კასილასის და რაულ ალბიოლის კომენტარები

მადრიდის "რეალის" კაპიტანმა, იკერ კასილასმა და მცველმა, რაულ ალბიოლმა "სევილიასთან" ურთულესი შეხვედრის შემდეგ კომენტარები გააკეთეს...


იკერ კასილასი

"ბრწყინვალე შედეგს მივაღწიეთ, სევილიელებთან გასვლითი მატჩის მოგება ძალიან კარგია, ახლა სანტიაგო "ბერნაბეუზე" გაცილებით უფრო მშვიდად ვითამაშებთ, მაგრამ სიფრთხილე აუცილებელია, რადგან ანდალუსიელებს მშვენიერი გუნდი ჰყავთ, რომელსაც შესანიშნავი თავდასხმის ხაზი ამაგრებს."

"გამარჯვება კარგია, მაგრამ ხვალიდან გუნდი მხოლოდ "ლა ლიგაზე" იფიქრებს, წინ პამპლონაა და ჩვენ "ოსასუნას" დამარცხება გვმართებს, პრიმერას მატჩის შემდეგ კი კვლავ "სევილიელებზე" გადავერთვებით."

"არაფერი მაქვს სათქმელი იმ ადამიანთან, რომელმაც ბოთლი მესროლა, ეს უკვე მის ზრდილობაზე და კულტურაზე აისახება, კარგი ფანობა გუნდის მხარდაჭერას ჰქვია და არა მეტოქის დარბევას."

რაულ ალბიოლი

"ჩვენი მიზანი სწრაფი გოლის გატანა და სიტუაციის გაკონტროლება იყო, დავალება კარგად შევასრულეთ და მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება მოვახერხეთ, რაც ძალიან მახარებს."

"მაქსიმუმი გავიღეთ და ანდალუსიელებთან გამარჯვება მოვიპოვეთ, მაგრამ ეს არ არის ყველაფრის დასასრული, წინ კიდევ 90 წუთია სათამაშო, მაგრამ გაცილებით უფრო სასიამოვნო გარემოში. "სანჩეს პისხუანზე" თამაში რთულია, ხოლო სანტიაგო "ბერნაბეუზე" გულშემატკივართა მხარდაჭერას ველოდებით, აუცილებლად უნდა გავიდეთ სამეფო თასის ფინალში."

"კარიმი ბრწყინვალე ფორვარდია და იგი ხალხის სიმპატიებს იმსახურებს, რადგან მშვენიერი გოლი გაიტანა, ფრანგმა თამაში მოგვაგებინა." dle 10.1

  • Hala
  • 27 იანვარი 2011
  • 2777
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)