”ლა ლიგის” გუნდების სატრანსფერო მონაგარი

მაშ ასე, რამდენიმე დღის წინ 2009 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა.მსოფლიოს კლუბები ზამთრამდე ვეღარ შეძლებენ ფეხბურთელების ყიდვასა თუ გაყიდვას.ამ სტატიაში მოგახსენებთ ”ლა ლიგის” გუნდების სატრანსფერო მონაგარზე.


რასაკვირველია, ყველაზე ხმაურიამო ტრანსფერები ფლორენტინომ და კომპანიამ განახორციელეს, მაგრამ თვალი გადავავლოთ ”რეალის” მეტოქეების შენაძენებს.


ალმერია

უგო სანჩესი ისევდაისევ აგრძელებს აღნიშნული კლუბის თავკაცობას.”ალმერიელები” სატრანსფერო ფანჯარაზე გასული სეზონის მთავარ გოლეადორ, ალვარო ნეგრედოს, გამოეთხოვნენ.გუნდმა ”რეალის კანტერანოსის” წასვლის შემდეგ ჰენოკ გოიტომი და კოლუმბიელი ფაბიან ვარგასი დაიმატა.ეს უკანასკნელი ”ბოკა ხუნიორსიდან” გადმობარდგა ესპანეთში.

ატლეტიკ ბილბაო
ხოაკინ კაპაროსის გუნდი ახალი სეზონიდან ზედიზედ სამ ტურნირზე იასპარეზებს.”ატლეტიკი” როგორც ყოველთვის, წელსაც მხოლოდ ბასკი ფეხბურთელებით გაძლიერდა.გუნდის ყველაზე ხმაურიან ტრანსფერად შეიძლება ჩაითვალოს, ”სოსიედადელი” ინიგო დიას დე სერიოს ყიდვა.ამასთანავე ბასკ გულშემატკივრებში არანაკლები ინტერესი გამოიწვია ოსკერ დე მარკოსისა იკერ მუნიანის გუნდში მოსვლამ.იკერი ბასკური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.

ატლეტიკო მადრიდი

წითელ-თეთრებმა სატრანსფერო ფანჯარაზე ”ვალიადოლიდიდან” მეკარე, სერხიო ასენხო, ხოლოდ ”ბეტისიდან” სევილიური გუნდის აწ უკვე ყოფილი კაპიტანი, ხუანიტო, გადმოიბირეს.როგორც ჩანს, გუნდის მთავარ დამრტყმელ ძალად კვლავ რჩებიან, ფორლანი და აგუერო.

ბარსელონა

სამეფო გუნდის ტრანსფერების გარდა, სატრანსფერო ფანჯარაზე არანაკლებ ხმაურიანი იყო ”ინტერისა” და ”ბარსელონას” საფეხბურთო ბარტერი.კონკრეტულად გეტყვით, რომ მილანურმა და კატალონიურმა კლუბმა სამუელ ეტო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაცვალეს ერთმანეთში.შვედი გოლეადორის გარდა ”ბარსამ” მაქსველი, კეირისონი და უკრაინელი ჩირგინსკი დაიმატა.

ვალენსია
როგორც ჩანს, შავ-თეთრებს ახალი სეზონისათვის გრანდიოზული გეგმები აქვთ.ეს იქედან ჩანს, რომ ”ღამურებმა” დავიდ ვილიასა და დავიდ სილვას შენარჩუნება მოახერხეს.გუნდის ახალწვეულებს შორის კი ნიკოლა ზიგიჩი, ბონეგა და მეკარე მოია არიან.”ვალენსიელებმა” ბომბარდირების შემყურე, ვერ მოახერხეს ცენტრალური მცველის, რაულ ალბიოლის, შენარჩუნება.

ვალიადოლიდი

როგორც წინა წლებში, წელსაც ”ვალიადოლიდი” საკუთარი ფინანსური შესაძლებობიდან გამომდინარე გაძლიერდა.გუნდის ახალწვეულების რიგებში, არსოს, მარკიტოს (”ვილიარეალიდან” გადმოვიდნენ) და სისის გარდა, ”კასტილიელი” ალვარო ბუენოც გაერია.

