ბენზემა: "მოურინიომ მებრძოლად ჩამომაყალიბა"

მადრიდის რეალის ფრნგმა ფორვარდმა გმომცემლობა მარკას ჟურნალისტებთან მოურინიოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პორგუალიელმა მისი მენტალიტეტი მთლიანად შეცვალა.


"ჩემთვის მოურინიო მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. მას უმუშავია უდიდეს ფეხბურთელებთან და მოიგო უამრავი ტიტული მათთან ერთად. რაც შემეხება მე, მასთან ურთიერთობის შემდეგ მთლიანად შემეცვალა მენტალიტეტი. მან ჩემგან მებრძოლი ჩამოაყალიბა."

"ბავშვობიდან ძალიან ამბიციური ვიყავი. კარიერა ლიონში დავიწყე, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, თუმცა მალევე პროფესიონალურ კონტრაქტს მოვაწერე ხელი და ფრანგულ კლუბში რამდენიმე შესანიშნავი სეზონი ჩავატარე, შემდეგ კი მადრიდის რეალის ფეხბურთელი გავხდი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი შესაძლებლობები ამოვწურე. კვლავ გამაჩნია ამბიცია და ბოლო პერიოდში კარგი დრო არ მიდგას, მაგრამ მსურს ყველას დავუმტკიცო, რომ ჩემი შესაძლებლობები ჯერ არ გამომივლენია. ამისთვის კი ვარჯიშებზე და თამაშებზე ბოლომდე უნდა დავიხარჯო."

"ჩემი კუმირი ყოველთვის რონალდო იყო, ჩემი აზრით იგი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი იყო. მე მსურს იგივეს მივაღწიო რეალში და საფრანგეთის ნაკრებში რასაც ზიდანმა მიაღწია, იგი უდიდესი ფეხბურთელი იყო."

"ლიონთან ადვილი გასეირნება ნამდვილად არ გველის, ისინი ყოველთვის კარგად თამაშობენ ძლიერ გუნდებთან, რადგან დასაკარგი არაფერი აქვთ და ბოლომდე იხარჯებიან. ჩვენ ამ მატჩს კარგად მომზადებულნი უნდა შევხვდეთ. ვფიქრობ ტრადიციულად შემტევი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, თუმცა მათ გოლის გატანის უფლება არ უნდა მივცეთ." dle 10.1

  • SunSay
  • 21 თებერვალი 2011
  • 2311
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)