"ადებაიორი უფრო სახიფათოს გვხდის"

ბუტრაგენიო: "ბენზემა თავის ტალანტს ავლენს და თავის მნიშვნელობას ამტკიცებს"


ინსტიტუციონალური ურთიერთობების დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ კომენტარი გააკეთა ადებაიორის კონტრაქტზე და გაანალიზა გუშინდელი მატჩი, რომელიც სევილიაში ჩატარდა.

"ადებაიორი არსებითად დაეხმარება გუნდს და მწვრთნელს ის მოსწონს. მან ის ითხოვა კვირების წინ, როდესაც დადასტურდა, რომ იგუაინი გუნდს ვეღარ დაეხმარება. დარწმუნებული ვარ ადებაიორი გუნდს გაამაგრებს. ის უფრო სახიფათოს გაგვხდის და მოგვცემს უდიდეს შანს ვიბრძოლოთ ყველა ტიტულისათვის."

"გუშინდელი მატჩი სევილიაში ძალიან კარგი იყო. არ გვიწვალია ბევრი. მიუხედავად ამისა სევილიას ყავს ნიჭიერი თავდამსხმელები და დარწმუნებული ვარ განმეორებით შეხვედრას არ გაგვიადვილებენ. ყოველ შეხვედრას თან სდევს ემოციური ელემენტი, რადგანაც იგი მნიშვნელოვანია. არ ვიცი ბურთმა გადაკვეთა თუ არა ხაზი. ყველა კუთხიდან ვნახე ეს კადრები და ჩემი ეჭვები მაინც მაქვს. ფაქტია, რომ "ლაინსმენმა" არ აწია ალამი, ამიტომაც გოლი არ ჩაითვალა."

"ძალიან მიხარია ბენზემას წარმატება, რადგან ის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კრიტიკას და ზეწოლას განიცდიდა. დარწმუნებული ვარ თავისი ბოლო ორი გოლი მას თავდაჯერებულობას შეჰმატებს სეზონის ბოლომდე. ის მაღალხარისხოვან შეტევებს ქმნის და თავის ტალანტს ავლენს. მან გაიტანა ლამაზი გოლი რამაც დაგვაწინაურა სამეფო თასში."

წყარო: realmadrid.com dle 10.1

  • ivane
  • 27 იანვარი 2011
  • 2219
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (309)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)