მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები !

მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები !


მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო სტატია, სადაც თქვენ იხილავთ დღეს დღეობით მოთამაშე ფეხბურთელებიდან, საუკეთესო თავდამსხმელებს.


მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები !


კრიშტიანუ რონალდუ:

Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro - კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ, დაიბადა 1985 წლის 5 თებერვალს. პორტუგალიელის პირველი კლუბი გახლდათ ანდორინია, სადაც 1993–1995 თამაშობდა. 1995–1997 წლებში ის "ნაციონალის" წევრი გახლდათ, ნიჭიერი ფეხბურთელი კი ლისაბონის "სპორტინგის" მოსურვეებმა შენიოშნეს და გადაიბირეს კიდეც, 1997 წელს სწორედ ამ კლუბის წევრი გახდა კრიშტიანუ. მისი უმაღლეს დონეზე თამაში ფეხბურთის გულშემატკივარმა მანჩესტერ "იუნაიტედის" რიგებში იხილა. რონალდომ წითელ ეშმაკებთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო, ის მანჩესტერელთა ლიდერიც გახლდათ. 2009 წელს კი პორტუგალიელი მადრიდის "რეალში გადავიდა.

იოჰან კრუიფი:

"რონალდუ უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, ის ნამდვილი გენიოსია. კრიშტიანუ არასდროს ნებდება, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და სწორედ ამის წყალობით მიაღწია მან უმაღლეს მწვერვალებს. ის ჯერ ახალგაზრდაა, კვლავ წინ აქვს მნიშვნელოვანი წლეები, ვნახოთ რას იზამს, ყველაფერი ხელს უწყობს, რათა მიაღწიოს კვლავ დიდ წარმატებებს.

მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები !


ლეო მესი:

Lionel Andres Mess - ლიონელ ანდრეს მესი, დაიბადა არგენტინაში 1987. მისი პირველი კლუბი გახლავთ კატალონიის "ბარსელონა" - სადაც არგენტინელი ამჟამათაც ირიცხება. მას აქვს ესპანეთის მოქალაქეობაც, რომელიც მას ევროპის მოთამაშედ ხდის. მესი მიიჩნევა თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო და მსოფლიოს საუკეთესო თანამედროვე ფეხბურთელად. მესის მიღებული აქვს ოქროს ბურთისა და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციები 21 წლის ასაკში, რომელთაგანაც ორივე 22 წლის ასაკში მოიგო. მისი საფეხბურთო სტილს დიეგო მარადონას სტილს ადარებენ.

დიეგო მარადონა:

"მესი არის საოცარი ფეხბურთელი. ამ ასაკში, ის მსოფლიოში პირველია, რაც მართლაც საოცრებაა. მას შეუძლია რამდენიმე ფეხბურთელის მოტყუება თავისუფლად, ის ყოველთვის მშვიდად აკეთებს თავისს საქმეს. ის ნამდვილი ლიდერია და სწორედ ასეთივედ არის დაბადებული. ექსპერტები ამბობენ, რომ ის მე მგავს, რასაც აბსოლიტურად ვეთანხმები, მართლაც არის ბევრი მსგავსება, ის ჩემი გამრძელებელია (იცინის) - რათქმაუნდა რთულია, მთელი კარიერის განმავლობაში ასეთ დონეზე თამაში, თუ ამას მესი გააკეთეს, ის გახდება ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი."

მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები !


ზლატან იბრაჰიმოვიჩი:

