რამოსის და კარვალიოს კომენტარები მატჩის შემდეგ

ნახევარფინალური მატჩის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, მადრიდის "რეალის" მცველებმა, სერხიო რამოსმა და რიკარდო კარვალიომ კომენტარები გააკეთეს...


სერხიო რამოსი

"ამ მატჩზე კონცენტრაცია მაქსიმალური იყო და დამსახურებულად მოვიგეთ. სევილიური გუნდი საკუთარი სტილის შემოთავაზებას ცდილობდა, მაგრამ მატჩი "ბლანკოსის" კარნახით წარიმართა და სწორედ ამან განაპირობა საბოლოო წარმატება."

"ამჯერად კარგ შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ ყველაფერი დამთავრებული არ არის, დარწმუნებული ვარ ანდალუსიელები "ბერნაბეუზე" გამარჯვების მოპოვებას და სამეფო თასის ფინალში გასვლას შეეცდებიან, მაგრამ საკუთარ კედლებში უფრო დამაჯერებლად ვიასპარეზებთ და ფინალის საგზურს მოვიპოვებთ."

"კარიმის ბრწყინვალე გოლი ჩემთვის სიურპრიზი ნამდვილად არ იყო, რადგან მის კლასში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა. ფრანგ ფორვარდს უდიდესი ტალანტი აქვს, ზედიზედ ორი შეხვედრაა ბენზემას წყალობით ვიგებთ."

რიკარდო კარვალიო

"კარგად ვითამაშეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ, თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო შედეგის მისაღწევად."

"ყველაფერი დასრულებული ნამდვილად არ არის, რადგან "სევილიას" მადრიდში ჩამოვა, სადაც გამარჯვებას შეეცდება, მაგრამ აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია და ფინალზე ფიქრი, უპირატესობა ჩვენ გვაქვს და ამ ყველაფრის გაფლანგვა არ შეიძლება."

"არ ვიცი მათ გაიტანეს თუ არა, რადგან ეს ყველაფერი სწრაფად მოხდა. მსაჯმა გოლი რადგან არ ჩათვალა, ესეიგი ბურთს ხაზი ბოლომდე არ გადაუკვეთავს, ეს უკვე ჩავლილი ეპიზოდია და საუბარი აღარ ღირს, რადგან საფინალო სასტვენის ხმა უკვე დიდი ხანია გაისმა." dle 10.1

  • Hala
  • 27 იანვარი 2011
  • 2630
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)