ესპანეთი – ბელგია

როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართება 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურები. თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ დღეს ქართველები ეთამაშებიან იტალიელებს. კარგი იქნებოდა ამ თამაშზე დაგვეწერა , მაგრამ ეს სხვა დროს იყოს. ეხლა კი მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ესპანეთისა და ბელგიის დაპირისპირებაზე. თუ დღეს ესპანეთმა აიღო სამი ქულა, მაშინ იგი ავტომატურად გადის შესარჩევი ჯგუფიდან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ესპანეთის მწვრთნელმა დელ ბოსკემ საკუთარ რიგებში უხმო მადრიდის რეალის შემდეგ ფეხბურთელებს: კასილასი, ალონსო, ალბიოლი და არბელოა.


კიდევ ერთი მადრიდისტი, სერხიო რამოსი გადის აღდგენით კურს, შეგახსენებთ, რომ მას ტრავმა აწუხებს და შესაბამისად იგი გამოტოვებს ამ შეხვედრას. დელ ბოსკეს შეტევის ხაზს წარმოადგენს ტორესისა და ვილას დუეტი. აღსანიშნავია , რომ ეროვნული ნაკრების რიგებში დაბრუნდნენ მარკოს სენა და სესკ ფაბრეგასი, რომლებსაც ტრავმები აწუხებდათ.

ნახევარდაცვის ხაზზე სავარაუდოდ განლაგდებიან სენა, ხავი და ალონსო, რომლებსაც დაეხმარება დავიდ სილვა. ბელგიელები ჯგუფში მეოთხე ადგილზე არიან და ათი ქულით ჩამორჩებიან ლიდერს. ისინი ალბათ უფრო სასწაულის მოლოდინში არიან.

ესპანეთს ბელგიელების წინააღმდეგ 1986 წლის შემდეგ არ წაუგია. 1986 წელს ბელგიამ ესპანეთი თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიით დაამარცხა. ეს ორი გუნდი ერთმანეთს პირველად 1920 წელს შეხვდნენ და ამის შემდეგ 21 შეხვედრა გამართეს.. საიდანაც 10–ჯერ ესპანელებმა იმარჯვეს, 5–ჯერ ბელგიელებმა და 6–ჯერ თამაში ფრედ დამთავრდა. ესპანეთმა ბელგიას ამ ხნის განმავლობაში 39–ჯერ გაუტანა გოლი, ხოლო საკუთარ კარში კი მხოლოდ 22 გოლი მიიღო.

წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 5 სექტემბერი 2009
  • 3854
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)