”რეალი მსოფლიოში საუკეთესოა”

მადრიდის ”რეალის” ახალწვეულმა, ემანუელ ადებაიორმა ინტერვიუში სამეფო კლუბზე ისაუბრა...


”თავს უკვე სახლში ვგრძნობ. აქ მოვედი იმისთვის, რომ ტიტულები მოვიგო და გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა გავხდე. ძალიან ბევრს ვიმუშავებ და მაქსიმალურად შევეცდები გავხდე მადრიდის ”რეალის” ძირითადი 11-ეულის წევრი. ჟოზეს უკვე ვესაუბრე და მან ძალიან გამამხნევა”.

”ამ გუნდში ყველა მოთამაშე ფენომენალურია. საოცარი გუნდი გვყავს და გვაქვს იმის წინაპირობა, რომ სეზონი ტრიუმფალურად დავასრულოთ. აქ არ გადმოვიდოდი, რომ არ მერწმუნა ”ბარსელონას” დამარცხება. ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ბედნიერი ვარ, რომ მომიწევს ისეთ ადამიანებთან ერთად თამაში, როგორებიც რიკარდო კაკა, კრიშტიანო რონალდო, კარიმ ბენზემა და მესუთ ოზილი არიან”.

”აქ დახმარებისთვის მოვედი. ბენზემასთან ერთად ადრეც მიასპარეზია და შემიძლია ვთქვა, რომ ის ძალიან ძლიერი ფორვარდია და მან ზუსტად იცის მისი საქმე. მას მთელი გულით და სულით ვუსურვებ წარმატებას. მე იმას გავაკეთებ, რასაც მწვრთნელი მომთხოვს. მაქვს გამოცდილება ფორვარდებთან დუეტში ვითამაშო, თუნდაც ავიღოთ მორიენტესის მაგალითი. მე მასთან ძალიან საინტერესო დუეტს ვქმნიდი. ”არსენალში”, რომ გადავედი არავინ მიცნობდა, მაგრამ გავიტანე ბევრი გოლი და აქაც ამის გაკეთებას ვაპირებ”.

”მე ვარ ფეხბურთელი, ამიტომ მჭირდება გარკვეული დრო, რომ ადაპტაცია მალე გავიარო. ვიცი, რომ შემადგენლობაში მოხვედრა ურთულესი იქნება, მაგრამ მზად ვარ დიდი ბრძოლისთვის”.


წყარო:realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (303)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)