ადებაიორი-დროებით თუ დიდი ხნით?

ადებაიორი-დროებით თუ დიდი ხნით?
როდესაც იგუაინმა ტრავმა მიიღო, მოურინიომ ეგრევე ფორვარდი მოითხოვა-ბენზემა გახდა ერთადერთი თავდასხმელი გუნდში, რომელსაც კიდევ ნახევარი სეზონი მოუწევს რამოდენიმე ფრონტზე ბრძოლა.


პერესი დიდი ხნის განმავლობაში იგნორირებდა ამ თხოვნას და ახლა დათანხმდა იჯარაზე. თავიდან შეეცადნენ ადებაიორის შეძენას, ხოლო შემდგომ ნისტელროიზე გადაერთნენ. "რეალმა" 34 წლის თავდასხმლის იჯარაზე 2 მილიონი ევრო და ზაფხულს უფასო ამხანაგური მატჩის გამართვა შესთავაზე "ჰამბურგს". ეს პირობები გერმანელებს მოეწონათ და თითქოსდა დააპირეს დათანხმება, მაგრამ უეცრად "ჰამბურგმა" გადაიფიქრა და "რეალი" იძულებული გახდა ადებაიორის ვარიანტზე დაბრუნებულიყო. ემა ხშირად იყო "დებოშირი". როდესაც თამაშბდა ვენგერთან და დეშამთან-ხშირად ცვლილებაზეც წარმატებით გამოდიოდა და ძირითად შემადგენლობაშიც.EPL-ში ადებაიორმა თავისი კლასი დაადასტურა. პრობლემები მას მანჩინის ექსპერიმენტების შემდგომ დაეწყო. იტალიელმა ვერ მოუძებნა ემანუელს ადგილი ძირითადში.

ადებაიორი-დროებით თუ დიდი ხნით?


"მანჩესტერ სიტიმ" ალბათ პირველი ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო. ნახევარი სეზონი 175 ათას ფუნტს ჩუქნიდნენ ადამიანს, რომელიც გუნდთან ერთად მხოლოდ ვარჯიშობდა და მანჩინისთან პრობლემებზე საუბრობდა. თავად მას, ადებაიორს, ჯიუტად ტოვებენ სათადარიგოთა სკამზე. ბრძოლის სურვილის დასამტკიცებლად ადებაიორმა კოლო ტურესთანაც იჩხუბა ვარჯიშზე. რომელიც მისი პარტნიორი ჯერ "არსენალში" იყო. ამ ინცედენტით ადვილია ადებაიორის "ნერვიულობა" დაასკვნა. სავსე სტადიონზე გატანილი გოლების მაგივრად, ემმა, სავარჯიშო კარებში ურტყავს და ეს ხვდება მის თავმოყვარეობასა და ფეხბურთის სიყვარულში.

ადებაიორი-დროებით თუ დიდი ხნით?


ემმას რამოდენიმე ვარიანტი ჰქონდა კარიერის გასაგრძელებლად. მისი შეძენა სურდა ინგლისის რამოდენიმე კლუბს-"ტოტენჰემს", "ლივერპულსა" და "ასტონ ვილას". და მიუხედავად იმისა, რომ ახლა მხოლოდ "შპორები" კონკურენტობენ "ქალაქელებთან","სიტიმ" თავი დააღწია ადებაიორის შესაძლო შურისძიებას. მაგრამ, არ არის გამორიცხული ის ვარიანტი, რომ ინგლისურ კლუბებმა არ ისურვეს ამხელა ხელფასის გადახდა. ზუსტად ამის გამო არ გადავიდა ტოგოელი "იუვენტუსში". ტურინელებს არ მოეწონათ იჯარით აყვანის ვარიანტი.

ადებაიორი-დროებით თუ დიდი ხნით?


ადებაიორის ფორმა საიდუმლოდ რჩება, მიუხედავად იმისა რომ "მანჩესტერ სიტის" რიგებში მისი რეზულტატიურობის საშუალო არითმეტიკული ბრწყინვალეა. კლასით, ფეხბურთელი უდავოდ შეეფერება "რეალს".გოლის გატანის სურვილი, თავდასხმის ცენტრში მარტოდ ყველაფრის გადაწყვეტის შესაძლებლობა-ემმამ ყველაფერი იცის, მას ეს გავლილი აქვს. ამბობენ, "რეალს" აქვს უფლება სურვილის შემთხვევაში გამოისყიდოს ადებაიორის კონტრაქტი 15 მილიონ ფუნტად, რაც ორჯერ ნაკლებია იმაზე, რაც "სიტიმ" ორი წლის წინ "არსენალს" გადაუხადა. ეს იჯარაც "რეალს" მხოლოდ და მხოლოდ 2 მილიონი დაუჯდა. იმდენი, რამდენსაც "თეთრები" ნისტელროიში იხდიდნენ.

ადებაიორი-დროებით თუ დიდი ხნით?


ნაკლებად სავარაუდოა, რომ "რეალი" ამ ტრანსფერით რამეს დაკარგავს, რადგან "თეთრებში" უკვე არაერთი შემთხვევა ყოფილა რომ ძვირადღირებული ფეხბურთელები "ზამენაზე" იჯდნენ.ახლა კი საუბარი მიდის თავდასხმლის პოზიციაზე საკადრო პრობლემებზე, რაც "რეალისთვის"-წარმოუდგენელია. ამიტომ მათ პრობლემა სწრაფად და ლოგიკურად მოაგვარეს. აიყვანეს უმაღლესი დონის ფორვარდი, რომელიც მზად არის იჯარისთვის, მოედანზე გამოსასვლელად. ადებაიორის ხასიათი არ იქნება პრობლემა მოურინიოსთვის-მას უარესებთანაც უმუშავია. ამიტომ ყველაფერი ემანუელის მდგომარეობასა და სურვილზე იქნება დამოკიდებული. ტოგოელის გოლები "რეალს" აქ და ეხლავე ჭირდება. ასევე მნიშვნელოვანი ბონუსი, რომელიც ადებაიორის იჯარას ყველა სხვასაგან განსხვავებულად ხდის-ფორვარდი "რეალს" ჩემპიონთა ლიგაზეც დაეხმარება.
dle 10.1

  • n1ka
  • 30 იანვარი 2011
  • 2069
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)