მოურინიო: "მოუთმენლად ველით ფინალს"

ჟოზე მოურინიომ გუშინდელი მატჩის შემდგომ პრესკონფერენცია გამართა...


"ჩვენ ბევრი ვიშრომეთ ფინალში გასასვლელად და ბევრი სირთულეები გადავლახეთ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ. იანვარში ყველა მატჩი ძალიან კარგად ჩავატარეთ. (ალბათ "კოპა დელ რეის" მატჩებს გულისხმობს)"

"ჩვენ პირველივე წუთებიდან ვეცადეთ,რომ გოლი გაგვეტანა,მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. "სევილია" მეორე ტაიმში რისკზე წავიდა და სწორედ აქედან გამომდინარე გავუტანეთ გოლი. ეს გოლი ძალზედ საჭირო იყო,რადგან მატჩში გარდატეხის შეტანა მოვახერხეთ. ჩემმა ფეხბურთელებმა ვფიქრობ,რომ ამ მატჩში დიდი გამოცდილება მიიღეს.ძალიან მიხარია,რომ გუნდი ნელ-ნელა იზრდება."

"პირველივე მატჩებიდან სერიოზულად მივუდექით "კოპა დელ რეის",რადგან ეს ძალზედ პრესტიჟული ტურნირია. ფეხბურთელები თავდაუზოგავად მუშაობენ და ჩვენ მოუთმენლად ველით ფინალს. ისტორია ამბობს,რომ საუკეთესოა ის გუნდი,რომელიც ტიტულს მოიპოვებს."

"ბევრად ადვილია იყო რეპორტიორი ვიდრე მწვრთნელი. მწვრთნელს ევალება,რომ მოახდინოს ფეხბურტელთა როტაცია,მაგრამ ეს თუ არ გაამართლებს,მაშინ სწორედ ის გამოდის დამნაშავე. თუ როტაცია არ მოხდა,ფეხბურთელები გადაიღლებიან და ამშემთხვევაშიც მწვრთნელი გამოდის დამნაშავე. მე ვერ დავუშვებ,რომ ითამაშონ ტრავმირებულმა და ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ასე ერთი ხელის მოსმით.ისინი 100% უნდა იყვნენ მზად. ასევე ვერ ვათამაშებ ისეთ ფეხბურთელს,რომლიც გადაღლილია."

"ადებაიორმა აიხდინა თავის ოცნება და გაიტანა გოლი თეთრი მაისურით. თან მან ეს მოახერხა საშინაო მატჩში "ბერნაბეუზე". ეს მისთვისვე იქნება კარგი,რადგან მას ბევრი რამ აქვს დასმტკიცებელი. ძალიან კარგია,რომ მისი დებიუტი "ბერნაბეუზე" გოლით აღნიშნა."

"ბენზემამ დიდებული მატჩი ჩაატარა. ის მოძრაობდა მთელი მატჩის განმავლობაში, აკეთებდა კარგ გადაცემებს. რონალდო კი ისევ გუნდისთვის მუშაობდა. მართალია მას არ გაუტანია,თუმცა მის თანაგუნდელებს ეხმარებოდა შეტევების წარმართვაში. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ფორვარდები და მე ვიმედოვნებ,რომ მათ რიცვს იგუაინიც შეუერთდება სეზონის ბოლოს. მე ასევე მინდა,რომ მორატაც გამოჩნდეს შემადგენლობაში,მაგრამ მომავალი სეზონიდან. "კასტილიაში" ის ყველაფერს აკეტებს რისი გაკეთებაც კი შეიძლება."


ინფრომაციის წყარო: www.realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)