კიდევ ერთი "ელ კალსიკო"?

როგორც ჩანს წლევანდელ სეზონში კიდევ ერთი "ელ კლასიკო" ჩატარდება...


როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჩატარდა "კოპა დელ რეის" ნახევარფინალის პირველი მატჩები. მადრიდის "რეალი" ანდალუზიაში ადგილობრივ "სევილიას" დაუპირისპირდა,ხოლო "კამპ ნოუზე" "ბარსელონამ" "ალმერია" მიიღო. ამ მატჩების შედეგების მიხედვით ადვილად სავარაუდოა,რომ ესპანეთის თასის ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "რეალი" დაუპირისპირდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, "სევილია"-"რეალი" ძალიან საინტერესო მატჩი გამოდგა. "ბლანკოსისთვის" ანდალუსიელები უხერხეული მეტოქეები არიან და ეს გუშინდელ მატჩშიც გამოჩნდა. 90 წუთის განმავლობაში ორივე გუნდი უტევდა. პირველ ტაიმში კარიმ ბენზემამ უმშვენიერესი გოლი გაიტანა. მან ჩამოიტოვა რამოდენიმე მცველი და პალოპს შანსი არ დაუტოვა. რა თქმა უნდა გოლის გარდა სხვა უამრავი მომენტიც იყო.ალბათ ყველაზე აღსანიშნავია ლუიშ ფაბიანოს სამართლიანად არ ჩათვლილი გოლი. (ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს). ასევე ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ოზილის 100%-იანი შანსი გოლის გატანისა. თურქ-გერმანელმა სულ რაღაც 2 მეტრიდან ვერ ააცილა ბურთი მცველს,რომელიც ცარიელ კარში იდგა. საბოლოოდ "რეალმა" მინიმალური უპირატესობით გაიმარჯვა.

რაც შეეხება მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებას. აქ ალბათ ყველაფერი ნათელი იყო. "ბარსელონამ" ძალზედ ადვილად და დამაჯერებლად 5-0 დაამარცხა "ალმერია" და პრაქტიკულად გაინაღდა ფინალის საგზური. განმეორებით მატჩის ჩატარება მხოლოდ უბრალო ფორმალობაა.

ამ შედეგების მიხედვით შეიძლება ითქვას,რომ ამ სეზონში კიდევ ერთი "ელ კლასიკო" გაიმართება. ეს მატჩი ძალიან საინტერესო იქნება, მით უფრო,რომ მადრიდის "რეალს" რევანში აქვს ასაღები.


გთავაზობთ "კოპა დელ რეის" ეგიდით ჩატარებული "ელ კლასიკოების" სტატისტიკას:

"რეალი" და "ბარსელონა" ფინალში 5-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქედან 3 კატალონიელებმა,ხოლო 2 მადრიდელებმა მოიგეს:

1936: "რეალი" 2-1 "ბარსელონა"
1967-1968: "ბარსელონა" 1-0 "რეალი"
1973-1974: "რეალი" 4-0 "ბარსელონა"
1982-1983: "ბარსელონა" 2-1 "რეალი"
1989-1990: "ბარსელონა" 2-0 "რეალი"


საერთო ჯამში მათ "კოპა დელ რეიზე" 23-ჯერ ითამაშეს ერთმანეთში, აქედან 8 "რელმა" მოიგო, 12 "ბარსელონამ", ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა. "ბლანკოსმა" ამ შეხვედრებში 34 გოლი გაიტანა,ხოლო კატალონიელებმა 43-ჯერ მოახერხეს მეტოქის კარის დალაშქვრა.

სტატიის ავტორი: WIShMASTER dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)