ის მაინც მადრიდისტაა

ის მაინც მადრიდისტაა

არსებობს ასეთი გამონათქვამი: “თითოეული ადამიანის პროფესიაა სამშობლოს დაცვა” და არის კიდევ ერთი გამონათქვამი: “არ მოიკითხო რა გააკეთა სამშობლომ შენთვის, მთავარია შენ რა გააკეთე სამშობლოსათვის”.


დიდი ხანია უკვე პრესაში იწერება სხვადასხვა სტატიები ჟოზე მოურინიოს და ვალდანოს კონფლიქტებზე. თუმცა ორივე მათგანი ინტერვიუებში ამას უარყოფენ. რა თქმა უნდა მათ გარდა, დანამდვილებით არავინ იცის რა ხდება სინამდვილეში, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთ დიდებულ ადამიანებს ბევრ საკითხში განსხვავებული აზრი ექნებათ.

ის მაინც მადრიდისტაა


ასეთ ადამიანებს შორის კონფლიქტი ხშირად ხდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩემთვის გასაკვირია თვითონ “ბლანკოსის” გულშემატკივრების პოზიცია ამ საკითხთან. გულშემატკივრების ძალიან დიდი ნაწილი ამ საკითხში მხარს მოურინიოს უჭერს. იწერება კომენტარები” აცადეთ მწვრთნელს მუშაობა” ან “რამდენი მწვრთნელი უნდა შეიწიროს ვალდანომ”. ერთის მხრივ რა თქმა უნდა სიმართლეა, რომ მწვრთნელს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, რომ კარგად იმუშაოს. მაგრამ მოდით შევხედოთ ამ საკითხს მეორე მხრიდან. ვინ არის ვალდანო? ეს არის ადამიანი რომლისთვისაც მადრიდი გახდა მეორე სამშობლო. მან აქ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და რეალი ვალდანოსთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მან კარიერის საუკეთესო წლები სამეფო კლუბის შემადგენლობაში გაატარა. ალბათ დამეთანხმებით, რომ მისი სიყვარული რეალის მიმართ ეჭვგარეშეა. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ არგენტინელი არც თუ ისე ცუდი მწვრთნელი იყო. ბოლოსდაბოლოს მან აღმოაჩინა რეალის ორი ლეგენდა რაული და გუტი.

ვინ არის მოურინიო? მის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად ის უბრალოდ კიდევ ერთი მწვრთნელია. რა თქმა უნდა, ჟოზე საუკეთესოა მსოფლიოში და ა.შ, მაგრამ არამგონია არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელიც იტყოდა, რომ “განსაკუთრებული” რეალში ჩამოვიდა რადგან, ამ კლუბის მიმართ დიდი სიყვარული ამოძრავებს. უბრალოდ ეს არის მისთვის კიდევ ერთი გამოწვევა. მოურინიომ გუნდი კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს. უნდა მოიგოს ქვეყნის ჩემპიონატი ან ჩემპიონთა ლიგა. ეს არის მისი მიზანი. ლეგიონერი გუნდის ნაწილი ხდება მაშინ, როცა დიდი ხანი რჩება კლუბში. დროთა განმავლობაში კი გუნდი მისი მეორე ოჯახი ხდება, როგორც იგივე ვალდანო. ან შესაძლებელია მცირე დრო დაჰყოს გუნდში, არაფერს არ იშურებდეს და ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება მოასწროს - გახდეს გუნდის ნაწილი, როგორც ნისტელროი. მოურინიოს ჯერჯერობით არც ერთი გაუკეთებია და არც მეორე.

საქმე იმაშია, რომ არ შეიძლება პატივი არ სცე და არ გახსოვდეს საკუთარი კლუბის წარსული. მითუმეტეს ვალდანოს შემთხვევაში ეს წარსული ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი დღესდღეობით ამბობს, რომ ძალიან ადვილია ვალდანოს გაშვება და ყველაფერი კარგად იქნება. რატომ არ სვამენ ეს ადამიანები სხვა უფრო მნიშვნელოვან კითხებს. მაგალითად რა მოხდა ელ კლასიკოზე? რატომ შეიცვალა გუნდი ერთ თამაშში? თან როგორ თამაშში, მათ არ ჰქონდათ სულისკვეთება, სურვილი, ძალისხმევა, როგორიც უნდა ჰქონდეს ნამდვილ მადრიდისტას ბარსელონასთან თამაშში. იმ დონემდე მივედით, რომ ერთადერთი საქებარი სიტყვები მიდიოდა სერხიო რამოსის მიმართულებით. რომელმაც საშინელი შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ თავისი საქციელით გამოავლინა ემოციები - მადრიდისტას ემოციები. აქ საუბარი არაა მართალი იყო თუ არა სერხიო თავისი ქმედებით. მთავარი ისაა, რომ მას გული ეწვოდა იმის გამო რაც ხდებოდა მოედანზე. ბოლომდე იხარჯებოდა, მაგრამ არაფერი არ გამოსდიოდა. ვერ მოითმინა და თავისებურად გამოავლინა თავისი განცდები.

ის მაინც მადრიდისტაა


უკვე მერამდენე წელია რეალი ვერ იბრუნებს თავის დიდებას. ეს ყველაფერი ხდება რადგან ყოველ წელს სამეფო კლუბი თავის ლეგენდებს შორდება. იგივე რაული და გუტი. მანამდე რობერტო კარლოსი და სალგადო. რა თქმა უნდა, შემადგენლობის განახლება აუცილებელია. ამას არავინ არ დაობს, მაგრამ უნდა იყოს ბალანსი ლეგიონერებს, ვეტერანებს და კლუბის აღზრდილებს შორის.

ის მაინც მადრიდისტაა


რა თქმა უნდა, პირველივე წელს მოურინიოსგან ბევრს არავინ ითხოვს, ჯერჯერობით საკმარისი იქნება, თუკი გუნდი სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშებს გრანდებთან და არამხოლოდ აუცაიდერებთან. მწვრთნელს სჭირდება დრო. გულშემატკივრებს - მოთმენა. მაგრამ ვალდანოს კლუბიდან გაშვება მხოლოდ იმიტომ, რომ თითქოს ის მწვრთნელს უშლის მუშაობას.- არასწორია. სისულელეა იმაზე მსჯელობა, რომ ვალდანო ცდილობს ხელი შეუშალოს კლუბს წარმატების მიღწევაში. ვალდანომ ძალიან კარგად იცის გუნდის ფილოსოფია. რა სჭირდება რეალს და რა არის ამისთვის საჭირო. რადგან თვითონ ამ კლუბის ნაწილია.



“გინდათ დიდებული რეალის ხილვა? მაშინ მოითმინეთ. ერთხელ, საღამოს, თქვენს წინაშე დიდებული რეალის წარსდგება, რომელიც არასდროს აღარ გაქრება” - ხორხე ვალდანო dle 10.1

  • dato818
  • 29 იანვარი 2011
  • 3197
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)