მარკოს ტებარი: ქულების დაგროვებას მალე დავიწყებთ

მარკოს ტებარი: ქულების დაგროვებას მალე დავიწყებთ


“კასტილიამ” სეზონი წარუმატებლად დაიწყო. მადრიდელებმა ზედიზედ ორი მარცხი განიცადეს. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მარკოს ტებარი “რეალის” ვებ-გვერდთან ინტერვიუში, “კასტილიაში” შექმნილი მდგომარეობის შესახებ საუბრობს.


- მარკოს, ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, გუნდში რა ვითარებაა?
- საწყის ორ ტურში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც აღარ უნდა განმეორდეს. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. ამას გარდა, წინ კიდევ უამრავი მატჩი გველის, გამომდინარე აქედან, ჩვენი ჩამოწერა ჯერჯერობით ადრეა.

- სწორედ შეკრებაზე მინდოდა მეკითხა. ასეთ ცუდ სტარტს, მგონი, არ ელოდით.
- რა თქმა უნდა. ზაფხულში უამრავი შეხვედრა ჩავატარეთ და შეთამაშებითაც ყველა კმაყოფილი დარჩა. თუმცა რაც მოხდა, იმას ვერ გამოვასწორებთ. მომდევნო ტურში, “კონკენსეს” ვმასპინძლობთ. საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და იმ ფორმაში დავბრუნდეთ, როგორშიც ზაფხულში ვიყავით.

- საუკეთესო ფორმაში მყოფ “კასტილიას” როდის ვიხილავთ?
- ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ უახლოეს მომავალში ქულების დაგროვება უნდა დავიწყოთ. ფაქტია, რომ არ გვიმართლებს. “რასინგთან” მატჩში, მატეოსი დროზე ადრე რომ არ გაეძევებინათ, იმ შეხვედრას ნამდვილად მოვიგებდით. დღევანდელ ვარჯიშზე მწვრთნელს შევხვდით და იმ ხარვეზების გამოსწორებაზე ვისაუბრეთ, რომელიც გუნდის თამაშში შეინიშნება.

- არადა გასული სეზონი დიდებულად დაიწყეთ, თუმცა ფლეი-ოფში მაინც ვერ გახვედით.
- წინ კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. მდგომარეობის გამოსწორება შეგვიძლია. თანაც, სჯობდა კრიზისი ახლა გვქონოდა, ვიდრე სეზონის შუაში ან ბოლოს, როცა თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

- კვირის მატჩში, ინჩასების ფაქტორსაც დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.
- მაგ მხრივ პრობლემები არ გვაქვს. ფანები თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე გვგულშემატკივრობენ, რაც ხშირ შემთხვევებში გამარჯვების წინაპირობაა.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 8 სექტემბერი 2009
  • 1848
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)