კლაას იან ჰუნტელაარი: ძალიან მინდა რეალს გოლი გავუტანო
იტალიური მილანის ახლად შენაძენმა ფორვარდმა განაცხადა, რომ მას ძალიან სურს გაუტანოს გოლი მადრიდის რეალს.
როგორც ვიცით მადრიდის რეალი და მილანი ერთ ჯგუფში არიან ჩემპიონთა ლიგაზე და ეს შეხვედრა იქნება მეტად დაძაბული რადგან, ამ კლუბებმა ერთმანეთისგან შეიძინეს ფეხბურთელები და ეს ორი ფეხბურთელი იქნება მთელი მატჩის დროს ყურადღების ცენტრში ეს ფეხბურთელები ბრაზილიელი კაკა და ჰოლანდიელი ჰუნტელაარი არიან.მე ვიცი რომ ეს მატჩი გაიმართება ოქტომბერში,ჩვენ ვითამაშებთ რეალის წინააღმდეგ და მე ძალიან ბედნიერ ადამიანად ვიგრძნობ თავს თუ რეალს გავუტან გოლს და მილანი გაიმარჯვებს ორივე მატჩში.ბოლო ექვს თვეში მე მყავდა სამი მწვრთნელი და სამი პრეზიდენტი.ნახევარ წელიწადში მე გავიტანე რვა გოლი და ვიყავი გუნდის ბომბარდირი იმ პერიოდში.ბლანკოსის ხელმძღვანელობამ ჩემში გადაიხადა 27 მილიონი ევრო, მაგრამ სულ რაღაც ექვს თვეში გამიშვეს გუნდიდან. ჩემმა ახლანდელმა მწვრთნელმა მითხრა, რომ მას არ ავუყვანივარ მე იმისათვის, რომ სათადარიგოთა სკამზე ვმჯდარიყავი და მე მჯერა მისი.
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
სტატიის ავტორი: RealMadridFan
- 5 სექტემბერი 2009
- 2220
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.