რამოსი: "შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს"

სერხიო რამოსი ჟურნალისტებს შეხვდა და ოსასუნასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა.


"კოპა დელ რეიზე ფიქრი უნდა შევწყვიტოთ და ლა ლიგაზე გადმოვერთოთ. სამწუხაროდ ამ უკანასკნელში საკუთარ თავზე დამოკიდებულნი არ ვართ და შეცდომის დაშვების უფლება აღარ გვაქვს, ქულები არ უნდა გავანიავოთ, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა ლიდერთან ქულების სხვაობა გაიზარდოს."

"ოსასუნა საკუთარ მოედანზე ყოველთვის გვიქმნიდა პრობლემებს. რეინო დე ნავარა პატარა სტადიონია, თუმცა იქ შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს და გულშემატკივრები დიდ ზეწოლას ახდენენ ოპონენტებზე. თუმცა ჩვენ უნდა დავივიწყოთ ყველაფერი და მხოლოდ სამი ქულის მოპოვებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი."

"მართალია ოსასუნა ლა ლიგაში დარჩენისათვის იბრძვის, თუმცა ეს მათ არასერიოზულად მიღების უფლებას არ გვაძლევს, რადგან ისინი ერთი ქულისთვისაც კი შეუპოვრად იბრძოლებენ."

"ძალიან მსურს მესამეჯერ მოვიგო ლა ლიგა და აგრეთვე სხვა ორი ტიტული. კიდევ ბევრი მატჩია დარჩენილი და შესაძლოა ყველაფერი შევცვალოთ. მთავარია ყველა მატჩი მოვიგოთ და ნებისმიერ გუნდს სერიოზულობით მოვეკიდოთ." dle 10.1

  • SunSay
  • 28 იანვარი 2011
  • 2456
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)