ანტი-რონალდუ-იზმი "ოსასუნას" გულშემატკივრებში

"ოსასუნას" გულშემატკივრები აშკარად რონალდუს საწინააღმდეგოდ იყვნენ განწყობილნი.


პორტუგალიელი ფეხბურთელისთვის ბოლო შეხვედრა "ოსასუნას" წინააღმდეგ ძალიან რთული გამოდგა, ვინაიდან გულშემატკივრებმა მას ნამდვილი ობსტრუქცია მოუწყვეს, მას შემდეგ, რაც რონალდუს მოედანზე გამოდგა ისინი გაყვიროდნენ: "პორტუგალიელი, შე ნ..!" , მათ გააკეთეს წარწერა: "მაისური გაიხადე!".

ასევე ძნელი იყო მისთვის მოედანზე თამაში.მოწინააღმდეგის ფეხბურთელები მის წინააღმდეგ თამაშის დარღვევას არ ერიდებოდნენ, ვინაიდან იცოდნენ, რომ მათ მსაჯი ასე ადვილად ყვითელ ბარათს არ მისცემდა.არბიტრებმა თვალები უნდა გაახილონ და სამართლიანად უნდა იმსაჯონ.


ანტი-რონალდუ-იზმი "ოსასუნას" გულშემატკივრებში


ყველაზე მძიმე დრო კრისს მაშინ დაუდგა, როცა გულშემატკივრებმა მისი მისამართით ლანძღვა–გინება არ იკმარეს და საგნების სროლად დაიწყეს. უბრალოდ ქვემოთ მოცემულ ვიდეოზე 1:28–ზე ნახეთ, თუ როგორ ესვრიან მას პატარა ბურთებს და სხვადასხვა საგნებს, ასევე მოუწოდებენ, რომ "ფეხი დააბიჯე!". მას შემდეგ, რაც მოედანზე საკმაოდ რაოდენობით ამდაგვარი საგნები დაგროვდა, კრისმა თავად დაიწყო მათი მოედნიდან გაყრა, ვინაიდან შეიძლება მას გარკვეული საფრთხე შეექმნა.

სიტუაცია ამით არ განეიტრალებულა. გულშემატკივრებმა მწვანე ლაზერიც არ დაივიწყეს, თითქოსდა, რაც მანამდე გააკეთეს ეგ საკმარისი არ ყოფილიყო. მსაჯს თამაში მაშინ უნდა გაეჩერებინა, როცა გულშემატკივრებმა შეხვედრის საბოტაჟის მოწყობა ცადეს,

პრეს–კონფერენციაზე კრიშტიანომ განაცხადა, რომ "ოსასუნას" თამაშის მოგება ნებისმიერ ფასად სურდა.

"ატმოსფერო ძალიან დაძაბული იყო. ამაზე არ შემიძლია არ გამოვთქვა შეშფოთება. გეგონებოდა არაადამიანურ ომში იყავი."

მან ასევე დაამატა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ამ შეხვედრას ბავშვები ვერ იხილავდნენ, ვინაიდან:

"ასეთი საქციელი ასეთ შეჯიბრებას არ უხდება. მათ ყველაფერი გააკეთეს სამი ქულის ასაღებად."

არამეგობრული და არასაფეხბურთო დახვედრა "მადრიდის რეალისთვის" უცხო ხილი სულაც არ არის. ანალოგიური რამეები ხდებოდა "რეალ სოსეიდადთან", "ლევანტესთან", "ხიხონის სპორტინგთან" , "ალმერიასთან", "ვალენსიასთან" და ა.შ. გასვლით შეხვედრებში. კოპა დელ რეის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში, თვით იკერ კასილასსაც კი ესროლეს ბოთლი თავში. საბედნიეროდ ამას ტრავმა არ მოყოლია.

"ჩვენ ტერორისტული ატმოსფეროს ვერ დავაბრალებთ წაგებას. საჭიროა განვვითარდეთ და დავიჯეროთ, რომ კვლავ გვაქვს შანსი. ჩამორჩენა მართლაც რომ დიდია, მაგრამ პირადად მე ეგრე ადვილად არ დავნებდები. შანსი კვლავ არსებობს, ვინაიდან შეჯიბრება ჯერ არ დასრულებულა. მომდევნო კვირეებში ყველაფერი შესაძლოა მოხდეს."–განაცხადა იკერ კასილასმა.


dle 10.1

  • shvela
  • 1 თებერვალი 2011
  • 3060

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)