მილანში სჯერათ, რომ ჰუნტელაარი როსენიორის შეუერთდება

ადრიანო გალიანი დღეს მალიორკაში ჩაფრინდება, სადაც მისი იახტა დგას. გალიანი ესპანეთის კურორტის ერთ-ერთ რესტორანში შეხვდება თავის მეგობარს ფლორენტინო პერესს, სადაც სავარაუდოდ ჰოლანდიელი ჰუნტელაარის ტრანსფერზე ისაუბრებენ.


როგორც ვიცით გალიანისა და პერესს დიდი მეგობრობა აკავშირებთ და პერესი გალიანისთან ვალშია, ვინაიდან მან ფლორენტინოს კაკა დაუთმო. ამიტომ გალიანის დიდი შანსი აქვს მადრიდის რეალიდან რომელიმე ფეხბურთელი გადაიბიროს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია თითქოს მილანი მზად იყო გადაეხადა 36 მილიონი არიენ რობენში და რეალიც მზად იყო შელეოდა თავის მეთერთმეტე ნომერს, თუმცა ამის შემდეგ არანაირი ინფორმაცია ამ ტრანსფერთან დაკავშირებით არ გავრცელებულა, ახლა კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ გალიანის სურს ჰუნტელაარის შეძენა.

მადრიდის რეალის ხელმძღვანელობამ თავისი შენაძენებიდან ჰოლანდიელ თავდამსხმელს და მთელ საფეხბურთო სამყაროს აგრძნობინა, რომ მომავალ სეზონში მასზე არ გათვლის და ძირითადისთვის სხვა ფეხბურთელებს მოიაზრებს ამიტომ ჰუნტელაარს სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად ექნება. თუმცა შესაძლოა ჰუნტელაარის ტრანსფერი არ შედგეს, ვინაიდან მადრიდის რეალი მზად არის ჰუნტელაარს დაამატოს გარკვეული თანხა და გაუცვალოს ბაიერნს ფრანკ რიბერიში. ხოლო გალიანიმ განაცხადა: "ჩვენ კვლავ ვაპირებთ ბრაზილიელი ჯეკოს შეზენას, მაგრამ ჩვენ კიდევ გვჭირდება მაღალი დონის თავდამსხმელები და ძალიან მსურს მილანში ვიხილო ლუიშ ფაბიანუ და ჰუნტელაარი."

ინფორმაციის წყარო: Marca.Com dle 10.1

  • SunSay
  • 4 ივლისი 2009
  • 2120
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (242)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)