"რეალისთვის" "კოპა დელ რეის " 37-ე ფინალია

როგორც იცით წუხელ მადრიდის "რეალმა" "კოპა დელ რეის" განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "სევილია" დაამრცხა 2-0 და 2004 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ამ გათამაშების ფინალში...


მადრიდის "რეალი" არსებობის ისტორიაში 37-ჯერ გავიდა "კოპა დელ რეის" ფინალში, აქედან მადრიდელებმა 17-ში მოიპოვეს გამარჯვება. ამ შედეგით "მერენგები" საუკეთესოები არიან ესპანეთში. პირველად "ბლანკოსმა" 1903 წელს ითამაშა ფინალში და ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდა 2-3. ხოლო პირველად "კოპა დელ რეი" 1905 წელს მოიგო. მადრიდელები კვლავ ბასკებს დაუპირისპირდნენ და 1-0 სძლიეს. უკანასკნელად "რეალმა" ფინალში 2004 წელს ითამაშქ და "სარაგოსასთან" დამარცხდა 2-3. ხოლო უკანასკნელად კი ჩემპიონები 1993 წელს გახდნენ. მათ "სარაგოსას" მოუგეს 2-0.

ჩატარებული ფინალებიდან ყველაზე დიდი ანგარიშით "რეალმა" "კასტილია" დაამრცხა 1980 წელს "ბერნაბეუზე" ანგარიშით - 6-1. ხოლო ყველაზე დიდი ანგარიშით 1916 წელს "ატლეტიკთან" დამარცხდნენ - 0-4. სულ მერენგებს აღნიშნული ჩემპიონატის ფინალში 54 გოლი აქვთ გატანილი,ხოლო საკუთარ კარში 53 ბურთი მიიღეს.

ყველაზე მეტჯერ "რეალი" ფინალში "ატლეტიკს" (8) და "ბარსელონას" (5) დაუპირისპირდა. "ბლანკოსმა" მადრიდში 9 ფინალი მოიგო, ბარსელონაში - 3,ხოლო ვალენსიაში - 2.


ინფორმაციის წყარო: realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)