რონალდუ:"ფაქტიურად ფინალში ვართ"

გუშინდელი მატჩის შემდეგ, პორტუგალიელმა ფლეიმეიქერმა კრიშტიანუ რონალდუმ "კოპა დელ რეიზე" ისაუბრა და თავისი აზრი მკაფიოდ გამოთქვა. მეგა–ვარსკვლავმა განაცხადა, რომ "სამეფო" კლუბი ფაქტიურად "სამეფო თასის" ფინალშია. მან აგრეთვე "რეალის" სავარაუდო მეტოქეზეც ისაუბრა.


"ანდალუსიელების წინაშე შესანიშნავად ვითამაშედ და დამსახურებულადაც გავიმარჯვეთ. შეხვედრის სადავეები ჩვენს ხელში იყო, თუმცა "სევილიას" მოთამაშეებმაც საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი გუშინდელ შეხვედრაში. მოხარული ვარ, რომ კლუბში ახალი ფეხბურთელია და ვფიქრობ ემანუელი ძალზედ გამოცდილი ფორვარდია".

"ფაქტიურად "კოპა დელ რეის" ფინალში ვართ. "სანჩეს პის ხუანი" დავადუმეთ, რაც ნამდვილად სასიხარულოა თითოეული მადრიდელისთვის. "სანტიაგო ბერნაბეუზე გამარჯვება გარდაუვალია, ვინაიდან გუნდი მოედანზე დიდი მონდომებითა და შემართებით გავა. "რეალის" შეჩერება ძნელია და მითუმეტეს საკუთარი არენის წინაშე".

"ასევე გუშინ "ბარსელონა" და "ალმერია" დაუპირისპირდა ერთმანეთს. "კულემ" მეტოქე 5–0 დაამარცხა და გაინაღდა "სამეფო თასის" ფინალის საგზური. სავარაუდოდ ჩვენ კატალონიელებს დავუპირისპირდებით, ეს კი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იქნება "თეთრებისთვის", ისევე როგორც პეპ გუარდიოლას შეგირდებისთვის. ზემოთხსენებული კლუბი ძალიან ძლიერია და მისი დამარცხება რთულია, თუმცა არა შეუძლებელი".

ინფორმაციის წყარო: Marca.Com dle 10.1

  • vene
  • 27 იანვარი 2011
  • 3648
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)