ალბიოლის ინტერვიუ

ალბიოლის ინტერვიუ


რაულ ალბიოლმა “რეალის” ვებ-გვერდს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.


- მადრიდში გატარებული პირველი საათების შემდეგ, თავს როგორ გრძნობ?
- ძალიან ბედნიერი ვარ. “რეალში” ყოფნა ჩემთვის უდიდესი პატივია. თანაც, ფანებიც კარგად დამხვდნენ, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

- “სამეფო კლუბში” შენი ტრანსფერი ოფიციალურად ჯერ კიდევ მაშინ დადასტურდა, როცა სამხრეთ აფრიკაში იყავი.
- სამშობლოსგან და ოჯახისგან ძალიან შორს ვიყავი. სასიამოვნოა, როცა “რეალი” შენით ასეთ ვითარებაში ინტერესდება.

- პირველად ამ თემაზე ვის ესაუბრე?
- მშობლებსა და ცოლს. ჩემი ოჯახის სურვილი ახალ ქალაქთან რაც შეიძლება მალე შეგუებაა.

- სერხიო რამოსთან და იკერ კასილასთან არ გისაუბრია?
- ნაწილობრივ, რადგან ტურნირი მალევე დასრულდა. მომილოცეს და შეკრებამდე დამემშვიდობნენ.

- პეპემ ძალიან კარგად დაგახასიათა.
- ამისთვის დიდი მადლობა. ძალიან კარგია, როცა თანაგუნდელებს შენი ეიმედებათ, მოუთმენლად ველი პეპესთან და სხვა თანაგუნდელებთან შეხვედრას.

- შენს თავს, როგორც ფეხბურთელს, როგორ აღწერ?
- შრომისმოყვარე მოთამაშე ვარ. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. ამპლუას რაც შეეხება, ჩემი ორიგინალური პოზიცია დაცვის ცენტრში თამაშია, თუმცა დაცვის მარჯვენა ფლანგზე და ცენტრალური ნახევარმცველის ადგილზეც მითამაშია.

- პოზიციისდა მიუხედავად, გოლები ხშირად გაგაქვს.
- არც ისე ბევრი. ეს არც მევალება. სეზონში ერთი გოლი რომც გავიტანო, მაინც კმაყოფილი ვიქნები.

- პირველი გატანილი გოლი გახსოვს?
- მაგას რა დამავიწყებს. მაშინ “ხეტაფეში” ვასპარეზობდი და გოლი “რეალს” შევუგდე. ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იყო. “ხეტაფეში” გატარებული სეზონი არასდროს დამავიწყდება.

- საკუთარი თავი, “რეალის” მოთამაშის რანგში ოდესმე წარმოგედგინა?
- ეს არასდროს მიცდია. ფეხბურთში ყველაფერი ხდება. შეიძლება სულ სხვა გუნდის ღირსებაც დამეცვა.

- ახალ გუნდში რის მიღწევას აპირებ?
- ასეთ გუნდში თამაში ტიტულებისთვის ბრძოლას ნიშნავს. იმედი მაქვს, რომ კარგი სეზონი გვექნება. ჩემი უმთავრესი მიზანიც ესაა.

- “რეალის” ფანები ახალი ტრანსფერებით ძალიან კმაყოფილნი არიან.
- ახალწვეულებსაც გვინდა, რომ ინჩასები ჩვენი ასპარეზობით კმაყოფილნი დარჩნენ. კარგია, როცა ჩვენგან ბევრს მოითხოვენ. მთავარია, გუნდში ერთიანობა იყოს.

- კაკა, კრისტიანო, ბენზემა, ალბიოლი…
- პირველი სამი ნამდვილი სუპერვარსკვლავია. როგორც გითხარით, ახალი თანაგუნდელების გაცნობა ძალიან მინდა. ამას სკოლაში პირველად წასვლას შევადარებდი.

- “ხეტაფეში” ასპარეზობისას მადრიდში ნაცხოვრები გაქვს. ასე რომ, ეს ქალაქი შენთვის უცხო არ არის.
- დიახ, მადრიდში ძალიან კარგი დრო გავატარე. ამ ქალაქს ძალიან კარგად ვიცნობ.

- სწორედ მაშინ მოყევი საშინელ ავარიაში.
- ძალაინ რთული პერიოდი იყო. მაშინ “ხეტაფეში” უნდა გადავსულიყავი. თანაც, პირველი ამხანაგური შეხვედრა სწორედ “რეალთან” უნდა ჩაგვეტარებინა. თავში მხოლოდ ამ მატჩზე ვფიქრობი. თუმცა საუბედუროდ, ავარიაში მოვყევი და უმძიმესი ტრავმა მივიღე. ღმერთის წყალობით, ფეხბურთის თამაში კვლავ შევძელი. თუმცა მაშინ უდიდესი გამოცდილება მივიღე, ყოველი დღით უდიდესი სიამოვნება უნდა მიიღო.

- ფანებს რას ეტყოდი?
- ძალიან დიდი მადლობა კარგი დახვედრისთვის. გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მინდა, რომ ინჩასებმა ჩვენი თამაშით სიამოვნება მიიღონ.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 4 ივლისი 2009
  • 2288
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (292)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)