ვილიარეალი

უკვე ცნობილია, რომ მანუელ პელეგრინის ”ყვითლების” მწვრთნელის პოსტზე ერნესტო ვალვერდო შეცვლის.”ყვითელმა წყალქვეაშა ხომალდმა” სატრანსფერო ფანჯარაზე რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა.ესენი არიან: ნილმარი, მარკანო, ოლივი, დიეგო ფუსტერი, იონატან პერეირა და ესკუდერო ( არა მგონია რომელიმე ფეხბურთელის გვარი, რაიმეს გეუბნებოდეთ).აქვე გეტყვით, რომ ”ვილიარეალი” თურქმა ფორვარდმა, ნიჰატმა დატოვა.

დეპორტივო

გალისიური გუნდი წინა სეზონში ახლოს იყო ევროთასთან, თუმცაღა მათი ლტოლვა ევროპის ტურნირისათვის კრახიდ დასრულდა.”დეპორმა” ახალი საფეხბურთო სეზონისათვის მხოლოდ სამი მოთამაშე (ანგულო, ანტონელო და ადრიან ლოპესი) დაიმატა.

მალაგა

ალბერტო ლუკე, დუდა, სანსა, ვალდო - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებიც ახალ სეზონში ხუან რამონ მუნიესის გუნდს გააძლიერებენ.

მალიორკა
გრეგორია მანსანოს გუნდის მთავარი ახალწვეული ბორხა ვალერო გახლავთ (ის წინა სეზონში ”ვესტ ბრომვიჩში” თამაშობდა იჯარით).”მალიროკელებმა” ამ სატრანსფერო ფანჯარაზე: მოია, არანგო, ხურადო და სანტანა გაყიდეს.

რასინგი

ხუან კარლოს მანდია სანტანდერული გუნდის ახალი მწვრთნელია.მისი დებიუტი ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში, სწორედ წელს, ლა ლიგის პირველ ტურში შედგა.გუნდში მთავარი შენაძენებია: ლუის გარსია, ენრიკე და ხისკო, ხოლოდ სანტანდერული გუნდი გარაიმ, ზიგიჩმა, მარკანომ და პერეირამ დატოვეს.აღნიშნული მოთამაშეები წინა სეზონში ”რასინგის” სასტარტო შემადგენლობის ძირითად ბირთვს წარმოადგენდნენ.

სარაგოსა

პრიმერაში დაბრუნებული გუნდის ტრანსფერებიდან, შეიძლება გამოვყოთ, უჩეს პენანტისა და პაბლო ამოს მოსვლა კლუბში.

სევილია
სევილიელებმა ზოკორა, დე მულა, სერხიო სანჩესი და ნეგრედო შეიძინეს, ხოლო გუნდიდან წასულების რიცხვს კი ენცო მარესკა მიეკუთვნება.

სპორტინგ ხიხონი

მანუელ პრესიადუს გუნდი წელს გრეგორიმ, დე ლას კუევასამ, რივერუმ, ხუანო პაბლომ და ბოტიომ გააძლიერეს.

ტენერიფე

პრიმერა დივიზიონში დაბრუნებულმა კლუბმა ახალი სეზონისათვის შემდეგი ფეხბურთელები შეიძინა: ბელვისა, აიტორ ნუნიესი, რომანი, ალფარო და დინეა.

ხერესი
სპეციალისტების აზრით პრიმერას ახალწვეულ გუნდს, კვლავ გაუჭირდება ”ლა ლიგაში” ადგილის შენარჩუნება.სიგანდას კლუბს მხოლოდ ორი ახალწვეული ჰყავს.

ხეტაფე
მიჩელის გუნდი ძირითადად ”მადრიდის რეალის” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელებით გაძლიერდა.”ხეტაფეში” პარეხოს გარდა, კოდინა და მიგელ ტორესი ითამაშებენ.

ესპანიოლი
მაურისიონი პოკეტინოს გუნდი წლევანდელ სეზონში არ აპირებს გადარჩენისათვის ბრძოლას, როგორც ეს გასულ წელს იყო.ამისათვის კატალონიურმა გუნდმა რვა ფეხბურთელი დაიმატა.მათგან შეიძლება ნაკამურას, ბენ ზახარისა და არგენტინელი ფორლანის ყიდვა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)