გუტი: "კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გავხდები"

გუტი: "კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელი გავხდები"

გთავაზობთ მადრიდის "რეალის" ლეგენდის - გუტის ინტერვიუს, რომელიც მან As-ის ჟურნალისტებთან ჩაწერა.



გენატრებათ მადრიდი?


არა რომ გიპასუხოთ, მოვიტყუებ. რა თქმა უნდა მენატრება მადრიდი, მაგრამ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როცა “სამეფო კლუბი” დავტოვე.


რომელთან უფრო ახლოს იყავით: ვალდანოსთან, თუ მოურინიოსთან?

იმისთვის, რომ იცოდე რა ხდება კლუბში, უნდა იყო ამ კლუბის ნაწილი. ვალდანომ დიდი წვლილი შეიტანა ჩემს კარიერაში. მოურინიო კი მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მწვრთნელია.


- გსურთ მადრიდში თამაში?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ უნდა დავივიწყო.


- დღესდღეობით ხედავთ “ბლანკოსში” მეორე გუტის?


- ვფიქრობ, დღესდღეობით მადრიდში არ არის მასეთი ფეხბურთელი. ბევრი მეუბნება კანალესზე, მაგრამ მე არ მაქვს სრულიად მისი თამაში ნანახი. ძალიან მინდა სერხიომ წარტმატებას მიაღწიოს. თუ ის დიდ სულისკვეთებას გამოავლენს, აუცილებლად ჩამოყალიბდება უმაღლესი დონის ფეხბურთელად.


- ნერვიულობთ, როცა “რეალი” გოლებს იტანს?


- მე ვნერვიულობ, როცა რეალი აგებს. “ბარსელონა” ძალზედ ძლიერია და “თეთრებს” ძალიან გაუჭირდებათ მათი დამარცხება.


- როგორ ფიქრობთ, ასეთი “ბარსელონა” დიდ ხანს იქნება?

- თუ კატალონიელები შეინარჩუნებენ ამ შემადგენლობას და მწვრთნელს, ისინი დიდ ხანს იქნებიან ერთერთი საუკეთესონი მსოფლიოში.


- და რეალი? მათ ძალიან ახალგაზრდა კოლექტივი ჰყავთ..


- დიახ, მაგრამ ოზილი “რეალში” გადმოვიდა “ვერდერიდან”, დი მარია “ბენფიკადან” და ბარსელონას წამყვანი ფეხბურთელები, ამ კლუბის აღზრდილნი არიან. ეს კი ძალიან ბევრს ნიშნავს. ადრე, ამ კომპონენტში “ბლანკოსი” ბარსას სჯობნიდა. არ ვიცი ეს რისი ბრალია, მაგრამ ფაქტია, რომ დღესდღეობით ბარსელონას წარმატება, მის აღზრდილ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული.


- წარმოგიდგენიათ თქვენი თავი მწვრთნელად?


- დიახ, როცა კარიერას დავასრულებ, აუცილებლად დაველოდები ჩემს შანსს.


- იმუშავებდით კანტერაში?

- ეს არის ერთერთი თემა, რომელზეც მე და ვალდანომ ვისაუბრეთ. მე მაქვს რამოდენიმე იდეა კანტერასთან დაკავშირებით.


- როგორია თქვენი დღის განრიგი?

- მე ვდგები 9 საათზე, შემდეგ ფეხბურთელები ერთად ვსადილობთ და 10 საათზე ვიწყებთ ვარჯიშს. ძალიან მომწონს თურქული საჭმელები. ამის შემდეგ, მივდივარ სახლში, შევდივარ ინტერნეტში, ვუკრავ გიტარას ან ვუყურებ ფილმებს.


- გაწუხებთ რაიმე?

- კარგი იქნებოდა, პირად ცხოვრებაში მეტი სიმშვიდე მქონოდა. მინდა, რაც შეიძლება მეტი ვითამაშო. მე ვამაყობ, რომ 14 წლის განმავლობაში ვთამაშობდი ჩემი ოცნების კლუბში.


წყარო: As.Com
dle 10.1

  • dato818
  • 20 თებერვალი 2011
  • 2357
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)