Zlatan Ibrahimović - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, დაიბადა შვედეთში, 1981 წლის 3 ოქტომბერს. საფეხბურთო კარიერა იბრაჰიმოვიჩმა "მალმიოში” დაიწყო, 2001 წელს კი "აიაქსში” გადაბარგდა. ამსტერდამულ კლუბში იბრაჰიმოვიჩმა დაიწყო იმ თამაშის ჩვენება, რომლის წყალობითაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. "აიაქსში” შვედის მწვრთნელი, წარსულში "ბარსელონას” ვარსკვლავი, რონალდ კუმანი იყო. 2004 წელს ზლატანი იტალიაში გადავიდა სათამაშოდ, მისი გადაბირება "იუვენტუსმა შესძლო. ტურნში შვედმა სულ 2 წელი ითამაშა და 2007 წელს მილანის "ინტერში გადავიდა, სადაც საკმაოდ ბევრ წარმატებას მიაღწია. 2009 წელს კი ზლატანმა კიდევ გამოიცვალა კლუბი, ის "ბარსელონაში ჩაირიცხა, სადაც პირველი სეზონის შემდეგ, მისით უკმაყოფილოდ დარჩენილმა ადმინისტრაციამ, იჯარით გაუშვა იტალიაში, ამჯერად "მილანში." იბრაჰიმოვიჩი ყოველთვის ითვლებოდა განსაკუთრებული თვისებებით დაჯილდოებულ ფეხბურთელად, რომელსაც არაერთი ულამაზესი გოლი აქვს გატანილი. იტალიაში მას ზედმეტსახელად ”იბრაკადაბრა” შეარქვეს. მიუხედავად იმისა, რომ შვედი 195 სანტიმეტრია, იგი მაინც შესანიშნავ ტექნიკას ფლობს, არის ფიზიკურად ძლიერი.

ჟოზე მოურინიო:

"ზლატან იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. ასეთ თავდამსხმელთან ერთად მუშაობა იდეალური რამეა მერწმუნეთ. ის არასდროს ნებდება და სწორედ ამას ვაფასებ ყველაზე მეტად. ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძვის. მოედანზე ყოველთვის ეტყობა მას, რომ პირველია, არავის უთმობს პირველობას და ესაა ყველაზე დასაფასებელი მასში. ფლობს ბურთს, რაც მისი სიმაღლის პატრონისთვის საკმაოდ რთულია. ბევრი რომ არ გამომივიდეს, ვიტყვი: რომ თანამედროვე ფეხბურთში, ზლატანი ყველაზე ძლიერია."

მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები !


დავიდ ვილა:

David Villa Sánchez - დავიდ ვილა სანჩესი, დაიბადა ესპანეთში, 1981 წლის 3 დეკემბერს. მისი პირველი კლუბი გახლდათ ხიხონის "სპორტინგი." 2003 წელს კი ის "სარაგოსაში" გადავიდა, სადაც წარმოაჩინა თავისი უნიკალური ნიჭი და "ვალენსიაში" გადაიბირეს. ღამურებში ესპანელმა საკმაოდ ბევრი დრო გაატარა, ის თეთრ მაისურით 5 წელი თამაშობდა. 2010 წელს კი კატალონიის "ბარსელონას" მაისურიც მოირგო. "ვალენსიაში" ვილამ 166 მატჩი ჩაატარა და 108 გოლი გაიტანა, რაც ბრწყინვალე შედეგია. ესპანელმა ასევე 2008 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი, 2010 წელს კი მოფლიოს ჩემპიონი და საუეკთესო გოლეადორი, დავიდმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა.

დელ ბოსკე:

"დავიდ ვილა შესანიშნავი ფეხბურთელია. ესპანურ ფეხბურთის ისტორიაში უამრავი თავდამსხმელია, მაგრამ ვილა მათგან ძალიან გამორჩეულია. ის მუდმივად გოლის გატანაზე ფიქრობს და მუდამ კარზეა დაგეშილი, ეს საკმაოდ მომგებიანია. მასთან ერთად მე უკვე ნამუშევარი მაქვს და ვიცი, თუ რა შრომის მოყვარე მოთამაშეა. ის მუდმივად ასრულებს იმას, რასაც მწვრთნელი ავალებს, სწორედ ამას აფასებენ მწვრთნელები, ამას თუ ფეხბურთელი აკეთებს, ყველაფერი გამოსდის."

მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები !


ფერნანდო ტორესი:

Fernando José Torres Sanz - ფერნანდო ხოსე ტორეს სანსი, დაიბადა ესპანეთში, 1984 წლის 20 მარტს. ტორესმა თავისი კარიერა დაიწყო ატლეტიკოში, მან 174 ესპანეთის პრიმერას თამასში 75 გოლის გატანა შეძლო. 2007 წლიდან იგი ინგლისური გრანდის, ლივერპულის წევრია. მან ლივერპულში რობი ფოლვერის რეკორდიც კი გააუმჯობესა(1995–96)და ერთ სეზონში 20 ზე მეტი გოლის გატანა შეძლო. ასევე რეკორდი დაამყარა როდესაც მე 50 გოლი გაიტანა 2009 წლის დეკემბერში.

