რეალის სათადარიგო ვარიანტები

მადრიდის რეალი აქტიურად ცდილობს ლივერპულის მეთოთხმეტე ნომრის ხაბი ალონსოს ყიდვას, თუმცა მერსისაიდელები უარზე დგანან და მის გაყიდვას არ აპირებენ.


რეალი კი მზად არის ლივერპულს დაუთმოს ალვარო ნეგრედო და მას ზემოდან გარკვეული თანხა დაამატოს, მიუხედავად ამისა ლივერპულელები ვერ ელევიან ალონსოს. ფლორენტინო პერესმა უკვე გააძლიერა შეტევა და ახლა დაცვაზე არის ორიენტირებული, ამიტომ მას სჭირდება სათადარიგო გეგმა თუ ვინ უნდა შეიძინოს მან იმ შემთხვევაში, თუ ხაბი ალონსოს ტრანსფერი ჩაიშალა.

ესპანური გამომცემლობა Marca-ს მტკიცებით პერესს უკვე აქვს მოფიქრებული ალონსოს სავარაუდო შემცვლელები და ესენი არიან: დანიელე დე როსი (რომა), ალბერტო აკვილანი (რომა) და გაეტანო დ'აგოსტინო (უდინეზე).

პერესის პრიორიტეტად მაინც ლივერპულელი ალონსო რჩება, თუმცა თუ მისი ტრანსფერი არ "გაიჩარხა", პირველ სათადარიგო ვარიანტად დე როსი უნდა მოვიაზროთ, რომლის შეძენითაც აგრეთვე დაინტერესებული არის კატალონიური ბარსელონა.

ინფორმაციის წყარო: marca.com dle 10.1

  • SunSay
  • 4 ივლისი 2009
  • 2344
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)