ადებაიორი - "რეალის" ახალწვეული

სულ ცოტა ხნის წინ მადრიდის "რეალს" ტოგოელი ფორვარდი, ემანუელ ადებაიორი შეუერთდა. ემანუელის სამშობლო ტოგოა, ამ ქვეყანას არც ისე ბევრი ცნობილი ფეხბურთელი ჰყავს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთამაშე სწორედ ადებაიორია. აღსანიშნავია, რომ მისი ტრანსფერით განსაკუთრებით იანვრის თვეში ინტერესდებიან ხოლმე, სანამ "ადე" მანჩესტერ "სიტიში" გადავიდოდა, მანამდე ლონდონის "არსენალის" ღირსებას იცავდა და საკმაოდ წარმატებითაც, იყო დრო, როდესაც ტოგოელი მოთამაშე არსენ ვენგერის მთავარი კოზირი იყო, ახლა კი ხსენებული მოთამაშე "ბერნაბეუზე" იასპარეზებს...


1999 წელს ადებაიორი კლუბ "სპორტინგში" გამოჩნდა, სადაც ცოტა ხანი იასპარეზა, მან ადგილობრივ კლუბში კარგი თამაშით ფრანგული კლუბების ყურადღება მიიპყრო და მალევე "მეცში" გადავიდა, საფრანგეთის ჩემპიონატში მან თავი კარგად წარმოაჩინა და ფრანგული გრანდებიც დააინტერესა, იმ დროს "მონაკო" უძლიერეს კლუბად ითვლებოდა და ემანუელიც სწორედ ამ კლუბში გადავიდა. ფრანგებმა მაშინ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გააღწიეს, სადაც ჟოზე მოურინიოს მიერ დამოძღვრილ "პორტოს" ვერაფერი მოუხერხეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. 2006 წელს ტოგოელი მოთამაშე ლონდონში ჩავიდა და "არსენალის" ფორმა მოირგო, იგი არსენ ვენგერის მთავარ კოზირად ითვლებოდა. "რეალამდე" ადებაიორმა მანჩესტერ "სიტიში" იასპარეზა.

ადებაიორი - "რეალის" ახალწვეული


ადებაიორის სახით ლონდონის "არსენალის" მთავარ მწვრთნელს, ბრწყინვალე წინახაზელი ჰყავდა, მან სადებიუტო შეხვედრაში 21-ე წუთზე აიღო მეტოქის კარი და ინგლისელთა გული მალევე მოიგო. საერთოდ პრემიერ ლიგაში ტოგოელმა 81 გოლის გატანა მოახერხა. ადებაიორს ასევე ორჯერ აქვს ნათამაშები ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სამწუხაროდ იგი ორივეჯერ დამარცხდა, ერთხელ "მონაკოს" შემადგენლობაში "პორტოსთან", ხოლო მეორედ "არსენალის" შემადგენლობაში "ბარსელონასთან", აღსანიშნავია, რომ "არსენალში" ასპარეზობის დროს ტოგოელმა ჩემპიონთა ლიგაზე 10 მატჩი გამართა და 4 გოლი გაიტანა. (საუბარია იმ სეზონზე, როდესაც მეთოეები ფინალში გავიდნენ).

ადებაიორი - "რეალის" ახალწვეული


ემანუელმა "არსენალის" მაისურით 62 გოლის გატანა შეძლო, 2008 წელს იგი აფრიკის საუკეთესო მოთამაშედაც აღიარეს.

2009 წელს ტოგოელი მოთამაშე მანჩესტერ "სიტიში" გადავიდა, სადაც პირველ სეზონში 31 თამაშში 14 გოლი გაიტანა, წლევანდელ სეზონში კი მის ანგარიშზე 13 შეხვედრა და 5 გოლია.

PFA ს წლის მოთამაშე: 2008 წელი;
აფრიკის წლის ფეხბურთელი - 2008;
ტოგოს წლის ფეხბურთელი: 2005, 2006, 2007, 2008

ადებაიორი - "რეალის" ახალწვეული
dle 10.1

  • Hala
  • 26 იანვარი 2011
  • 3554
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (236)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)