რაფაელ ბენიტესი:

"ფერნანდო საოცარი თავდამსხმელია. ასეთი ტიპის ფორვარდთან, მე არასდროს არც მიმუშავია და არც მითამაშია. მას საოცარი ფანტაზია გააჩნია თამაშის. არიან ფორვარდები, რომლებიც, მეკარესთან პირისპირ დარჩენის შემთხვევაში, უაზროდ ურტყამენ კარში, რაც უშედეგოდ მთავრდება ხშირ შემთხვევაში, ტორესი ასე არ იქცევა, მას აქვს მდიდარი ფანტაზია, რასაც ბრწყინვალედ იყენებს. თუ ის რჩება მეკარესთან პირისპირ, აუცილებლად რაღაც სანახაობრის აჩენს, ეს კი გენიალურია. შეგიძლიათ უყუროთ მის გატანილ გოლებს და დარწმუნდებით, ის საოცრად ლამაზ გოლებს იტანს."

მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები !


დიდიე დროგბა:

დიდიე დეზირე დროგბა ტებილი 1978 წლის 11 მარტს აბიჯანში, იმ ქვეყნის დედაქალაქში დაიბადა, რომელიც რუკაზე სპილოს ძვლის ნაპირის სახელით იყო აღნიშნული. 1980-იანი წლებიდან კი ამ ქვეყანას ფრანგულ ენაზე-კოტ დ'ივუარს უწოდებენ. დიდიემ ევროპული კარიერა მარსელის "ოლიმპიკში" დაიწო, სადაც ის ბრწინვალედ ირჯებოდა. ეს რათქმაუნდა უყურადღებოთ არ დატოვეს ინგლისურმა კლუბებმა და დიდიემ ლონდონის "ჩელსის" ლურჯი ფორმაც მოირგო.

გუს ჰიდინკი:

"დიდიე უდიდესი დონის მოთამაშეა. რაც მთავარია ის სხვა თავდამსხმლებისგან განსხვავებულია. ის მუდმივად, მუდმივად ცდილობს გოლის გატანას. საკმაოდ ემოციური ფეხბურთელია, ის ძალაზე გათვლით ახერხებს გოლების გატანას და კარგ დონეზე თამაშს. კლასით - შეიძლება ითქვას, მსოფლიოში პირველია. ინგლისში ფეხბურთის თამაში, მითუმეტეს დღევანდელ დღეს, ადვილი არაა, მაგრამ დროგბა ამას იდეალურად აკეთებს."

მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები !


ალეშანდრუ პატო:

Alexandre Rodrigues da Silva - ალექსანდრე როდრიგეს და სილვა, დაიბადა ბრაზილიაში, 1989 წლის 2 სექტემბერს. კარიერის განმავლობაში ნათამაშები აქვს კლუბ “ინტერნასიონალში” (2001-2007) და იტალიურ გრანდ “მილანში”. მან როსონერისთან კონტრაქტი 2007 წლის აგვისტოში გააფორმა. მისი ერთ-ერთი ზედმეტსახელი, იხვი, მოდის იმ ქალაქიდან, სადაც დაიბადა- პატო ბრანკო (რაც ითარგმნება როგორც იხვი). მისმა სათამაშო სტილმა და შესაძლებლობებმა კი მას კიდევ ერთი ზედმეტსახელი შესძინეს- “ახალი რონალდო.

ლეონარდო:

"პატო არის ბრაზილიულური ფეხბურთის მომავალი, რათქმაუნდა ძალიან რთულია ამაზე საუბარი დღეს, ვინაიდან ბრაზილიას ჰყავს ბევრი მაღალი კლასის მოთამაშე, თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პატო უნიჭიერესი ტალანტია, რომელსაც შეუძლია მთელი საფეხბურთო სამყაროს დაპყრობა. მას ჯერ წინ აქვს ყველაფერი, ვნახოთ რა იქნება. საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელია უკვე, მასთან უკვე ვიმუშავე და ვიცი, რომ ძალიან შრომისმოყვარეა."

მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები !


ლუის სუარესი:

Luis Alberto Suárez Díaz - ლუის ალბერტო სუარეს დიასი, დაიბადა ურუგვაიში, 1987 წლის 24 იანვარს. 2005–2006 წლეებში ის "გრონინგემის" წევრი გახლდათ, საიდანაც ის ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა. სწორედ ამ კლუბის მაისურით გაიცნო იგი მთელმა მსოფლიომ. 2010 წელს ის თამაშობდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ურუგვაის ნაკრებმა არც მეტი არც ნაკლები ნახევარფინალამდე მივიდა, სუარესი კი გუნდის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი წევრი გახლდათ. 2011 წლის იანვარში კი ის "აიაქსიდან" ინგლისში გადაბარგდა, კერძოდ "ლივერპულში."

მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები !


სამუელ ეტო'ო:

სამუელ ეო’ო დაიბადა კამერუნში, 1981 წლის 10 მარტს. მისი პირველი ესპანური კლუბი მადრიდის „რეალი“ გახლდათ, თუმცა ამ კლუბში აფრიკელი დიდ ხანს არ ყოფილა, ის „მალიორკაში“ გადავიდა, სადაც სამუელმა 4 წელი აჰყო, 2004 წელს კი ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, „ბარსელონაში“ გადავდა. სწორედ ამ კლუბში მიაღწია სამუელმა წარმატებას. 2006 წელს ეტო’ომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ის გახლდათ კატალონიელთა ერთ-ერთი ლიდერი. ჩემპიონთა ლიგის ფინალში, არსენალის წინააღმდეგ, სწორედ აფრიკელმა გაიტანა გოლი. ის დაასახელეს კიდეც 2006 წლის საუკეთესო თავდამსხმელად. 2008 წელს, სამუელი და „ბარსა“ კვლავ ფინალში აღმოჩნდნენ, ესპანელებმა მანჩესტერი დაამარცხეს 2-0. პირველი გოლი სწორედ აფრიკელმა ფეხბურთელამ გაიტანა. 2010 წელს კი ის მილანის ინტერში გადავიდა, პირველივე სეზონში, ეტო’ომ მოახერხა წარმატების მიღწევა. ინტერმა მოიგო, ჩემპიონთა ლიგა, ქვეყნის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

ფრანკ რაიკაარდი:

"ამუელი არის უნიჭიერი მოთამაშე. ძალიან გახსნილი სტილის ფეხბურთელია. ძალიან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს, ის მუდამ გოლის გატანაზე ფიქრობს, სხვა არაფერზე. მისი შედეგიანობა ყველაფერს ამტკიცებს, ბარსელონაში მან 145 მატჩში 108 გოლი გაიტანა რაც საოცრბაა. გადავხედოთ მის სტატისტიკას ინტერში, 48 მატჩში 24 გოლი, მართლაც შესანიშნავი გოლეადორია."

მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელები !


უეინ რუნი:

უეინ მარკ რუნი - დაიბადა ინგლისში, 1985 წლის 25 ოქტომბერს. მისი პირველი კლუბი ევერტონი, თუმცა წარმატებებს მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შემდეგ მიაღწია. მას მეტსახელად თეთრი პელე შეარქვეს ინგლისში. 2004 წლის 28 სექტემბერს რუნის ჰქონდა დებიუტი მანჩესტერში, რომელშიც ახალბედამ "ჰეთრიკი" გაიფორმა თავის ანგარიშზე, ეს მატჩი კი "წითლებმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბახჩეს" წინააღმდეგ გამართეს და საბოლოო ჯამში ანგარიში 6-2 დამთავრდა. 2008 წელს, რუნიმ ჩემპიონთა ლიგაც კი მოიგო, ფინალში იუნაიტედმა ჩელსი დაამარცხა, 11-მეტრიან სერიაში. 2009 წელს, მანჩესტერი კვლავ გავიდა ფინალში, თუმცა პირველობა დათმო.

სერ ალექს ფერგიუსონი:

"რუნი მანჩესტერის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ის ძალზედ მებრძოლი ფეხბურთელია, მუდმივად თავდაუზოგავად იბრძვის მოედანზე. ის ყოველთვის ეხმარება გუნდს, თავისი გოლებით, ძალიან ემოციური მოთამაშეა. მე მისი ყოველთვის მჯეროდა და ამჯერათაც ასეა, ის გუნდის ლიდერია, ჯერ 25 წლისაა და ბევრი რამ კვლავ წინ აქვს. მან ჩვენს კლუბში სულ 204 მატჩი ჩაატარა და 95 გოლი გაიტანა, საკმაოდ კარგი შედეგია."

სტატიის ავტორი: ირაკლი ქათამაძე
dle 10.1

  • kaka-ika
  • 3 თებერვალი 2011
  • 6719

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)