ესპანეთის ნაკრების მორიგი გამარჯვება

ესპანეთის ნაკრებმა გაანადგურა ბელგიის ნაკრები ანგარიშით 5:0.ორ–ორი გოლი გაიტანეს დავიდ ვილიამ და დავიდ სილვამ,ხოლო ერთი გოლი ხერარდ პიკეს ანგარიშზეა.


გასეირნება,ზეიმი სტადიონზე...ასეთი სიტყვებით შეიძლება აღვწეროთ ესპანეთის ნაკრების თამაში ბელგიელთა წინააღმდეგ.

თამაში ისე მიმდინარეობდა,თითქოს დიდები პატარების წინააღმდეგ თამაშობდნენ.ბელგია შორსაა იმისგან,რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ესპანეთის ნაკრებს.ხაბი ალონსო და ხავი შესანიშნავად მოქმედებდნენ მოედნის ცენტრში.

დავიდ ვილია და ფერნანდო ტორესი შესანიშნავად უგებდნენ ერთმანეთს.მათ სპექტაკლი დადგეს მოედანზე.

მატჩის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო დავიდ სილვა.მან დუბლიც შეასრულა და საგოლე პასიც გაუკეთა დავიდ ვილიას.მესამე გოლი მატჩში გაიტანა ხერარდ პიკემ და ამან შოკში ჩააგდო ბელგიელთა ნაკრები.

ამ მატჩის გმრი აშკარად დავიდ სილვა იყო.მისი სისწრაფე,ტექნიკა,პასი,დრიბლინგი–ყველა გააოცა მისმა ასეთმა თამაშმა.ფლორენტინო პერესი დაფიქრდება სილვას შეძენაზე მომავალი სეზონისთვის.

მეხუთე გოლი შესანიშნავი გამოდგა.სესკ ფაბრეგასმა დიდებული პასი გაუკეთა დავიდ ვილიას,რომელმაც აუღელვებლად გაიტანა თავისი მეორე გოლი მატჩში.ასე,რომ ესპანეთი გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკაში.

ალვარო არბელოამ ითამაშა 82 წუთი.ის შეცვალა ასევე "რეალელმა" რაულ ალბიოლმა.კასილასმა და ხაბი ალონსომ კი მატჩი ბოლომდე ჩაატარეს.


ესპანეთი: კასილასი,არბელოა(ალბიოლი,82),პუიოლი,პიკე,კაპდევილა,ბუსკეტსი,ხაბი ალონსი,ხავი(ფაბრეგასი,70),სილვა,ვილია,ფერნანდო ტორესი(რიერა,67).

ბელგია: გილეტი,ვანდენ ბორე,ვან ბუიტენი,ვეერმალენი,ვერტონჰენი(დეშახტი,29),დეფური,სიმონსი,ფელაინი,დემბელეჰაზარდი(მირალასი,58),სონკი(დეკამარგო,70).


ინფორმაციის წყარო:Defensacentral.com dle 10.1

  • faqo
  • 6 სექტემბერი 2009
  • 3358
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)