პელეგრინიმ იოვეტიჩი გამოარჩია

პელეგრინიმ იოვეტიჩი გამოარჩია


მანუელ პელეგრინის იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი დაუკავშირდა და სერია ა-ს მიმდინარე სეზონზე გაესაუბრა.


“რეალის” თავკაცმა ფეხბურთელებიდან სტევან იოვეტიჩი გამოარჩია და აღნიშნა, რომ “ფიორენტინას” მონტენეგროელი ლეგიონერი სულ მალე ვარსკვლავი გახდება: “იოვეტიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი თამაში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში ვნახე და დიდად მოხიბლული დავრჩი. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ის უკვე ჩამოყალიბებულ ვარსკვლავად იქცევა.”

პელეგრინიმ იტალიის ჩემპიონატის ფავორიტებიც მიმოიხილა: ”სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში რამდენიმე თითქმის თანაბარი ძალის ფავორიტია. “ინტერი” მათგან უმთავრესია. ამ გუნდს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია. გამოცდილებით “იუვენტუსს” დავაყენებდი პირველ ადგილზე, მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებს ახალგაზრდა სპეციალისტი უდგათ სათავეში. ცუდი სტარტის შემდეგ, თავის სიტყვას “მილანიც” იტყვის, რომელიც მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს. სიურპრიზებს კი “ფიორენტინასაგან” უნდა ველოდოთ, რადგან “რომასა” და “ლაციოს” არსებული რესურსებით ევროთასებისთვის ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ.”

ინფორმაციის წყარო: As.Com dle 10.1

  • niko
  • 5 სექტემბერი 2009
  • 2144
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (312)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)