მოუ შოუ

მოუ შოუ
ჟოზე მოურინიო საკუთარ თავზე, კვერცხებზე, ნესვებსა და "ბარსელონაზე"..ეს საკმაოდ სახალისო გამონათქვამები, ჟოზემ ძირითადად "ჩელსის" მწვრთნელობისას განაცხადა..


ჯო კოულის, დემიენ დაფისა და არიენ რობენის როტაციის შესახებ:"მთელი საქმეა კვერცხებსა და ამლეტში. არ იქნება კვერცხი-არ იქნება ამლეტი. ამლეტი კვერცხის ხარისხისგანაა დამოკიდებული. სუპერმარკეტში არის როგორც პირველი ხარისხის კვერცხები, ისევე მეორესა და მესამესი. ის, რაც პირველი ხარისხისაა-უფრო ძვირი ღირს. მათგან კარგი ერბოკვერცხი გამოდის, სხვებისგან-არც ისე. ასე რომ თუ უნივერმაგში არის პირველი ხარისხის კვერცხები, მაგრამ თქვენ იქ შესვლის საშუალება არ გაქვთ, ესეიგი-თქვენ სერიოზული პრობლემები გაქვთ"

არსენ ვენგერის შესახებ:" ჩემი აზრით, ის ვუერისტია. მას მოწონს სხვების ყურება. არის ისეთი ხალხი, რომლებსაც სახლში უზარმაზარი დურბინტი აქვთ და ისინი სხვის ოჯახებში იყურებიან. ის ხომ, მხოლოდ "ჩელსიზე" საუბრობს!"

"ჩელსის" ხელმძღვანელობის შესახებ:"რომან აბრამოვიჩი ვარჯიშებზე რომ დამხმარებოდა, სატურნირო ცხრილის ბოლოში მოვექცეოდით, ხოლო თუკი მე მის მაგივრად გავხდებოდი ბიზნესმენი-ჩვენ გავკოტრდებოდით."

"ჩელსის" შესახებ:"ყველა "ჩელსისგან" ელის, თუ როდის დაიწყებენ ისინი წაგებას, როდესაც ეს მოხდება, გახდება ის დღე ნაციონალურ დღესასწაულად იქნება აღიარებული"

ახალგაზრდების შესახებ
:"ახალგაზრდა ფეხბურთელები, არიან ისე როგორც ნესვი. მხოლოდ მაშინ, როდესაც შენ გახსნი და გასინჯავ, გახდები ასი პროცენტით დარწმუნებული, რომ ნესვი კარგია. ზოგი ნესვი კარგად გამოიყურება, მაგრამ ცუდი გემო აქვს. სხვა ნესვი მახინჯია, მაგრამ ფანტასტიურად გემრიელი"

საფრანგეთის საფეხბურთო ფედერაციის შესახებ:"პაველ ნედვედი, პოლ სქოულზი და ლუიშ ფიგუ-ყველამ დატოვა საერთაშორისო ფეხბურთი. ჩეხებისთვის, ინგლისელსა და პორტუგალიელებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ საფრანგეთი? ეს არარეალურია. მაკელელე-არ არის ფეხბურთელი. ის მონაა. მას არ აქვს თავისუფლება, თავისუფლად გადაწყვეტილების მიღების უფლება და ა.შ., ამიტომ იგი მონაა, მაგრამ ასეთი წესია და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ."

რიკარდო კარვალიოს შესახებ, რომელიც აღშფოთებული დარჩა იმით, რომ თქვენ იგი სათადარიგოთა სკამზე დასვით:"რიკარდო კარვალიოს რაღაცეების გაგებასთან პრობლემები აქვს, შესაძლოა მას ჭირდება IQ-ს ტესტის გავლა, ან ფსიქიატრთან წასვლა, ან სადმე კიდე სხვაგან"

"მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ:"მათ ფეხბურთელებმა პატივისცემის წრე დაარტყეს მას შემდეგ, რაც ჩვენთან საშინაო მატჩი წააგეს. ასე, პორტუგალიაში რომ გააკეთო ბოთლების სროლით აგავსებენ!"

"ტოტენჰემი-არსენალის" მატჩის შესახებ, რომელიც ანგარიშით 5-4 დამთავრდა:"არ არის საფეხბურთო ანგარიში, ეს ჰოკეია! როდესაც ვარჯიშებზე ჩვენ 3-3ზე ვთამაშობთ და ასეთი ანგარიში ფიქსირდება, მე მცველებს გასახდელში ვიხმობ იმის გამო, რომ მათ დაცვა სათანადოდ არ იციან"

2005-06 სეზონის დაწყების წინ:""ბარსელონა"-უდიდესი კლუბია. მაგრამ უკანასკნელი 200 წლის მანძილზე მათ ლიგა მხოლოდ ერხელ მოიგეს. მე კი მხოლოდ რამოდენიმე წელია რაც მწვრთნელი ვარ და უკვე ამდენივე ლიგა მაქვს მოგებული"

"ჩელსის" "ბარსასთან" მარცხის შესახებ, როდესაც მესიზე დაჯარიმებული დელ ორნო გააძევეს მოედნიდან:"როგორ იქნება კატალონიურად "ჩაყვინთა"?

მესის შესახებ:""ბარსელონა" კულტურული ქალაქია ბევრი ლამაზი თეატრით და ამ მშვენიერმა ბიჭუნამ კარგად შეისწავლა...სამსახიობო პროფესიონალიზმი"

"ბარსელონასთან" 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის მარცხის შესახებ:"როდესაც ფრანკ რაიკარდი დავინახე, როგორ შედიოდა იგი მსაჯთა გასახდელში მე ჩემ თვალებს ვერ დაუჯერე, ხოლო როდესაც მეორე ნახევარში, დროგბა გააძევეს, აღარ გამიკვირდა"

იოჰან კროიფის შესახებ, რომელმაც გააკრიტიკა "ჩელსის" სტილი, მოურინიომ უხსენა "ბარსელონასთან" 0-4 წაგებული ფინალი "მილანთან", მაშინ მწვრთნელი კრუიფი იყო:"არ მსურს მასწავლოს მან, როგორ უნდა წავაგო ჩემპიონთა ლიგის ფინალი ანგარიშით 4-0, რადგან ამის სწავლა არ მინდა"

მას შემდეგ, რაც "ჩელსიმ" "გოლ-ფანტომი" გაუშვა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში:"ლეინსმენმა გოლი გაიტანა, არავინ იცის ბურთმა გადაკვეთა ხაზი თუ არა, ხოლო გოლის ჩასათვლელად 100 პროცენტით უნდა იყო დარწმუნებული"

ჟურნალისტების შესახებ:"მე მჯერა სიტყვის თავისუფლებით. მითხარი შენი სიტყვა და თავისუფალი ხარ" dle 10.1

  • n1ka
  • 31 იანვარი 2011
  • 4838
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)