კაკას ინტერვიუ

მას ნებისმიერი საქონლისა და მომსახურების რეკლამირება მოუხდებოდა, მისი ღიმილი თვალისმომჭრელია. ალბათ ანგელოზებს აქვთ ისეთი ღიმილი, როგორც ბრაზილიელს.


ფეხბურთელი ამ ეტაპზე ცხოვრობს იმ სამოთხეში, რომლის მშენებლობასაც ფლორენტინო პერესმა მიჰყო ხელი. კაკა– ნამდვილი და გამორჩეული სპორტსმენია,ის ამავდროულად მორწმუნეცაა, რომელიც ყოველთვის უხდის ღმერთს მადლობას იმის გამო, რაც მის თავს ხდება. როგორც თავად ფეხბურთელი აღნიშნავს, სწორედ ღვთის დამსახურებაა ის, რომ იგი ჯერ კიდევ თამაშობს ფეხბურთს (საქმე ეხება იმ ტრავმას, რომელიც მან ბავშობაში მიიღო და რომლის შემდეგაც მოედანზე გასვლა პრაქტიკულად ერთგვარი სასწაული იყო). მსოფლიოს ჩემპიიონი ბრაზილიასთან ერთად (2002 წელი), ევროპის ჩემპიონი მილანის შემადგენლობაში (2003 და 2007 წლები), ოქროს ბუცისა და ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მფლობელი (2007 წელი) და ამავდროულად მესამე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი (კრისტიანო რონალდუსა და ზინედინ ზიდანის შემდეგ). კაკა დარწმუნებულია, რომ მადრიდის რეალში მხოლოდ უფრო მეტის გასაკეთებლად გადავიდა. კაკასთან საუბარი სიამოვნების მომგვრელია. თითოეულ მის ფრაზას თან ახლავს ჟესტიკულაცია, რომლებიც ხშირად მის ნაცვლადაც ლაპარაკობენ. დიახ, კაკა რაღაც ჯადოსნურია...

და აი, ჩვენთან ერთადაა ზიდანის მემკვიდრე!

მე ძალიან მიხარია და მსიამოვნებს, რომ ასე მომმართავთ, მაგრამ ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი მაქვს.

რა აზრი?

ფეხბურთელები, რომლებიც არიან ლეგენდები იმ კლუბში, სადაც თამაშობენ ან ფეხბურთელები, რომლებიც შედიან ისტორიაში, ამას აღწევენ საკუთარი კარიერით ამ კლუბში. გულშემატკივრები შეიძლება ჩემში ხედავდნენ მოთამაშეს, რომელსაც შეუძლია მოედანზე ზიდანის პოზიციის დაკავება, მაგრამ მე მისი მემკვიდრე არ ვარ. როცა მადრიდის რეალში მოვიდა, რაული მხოლოდ რაული იყო, დი სტეფანოც მარტო დი სტეფანო იყო, როცა აქ მოვიდა. ისინი მადრიდის რეალის ლეგენდები საკუთარი გამოვლებითა და თამაშით გახდნენ. იმისთვის, რომ კლუბის ისტორიაში შეხვიდე, რაღაც ღირებული ენდა შექმნა, უნდა შექმნა ცალკე ეპოქა.

მაგრამ თქვენ რაღაცით ზიდანს გავხართ?

ჩვენ ერთსა და იმავე პოზიციაზე ვთამაშობთ და ჩვენი ფუნქციები ერთმანეთის ანალოგიურია– იყო დამაკავშირებელი რგოლი მოედანზე, დაეხმარო თავდამსხმელებს და შექმნა მეტოქის კართან სახიფათო მომენტები.

რატომ გადახვედით მადრიდის რეალში მაინც და მაინც ეხლა?

რამდენიმე წლის წინ დადიოდა ხმები, რომ გადავიდოდი მადრიდის რეალში, მაგრამ მე და მილანის ხელმძღვანელობა ამას კატეგორიულად ვუარყოფდით. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კლუბიდან იმ შემთხვევაში წავიდოდი, თუ მილანი მოისურვებდა ჩემს გაყიდვას. მილანი არასდროს არ იყო კლუბი, რომელიც ფულს საკუთარი ფეხბურთელების გაყიდვის შედეგად შოულობდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, შედგა შეთანხმება ფლორენტინო პერესთან, რომლის შინაარსიც ჩემთვისაც მისაღები აღმოჩნდა. იყო რამდენიმე აუცილებელი საკითხი, რაც ადრე არ ყოფილა.

