადამიანი ვიყო გავლენით, როცა სახლში ხმის ამოღების უფლებაც კი არ მაქვს.


- რა არის თქვენი ოცნება? ჩემპიონთა ლიგის მოგება?


- ჩემი ოცნებაა შემდეგი მატჩის მოგება.


wordpress.com
dle 10.1

  • dato818
  • 21 თებერვალი 2011
  • 3049
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)