ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა

ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა


ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა, გუშინ, როსარიოში არგენტინა 3-1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაიფორმა.


სათადარიგოთა სკამზე დარჩა “რეალის” არგენტინელი ლეგიონერი, ფერნანდო გაგო. “ბლანკოსის” მეორე ლეგიონერმა, ოღონდ ბრაზილიელმა, კაკამ კი, სრულად ითამაშა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო გახლდათ.

ბრაზილიამ საქმე საწყის ნახევარ საათში მოაგვარა, ლუიზაომ და ლუის ფაბიანომ ელანოს სტანდარტების შემდეგ ორჯერ აიღეს ანდუხარის კარი. პირველი ტაიმიც ასეთივე ანგარიშით, მასპინძელთა ოდნავი უპირატესობის ფონზე დასრულდა. შეხვედრის მეორე ნახევარში მარადონამ შეტევის გასაძლიერებლად კუნ აგერო შემოიყვანა, შემდეგ მას დიეგო მილიტოც მოჰყვა, თუმცა არგენტინელებმა ოდენ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს, - დატოლოს შორეული დარტყმა საკმაოდ ლამაზი გოლით დაგვირგვინდა. თუმცა დუნგას შეგირდებმა იმავე წუთს შეძლეს მესამე გოლის გატანა, - კაკას შესანიშნავი, შორეული გადაცემა ლუის ფაბიანომ გამოიყენა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. და კიდევ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრებს ადრიანო დაუბრუნდა, რომელმაც 77-ე წუთზე ლუის ფაბიანო შეცვალა.

ამ მოგებით ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატის საგზური ნაადრევად გაიფორმა. სავსებით შესაძლებელია, გუშინდელი “სუპერკლასიკო” დიეგო მარადონასთვის არგენტინელთა მთავარი მწვრთნელის რანგში ჩატარებული ბოლო შეხვედრა აღმოჩნდეს.

არგენტინა 1-3 ბრაზილია

გოლები: 0-1 ლუიზაო (24), 0-2 ლუის ფაბიანო (31), 1-2 დატოლო (65), 1-3 ლუის ფაბიანო (66).

არგენტინა: ანდუხარი, ძანეტი, ოტამენდი, დომინგესი, ჰაინცე, მაქსი როდრიგესი (აგერო 46), მასკერანო, ვერონი, დატოლო, მესი, ტევესი (მილიტო 68).

ბრაზილია: ჟულიო სეზარი, მაიკონი, ლუსიო, ლუიზაო, ანდრე სანტოსი, ელანო (დანიელ ალვეში 68), ჟილბერტო სილვა, ფელიპე მელო, კაკა, რობინიო (რამირესი 68), ლუის ფაბიანო (ადრიანო 77).

ინფორმაციის წყარო: Marca.Com dle 10.1

  • niko
  • 6 სექტემბერი 2009
  • 5125
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (252)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)