როგორ გრძნობას იწვევს თქვენში თქვენი სატრანსფერო ღირებულება 65 მლნ. ევროს ოდენობით?

ის ძალისხმევა, რაც მადრიდის რეალმა ჩემს შესაძენად გაიღო, მე კარგად თამაშის სტიმულს მაძლევს. ვიცი, რომ აქ ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვერ ვიქნები. ვიცი, რომ მე რჩეული ვარ და ამიტომ სხვებზე უკეთ უნდა ვითამაშო.

გრძნობთ თუ არა თავს გამორჩეულად?

მე თავს რჩეულად ვგრძნობ. ბავშვობისას აუზზე ყოფნისას მოხდა შემთხვევა, რომლის დროსაც ტრავმა მივიღე. ექიმებმა დედაჩემს უთხრეს, რომ ვერადროს ვერ შევძლებდი ფეხბურთის თამაშს...

ისეთ ფეხბურთელს, როგორიც თქვენ ხართ, ნუთუ ჭირდება ვილიარეალის ყოფილი მწვრთნელის რჩევები?

რა თქმა უნდა დიახ! ის ჩემი უფროსია! პელეგრინმა მთხოვა ისეთივე დავრჩენილიყავი, როგორიც ვიყავი, მეთამაშა მშვიდად, ჩემს სტიილში, რონალდუსა და ბენზემას უკან. ამ მწვრთნელს ძალიან ბევრი სამუშაო ელის, იმიტომ რომ ბევრი ახალწვეულები მოვიდნენ და ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა შევთამაშდეთ, რადგან როგორც მივხვდი მადრიდში არ უყვართ სიტყვა "მოთმინება". მე ძალიან მეწყინება, თუ ისე არ ვითამაშებთ, როგორც ჩვენგან ითხოვენ და როცა გულშემატკივრები აღშფოთდებიან.

ნუთუ ასე ძნელია საუკეთესო ფეხბურთელებმა რომ კარგად ითამაშონ?

ფეხბურთი თავის თავში ბევრ რამეს მოიცავს. ყველა იმ ტალანტს, რაც ეხლა მადრიდის რეალშია, თან უნდა დავურთოთ ბევრი რამე, რომელიც დროთა განმავლობაში მოდის. დარწმუნებული ვარ , რომ ერთი წლის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს ზეპირად ეცოდინება საკუთარი როლი.

მადრიდის რეალი– იგივე ბრაზილიის ეროვნული ნაკრებია?

ბრაზილია მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. სინამდვილეში, დღევანდელი მადრიდის რეალი მართლაც ბრაზილიის ნაკრებია, ვინაიდან ჩვენ ლამაზად უნდა ვიმარჯვებდეთ. ეს ადვილი არაა, მაგრამ სასიამოვნო პასუხისმგებლობაა.

რატომ თამაშობს იტალიის ჩემპიონატში ამდენი ბრაზილიელი?

ეს სიმართლეა. ყველამ იცის იტალიის საფეხბურთო ფილოსოფია. უკვე რამდენიმე წელია, რაც მილანი გვევლინება ერთგვარ ოაზისად, სადაც ფეხბურთს განსხვავებულად თამაშობენ.

დიახ, მაგრამ მოწინააღმდეგის ტაქტიკა სულ ერთი და იგივე: პირველ რიგში თავდაცვა და შემდეგ ვნახოთ რა იქნება.

თუ საერთო სურათს ავიღებთ, მაშინ დიახ, ასეა. მე ძალიან მიხარია, რომ ეხლა აქ თამაშის საშუალება მეძლევა. ესპანეთის ჩემპიონატში მე უფრო "დიდი ბრაზილიელი" ვიქნები, ვიდრე იქ. მე უფრო მეტად ვიგრძნობ თავს ბრაზილიელად. მითუმეტეს მადრიდის რეალში.

მაშინ იქნებ მითხრათ, იტალიაში თამაშით რა მოიგეთ და რა წააგეთ?

