ვალდანო : "თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით"

"სევილიასთან" გამარჯვების შემდეგ, სამეფო კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ხორხე ვალდანომ განაცხადა, რომ "ბლანკოსმა" ბრწყინვალედ ითამაშა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა...


"მთელი მატჩის მანძილზე ვდომინირებდით და საბოლოო ჯამში გუნდმა კარგად ითამაშა. ბურთს და მატჩის ტემპს სწორედ "ბლანკოსი" ფლობდა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ."

"ეს შეხვედრა შესანიშნავი იყო, მაგრამ განმეორებითი მატჩი წინ არის, რომელიც აუცილებლად სტაბილურად უნდა ჩავატაროთ."

"სევილიურ გუნდს ჯერ-ჯერობით კიდევ აქვს შანსი, რადგან ანდალუსიელებს კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა მოუწევთ ჩვენთან სანტიაგო "ბერნაბეუზე", მაგრამ ფავორიტები ვართ და ამ სტატუსს აუცილებლად გავამართლებთ."

"სევილიას ძალიან კარგი ფანები ჰყავს, რომლებიც თავიანთ გუნდს დიდ მხარდაჭერას უცხადებენ, კასილასის შემთხვევა კი ნამდვილად გამაოგნებელია, რადგან იკერი ესპანეთში ძალიან უყვართ, ეს ნამდვილად სამარცხვინოა. ვგონებ, ასეთი რამის გაკეთება მხოლოდ არამზადა ინდივიდს შეეძლო. თანამედროვე ფეხბურთში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს და ფანებმა უნდა შეიგნონ, რომ დისციპლინა აუცილებელია."

"ადებაიორი არის მოთამაშე, რომელიც მოურინიოს მოსწონს, იგი ყველაფერს გააკეთებს სამეფო კლუბისთვის, გონსალო იგუაინის ტრავმამ ყველა შეგვაშფოთა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ტოგოელი ფორვარდის შეძენა."

"მე მწვრთნელს არანაირ შეზღუდვას არ ვუკეთებ, მას სურს, რომ ავტონომიურად მართოს გუნდური სიტუაცია და ამის საშუალება მას აუცილებლად მიეცემა, ჩემსა და ჟოზეს შორის ურთიერთობა კარგია და დაპირისპირება არ არსებობს, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავი კომფორტულად იგრძნოს და მშვიდად მუშაობის საშუალება მიეცეს. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ კლუბი ჟოზეს სურვილს დააკმაყოფილებს და მას სრულ თავისუფლებას მიანიჭებს, ჩვენ გვჯერა პორტუგალიელი სპეციალისტის." dle 10.1

  • Hala
  • 27 იანვარი 2011
  • 2158
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)