გახსოვდეთ, ვის გულშემატკივრობთ

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ მადრიდის ”რეალმა” ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი დათმო და მაქსიმალურად შეიმცირა ჩემპიონობის შანსი, ვინაიდან ”ბარსელონასთან” სხვაობა უკვე 7 ქულას შეადგენს. ამ მატჩს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ყველგან ისევე, როგორც მადრიდის ”რეალის” ქომაგებში. ეს სტატია კი ეძღვნება, იმათ ვინც არ იციან ნამდვილი გულშემატკივრობა...


ზოგს შესაძლოა აინტერესებდეს, თუ რატომ ვწერ კონკრეტულად მე ამ სტატიას, ეს იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ჩემზე ცუდი წარმოდგენა აქვს, მაგრამ ეს ასე არ არის.

მატჩის დროსაც და მის შემდეგაც წამოვიდა ძალიან უხეში გამონათქვამები ”რეალის” ფეხბურთელების მიმართ. ხალხის გარკვეული რაოდენობა უწმაწური სიტყვებით იფარგლებოდა და ვაღიარებ, რომ მათ შორის მეც ვიყავი, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შესაძლოა რომელიმე მოთამაშის ქმედებამ წყობიდან გამოგიყვანოს და ნერვები ვერ დაიწყნარო. ეს ბუნებრივი მოვლენაა და ეს სტატია ამიტომ არ იწერება. ფეხბურთელებზე წამიერი გაბრაზება და მის მიმართ უწმაწური სიტყვის გამოყენება ერთია, ხოლო მთლიანად გუნდის ქომაგობაზე და მის ლანძღვაზე საუბარი მეორე. გასაგებია, რომ გუნდს ურთულესი პერიოდი უდგას, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველანაირი იმედი დავკარგოთ.

ხშირია იმაზე საუბარი, რომ გუნდის თამაშის ხარისხი ძალიან დაბალია და ეს ამ ბოლო დროს ასეც არის, ამას კი ორი აზრი არ სჭირდება. ფაქტი ფაქტია, მაგრამ ყოველივე ეს შეიძლება დაბრალდეს გუნდში არეულობას. ამაში გარკვეული ბრალი, მიუძღვის ისევე როგორც გუნდის ხელმძღვანელობას, ასევე ჟოზე მოურინიოსაც. მაღალი პირების შეტაკება კი ფეხბურთელებზეც მოქმედებს. ეს ყოველივე ჩემი აზრია, მაგრამ შეიძლება სხვას განსხვავებული აზრი ჰქონდეს, მაგრამ ერთი კი ფაქტია: მადრიდის ”რეალი” უმაღლესი დონის გრანდია და ამ გუნდში საუკეთესო თუ არა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები ირიცხებიან, ასე, რომ ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ თამაშის ასეთი ხარისხი კლუბის კლასიდან არის გამომდინარე. სხვა მიზეზების ძებნა კი თქვენთვის მომინდია.

ამის გარდა, ძალიან ბევრი ქომაგის განცხადებით, ”რეალმა” საბოლოოდ დაკარგა ჩემპიონის ტიტული, რადგან ის 7 ქულით უკან არის, მაგრამ ასე გადაჭრით საუბარი ამ დროს ნამდვილად ნაადრევია. გავიხსენოთ 2007 წლის სეზონი, სადაც ნამდვილი სასწაული მოხდა. მადრიდის ”რეალი” 12 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერს, თუმცა ბოლოს სიბელსზე სწორედ ”ბლანკოსის” შეგირდები ვიხილეთ. მაშინაც იყო რთული პერიოდი, მაგრამ შემდეგ სიტუაცია დარეგულირდა და ტიტულს სამეფო კლუბი დაეუფლა. წელს კი ჩამორჩენა მხოლოდ 7 ქულაა და წინ კიდევ 17 თამაში გველის კლასიკოს ჩათვლით. მართალია ”ბარსელონა” 2007 წლის სეზონთან შედარებით გაცილებით ძლიერია, მაგრამ ”რეალმა” ყველა დაარწმუნა, რომ ამ გუნდს სასწაულების ჩადენა ძალუძს. ეს ბუნებრივიც არის, რადგან გუნდს ჰყავს უნიკალური მწვრთნელი - ჟოზე მოურინიო, ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და სულით გამარჯვებული კრიშტიანო რონალდო. ამ ფეხბურთელზე ყველა ძალიან განაწყენებულია მათ შორის მეც. მან კიდევ ერთი შეხვედრა ჩააგდო ეგ ფაქტია, მაგრამ მეორეს მხრივ მის გარეშე დღევანდელი ”რეალი” წარმოუდგენელია. გუნდი ამ ფეხბურთელით სუნთქავს. ახლა მას რთული პერიოდი აქვს ისევე როგორც მთლიანად გუნდს, მაგრამ მუდმივიამ ქვეყანაზე არაფერია. ჩემს მიერ, აღნიშნული პირების გარდა, გუნდში ირიცხებიან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები: მესუთ ოზილი და ანხელ დი მარია. მათ ზურგს კი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ხაბი ალონსო უმაგრებს. ასევე არ დაივიწყოთ რიკადრო კაკაც, რომელიც ცდილობს ფორმაში შესვლას და მან ეს თუ მოახერხა, ”რეალის” შეჩერება მართლაც რთული იქნება. აღარ არის საუბარი მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერზე და სერხიო რამოსზე. ისინი გუნდის ლიდერები არიან. სწორედ მათ შეუძლიათ გახდნენ ჩემპიონები. ამისთვის ყველანაირი რესურსი არსებობს, მთავარია გუნდში ჩამოყალიბდეს ძალიან მეგობრული ატმოსფერო ისევე როგორც ფეხბურთელებში, ასევე მთლიანად გუნდში. მარტო სახელი წარმატებას ვერ მოგვიტანს.

ყველას გახსოვდეთ ვის გულშემატკივრობთ. ეს უდიდესი ტრადიციების გუნდია. ოდესღაც, აქ თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ზინედინ ზიდანი, რაული, რონალდო, ფიგუ, კარლოსი და სხვა მრავალი მსოფლიოს დონის მოთამაშეები. დღეს კი ”მერენგების” ღირსებას იცავს კრიშტიანო რონალდო, კაკა, ოზილი, იკერი, სერხიო, ჩაბი. მათი დამრიგებელი გენიოსია სახელად ჟოზე. ნუთუ მათ არ შეუძლიათ დიდების მოპოვება? ნუთუ მათ არ შეუძლიათ ძველი დიდების დაბრუნება? ამას დრო გვიჩვნებეს. ჩვენი მოვალეობა კი გახლავთ ის, რომ ამ ლეგენდარულ კლუბს მუნდამ ვუქომაგოთ. გახსოვდეთ, ვის გულშემატკივრობთ!!!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (203)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)