რასინგი ბ - კასტილია (პრევიუ)

რასინგი ბ - კასტილია (პრევიუ)


“კასტილიამ” სეზონი წარუმატებლად დაიწყო. მადრიდელები პირველ ტურში, თანაქალაქელ “ატლეტიკოსთან” დამარცხდნენ, 1-3. დღეს კი მენენდესის გუნდი სანტანდერს ესტუმრება და “რასინგის” სარეზერვო გუნდს გაეჯიბრება.


“რასინგმაც” ცუდად დაიწყო სეზონი. სანტანდერელები პირველ ტურში “ლეგანესმა” 4-1-ზე გაანადგურა. თუმცა მიუხედავად ამისა, “რასინგი” საკუთარი სკოლით ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესოა, წელს ამ გუნდის ორმა ასაკობრივმა ნაკრებმა (14 და 16 წლამდელებმა) ესპანეთის ახალგაზრდული ჩემპიონატები მოიგეს.

რაც შეეხება “კასტილიას”: ალეხანდრო მენენდესი შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს მიმართავს. ტრავმის შემდეგ დაბრუნდა ხავი აკუნია, რომელიც თავდასხმაში ტრავმირებული კრისტიანის ადგილს დაიკავებს. ამ უკანასკნელმა გასულ ტურში სადებიუტო გოლი გაიტანა “რეალი ბ”-ს რიგებში და მთავარ გუნდთან ერთადაც ივარჯიშა. მუხლის ტრავმა მოირჩინა “ერკულესიდან” შეძენილმა რაულ რუისმა და დღეს მის დებიუტსაც ელიან.

“კასტილიას” სრული განაცხადი დღევანდელი მატჩისთვის ასე გამოიყურება:

მეკარეები: ადანი, ტიტო.
მცველები: ველაიოსი, ხუანანი, გარი, მატეოსი, მარკოს ალონსო.
ნახევარმცველები: კორდერო, მოსკერა, მარკოს ტებარი, ხუან კარლოსი, რაულ რუისი, ხუანფრანი.
თავდამსხმელები: აკუნია, ხავი ერნანდესი, სჟალაი.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 6 სექტემბერი 2009
  • 3663
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)