თუ თქვენ ეს გაქვთ მხედველობაში, მაშინ გეტყვით, რომ იტალიაში არ ვიწყენდი, არ მქონდა დეპრესია. მე პირველივე დღიდან მივხვდი, რომ დაცვით ტაქტიკაზე ვითამაშებდით, იტალიაში ჩაოვყალიბდი ფსიქოლოგიურად და გავხდი დისციპლინირებული.

და აქ კი გადმოხვედით იმისთვის, რომ გათავისუფლებულიყავით ამ ბორკილებისგან?

არა, ასე თქმა არ ივარგებს. მართალია, აქ ტაქტიკურ მონახაზს დიდი ყურადღება არ ექცევა, აქ შემტევი ფეხბურთი სარგებლობს დიდი თავისუფლებით. ეს ძალიან კარგია: შეხედეთ ხავის, ის ესპანურ ჩემპიონატში გაიზარდა და დღეს ერთ–ერთი საუკეთესოა.

არ გაქვთ იმის ასოციაცია, რომ დღევანდელმა მადრიდის რეალმა უნდა მოახდინოს ბარსელონას იმიტაცია?

სავსებით არ გეთანხმებით. ბარსელონას მაგალითი– შესანიშნავია საერთოდ საფეხბურთო სამყაროსთვის და ამაში ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ ვალდანომ მართალი თქვა, "მადრიდის რეალმა არ უნდა ითამაშოს ისე, როგორც ბარსელონამ, მან უნდა ითამაშოს ისე, როგორც ამას აკეთებდა ყოველთვის". ჩვენ ჩვენი სტილი გავქვს.

არც ისე დიდი ხნის წინ , მადრიდის რეალმა ზედიზედ ორჯერ მოიგო ესპანეთის პირველობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, კლუბში მაინც მოხდა ცვლილებები, თქვენი აზრით, ეს რაზე მეტყველებს?

სწორედ ესაა ის, რაც მადრიდის რეალს უდიდეს კლუბს ხდის. მის გულშემატკივრებს სურთ გამარჯვება და სიამოვნების მიღება. მათ ყოველთვის უნდათ ახალი ტალანტების ხილვა.

მოდით ვილაპარაკოთ ანტი მადრიდიზმზე. როგორ ფიქრობთ, მარტო ვარსკვლავები ერთ კლუბში წარმოშობენ თუ არა საზოგადოების გარკვეულ წრეებში სიძულვილის გრძნობას?

მე არ მჯერა სიძულვილის. სხვა კლუბებმა შეიძლება ჩვენდამი უფრო დიდი მონდომება გამოიჩინონ. სიძულვილი სულ სხვა რამეა. მე მისი არ მესმის და ვერც ვერასდროს გავიგებ. მე შეიძლება ერთ კლუბს ვგულშემატკივრობდე, მაგრამ ვერასდროს ამის გამო სხვებს ვერ შევიძულებ. არ შემიძლია მძულდეს ბარსელონა იმიტომ, რომ მათ ყავთ: მესი, ხავი , იბრაჰიმოვიჩი. პირიქით, ჩემი აზრით, სწორედ ამის დამსახურებით ამ ჩემპიონატს შეემატება სანახაობა და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდება.

რა უფრო მოგწონთ, გოლის გატანა, თუ საგოლე გადაცემის გაკეთება?

გოლის გატანა უფრო მსიამოვნებს, მაგრამ საგოლე გადაცემების გაკეთებაც მიყვარს. მადრიდში მე შევასრულებ თერთმეტმეტრიანებს, მაგრამ ხანდახან მისი შესრულება შეიძლება რონალდუმ აიღოს საკუთარ თავზე. ამის შესახებ ჩვენ მწვრთნელმა გვითხრა.

და თუ რიბერი მოვიდა?

მაშინ დისკუსიის გამართვა მოგვიწევს (იცინის). ის თამაშობდა საფრანგეთის იმ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რომელმაც ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დაგვტოვა. ასე რომ, მას რამდენიმე მოსაფერებელ სიტყვასაც ვეტყვი (იცინის). ის შესანიშნავი ფეხბურთელია.

წყარო: elmundo.es
dle 10.1

  • shvela
  • 6 სექტემბერი 2009
  • 4121
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)