მოურინიოს ხმაურიანი ნოკაუტი

მოურინიოს ხმაურიანი ნოკაუტი
სამეფო კლუბის მოულოდნელ მარცხმა პამპლონაშ გამოიწვია ნამდვილი საერთაშორისო აურზაური პრესაში: "რეალის" მარცხი და "ბარსელონასთან" სხვაობა 7 ქულამდე იზრდება.


"Sport": მადრიდული დაცინვა პამპლონაში"
"პამპლონა "მადრიდისათვის ნამდვილ კატასტროფად იქცა. კამუნიასის გოლმა მოურინიოს სახიდან ყველაფერი წაშალე, სირცხვილია ასეთი გუნდისთვის "ბარსას" 7 ქულით წინ გასწრება"

"Mundo Deportivo": " შვიდი ქულა!"
ოსასუნამ "რეალს" წელს მეორე წაგების გემო აგრძნობინა და "ბარსელონა" 7 ქულით გაუშვა წინ. ერთადერთი გოლის ავტორი კამუნიასია."

"Ole" (არგენტინა) : "სადა იყო კრიშტიანუ?!"
"მადრიდმა" ცუდად ითამაშა "ოსასუნასთან" და "ბარსელონას" 7 ქულით ჩამორჩა. კრიშტიანუ ჩვეულებრივზე ეგოისტური იყო, დი მარია საერთოდ არ ჩანდა და ადებაიორს ახალ გუნდში ჰქონდა დებიუტი. რა იქნება შემდგომ?"

"Clarin" (არგენტინა): "მადრიდმა" შეცდომა დაუშვა-ჩემპიონობის ბედი გადაწყვეტილია"
"რეალმა" პამპლონაში 1-0 წააგო. "ოსასუნამ" შინ წელს მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო"

"ESPN"(არგენტინა):""რეალი" პამპლონაში დააჩოქეს"
"რეალი" ვერ აყვა "ბარსელონას" ტემპს და წააგო მატჩი "ოსასუნასთან", რომელიც რვა მატჩის მანძილზე ვერ ახერხებდა მოგებას. ხავიერ კამუნიასის გოლმა თითქმის დააკარგვინა ჩემპიონობის შანსი მოურინიოს გუნდს, უკვე სეზონის შუა ნაწილში."

"Corriere dello Sport" (იტალია):"მოურინიოს ხმაურიანი ნოკაუტი"
"ბლანკოსმა 1-0 წააგო პამპლონაში. არც ერთ "განსაკუთრებული" მოურინიოს ტაქტიკამ არ გაამართლა."

"Mediaset.it (იტალია):" "ოსასუნამ" "რეალი" დაახრჩო"
""რეალი" ბურთს ფლობდა, მაგრამ ვერ გამოიყენა მომენტები. გუნდმა პამპლონაში წააგო და უკვე შვიდი ქულით ჩამორჩა ლიდერს."

"Kicker"(გერმანია): "სენსაცია! "ოსასუნამ" "რეალი" დაამარცხა!
პამპლონამდე მადრიდში მხოლოდ ერთი კითხვა ისმოდა:"ბენზემა თუ ადებაიორი?" პირველივე წუთებიდან ფრანგი გამოვიდა, მაგრამ ვერც მან და ვერც შემდგომ შემოსულ ადებაიორმა ვერაფერი მოუხერხეს აუთსაიდერს.

"Record"(პორტუგალია):"კამაჩოს მორიგი გამარჯვება"
ხოსე ანტონიო კამაჩომ კვალ დაამარცხა ჟოზე მოურინიო. კირას "თეთრებმა" წააგეს პამპლონაში და ბევრად გაირთულეს საქმე ჩემპიონივისთვის ბრძოლაში. თავის 50-ე მატჩში "რეალის" მაისურით კრიშტიანუ რონალდუმ საერთოდ ვერ ითამაშა"

"A Bola" (პორტუგალია):"კამაჩომ კვლავ დაამარცხა ჟოზე"
"მადრიდმა" პამპლონაში მარცხი იგემა. კამაჩოს "ოსასუნამ" კამუნიასის გოლით მოიგო, რომელიც მან 62-ე წუთზე ითამაშა. ეს მარცხი მოურინიოსთვის წელს მესამე, ხოლო ლა ლიგაში მეორე აღმოჩნდა"

"El Nuevo Herald" (აშშ):"ჩემპიონობის შანსები იკარგება"
"კვირას "რეალმა" თავისი მეორე მატჩი წააგო ჩემპიონათში, ბრძოლა რომელშიც, როგორც ჩანს დასრულებულია იამვრის დამთავრებამდე"

"L'Equipe" (საფრანგეთი):""რეალი" დიდი სიმაღლიდან დაეცა"
"რეალმა" ვერაფერი მოუხერხა "ოსასუნას" ტაქტიკას და პამპლონაში წააგო კამუნიასის გოლით. "თეთრებში" დებიუტი ადებაიორს ქონდა, მაგრამ ეს გუნდს ვერ უშველა და ისინი "ბარსელონას" 7 ქულით ჩამორჩნენ"

"El Espectador"(კოლუმბია): "რეალი" თითქმის დაემშვიდობა ლა ლიგას"
"მადრიდმა" ოსასუნასთან წააგო და ახლა მხოლოდ იმის იმედი აქვს, რომ დაამარცხებს "ბარსას" ბერნაბეუზე და ამის გარდა კატალონიელები ორ სხვა შეხვედრაში ვერ მოახერხებენ გამარჯვებას. ჯერ სეზონის შუა ნაწილია და მოურინიოს გუნდი ლიდერს უკვე შვიდი ქულით ჩამორჩება"

"El Pais":"ოსასუნამ" "რეალი" პირველ ადგილს დააშორა"
"მადრიდმა" მინიმალური ანგარიშით წააგო "ოსასუნასთან" და უფრო მეტად ჩამორჩა ლიდერ "ბარსელონას", რომელმაც 21-ე ტურში "ერკულესი" დაამარცხა ანგარიშით 3-0. ახლა კატალონიელები კომფორტულად ლიდერობენ ლა ლიგას. გოლი კამუნიასმა გაიტანა"

"La Tercera"(ჩილი):""მადრიდი" "ოსასუნას" დარტყმისგან დაეცა და "ბარსელონას"ჩამორჩა"
"ოსასუნა" "რეალთან" თამაშის წინ მე-18 ადგილზე იმყოფებოდა. ამიტომ ცოტას თუ წარმოედგინა რომ მოურინიოს შეგირდები პამპლონაში ქულებს დაკარგავდნენ. თუმცა მადრიდისტებს იმედები გაუცრუვდათ"

"Reforma" (მექსიკა): "ოსასუნამ" "რეალი" გააოგნა"
"ოსასუნამ" "რეალს" მეორე გამარჯვება აგემა ამ სეზონში". ახლა ისინი "ბარსას" შვიდი ქულით ჩამორჩებიან"

"Globoesporte" (ბრაზილია) :"რეალმა ცუდად ითამაშა და "ბარსელონა" წინ გაუშვა"
როგორც ჩანს, მადრიდი საბოლოოდ ჩამორჩა "ბარსელონას". კვირას გუნდმა "ოსასუნასთან" სტუმრად წააგო ანგარიშით 1-0. მეორე წაბორძიმება სამ მატჩში. "მადრიდს" 51 ქულა დარჩა და ლიდერს შვიდი ქულით ჩამორჩება dle 10.1

  • n1ka
  • 31 იანვარი 2011
  • 3639
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)