"რეალი" 2-0 "სევილია"

გთავაზობთ ამ მატჩის მიმოხილვას(წერილობითი ფორმით)...


ყველა ელოდა,რომ "სევილია" "რეალის" წინააღმდეგ შეტევით ფეხბურთს ითამაშებდა თავიდანვე,რადგან მათ გოლი ჰაერივით სჭირდებოდათ,მაგრამ არა. მანზანოს შეგირდები დაცვით ფეხბურთს თამაშობდნენ და ცდილობდნენ მადრიდელებისთვის კონტრშეტევების საშუალებით შეექმნათ ხიფათი.

აღსანიშნავია,რომ მატჩის პირველ ტაიმში "რეალს" რამოდენჯერმე ჰქონდა შანსი ანგარიშის გახსნისა,მაგრამ ყოველივე მცდელობა კარის ბადეში ბურთის გახვევისა კრახით დასრულდა. ერთ-ერთ ეპიზოდში დი მარის დარტმის შემდეგ ბურთი კარის ძელმა აისხლიტა და ცარიელ კარებისკენ მოძრავ ბენზემასთან მიგორდა,თუმცა ფრანგმა ძალზედ უსახურად დაარტყა და ბურთი ორ ძელს შორის ვერ მოათავსა. ასევ ძალიან კარგი შანსი ჰქონდა კრიშტიანო რონალდოსაც. იგი მეკარესთან პირისპირ გავიდა,თუმცა პორტუგალიელს ანდალუზიელთა კიპერმა ხავი ვარასმა აჯობა.

პირველ ტაიმში იყო ასევე საკამათო ეპიზოდიც. ნეგრედო ერთი-ერთზე დარჩა იკერ კასილასთან,მან ეფექტურად თავზე გადუგდო ესპანელს მეკარეს და კარის ბადეში მოათავსა,თუმცა გვერდითმა მსაჯმა ალამი ასწია და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. განმეორებაზე კარგად გამოჩნდა,რომ ნეგრედო ტანით წინ იმოფებოდა.

მეორე ტაიმიც თითქმის იგივე სცენარით წარიმართა,როგორც პირველი. მადრიდელები კვლავ უტევდნენ. დროის კლებასთან ერთად, სევილიელებმა შეტევაში წასვლა დაიწყეს და უკანა ფლანგი მთლიანად მოაშიშვლეს,რამაც გამოიწვია მერენგების შეტევები,თუმცა ამაოდ. რონალდოსა და ბენზემას მცდელობები გოლის გატანისა ან სახიფათო მომენტის შექმნისა კრახით სრულდებოდა პირველი ტაიმის მსგავსად. მატჩის 68-ე წუთზე ხავი ვარასმა კვლავ გადაარჩინა თავისი გუნდი,ამჯერად დი მარის დარტყმის შემდეგ.

სამი ხედირამ,მატჩის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ, 81-ე წუთზე შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა მესუთ ოზილს და ხავი ვარასთან პირისპირ დატოვა. თურქი ფესვების მქონე გერმანელმა ანდალუზიელთა მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. ამის შემდეგ ტრავმა მიიღო სამი ხედირამ და მოედანი ნაადრევად დატოვა. ასევე ჟოზე მოურინიომ გაიყვანა ბენზემა და დი მარია,მათ სანაცვლოდ გრანერო, ლასი და ადებაიორი შემოვიდნენ. 85-ე წუთზე კი სერხიო სანჩესმა უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

მატჩის დამატებით მეოთხე წუთზე კი კუთხურიდან გათამაშებული ბურთი ლასანა დიარამ საჯარიმოში ადებაიორს გადააწოდა. ტოგოელმა ბურთი მკერდით მიიღო და ყუმბარისებური დარტყმით კარში გაგზავნა. ხავი ვარასი უძლური აღმოჩნდა. საბოლოოდ მატჩი სამეფო გუნდმა ანგარიშით - 2-0 გაიმარჯვა..



ინფორმაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)