კარანკა : "გუნდი ანდალუსიაზეა ორიენტირებული"

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, აიტორ კარანკამ ანდალუსიაში წასვლის წინ პრესკონფერენცია გამართა...


"არცერთ მწვრთნელს არ სიამოვნებს, როდესაც მოედანზე მომხდარ ფაქტებზე საუბრობს ან ერევა მსაჯისა და მოთამაშის საქმეში, მაგრამ ხანდახან ეს გარდაუვალია, ჟოზე მოურინიო ყოველთვის იცავს და დაიცავს საკუთარ შეგირდებს უსამართლობის შემთხვევაში."

"სევილიური გუნდის თამაში გულშემატკივრების მხურვალე მხარდაჭერის ფონზე ყოველთვის საინტერესოა, რადგან ანდალუსიელები ფანებიგან დიდ სითბოს და მხარდაჭერას გრძნობენ, დარწმუნებული ვარ ისინი მოსაგებად იბრძოლებენ, მაგრამ მადრიდის "რეალი" ამ ეტაპზე ბოლომდეა კონცენტრირებული და ყველაფერს ეცდება წარმატების მისაღწევად "სანჩეს პისხუანზე."

"ჟოზე მოურინიო სამეფო კლუბში ბრწყინვალედ გრძნობს თავს და დიდ სიამოვნებას იღებს აქ მუშაობით, მას თითოეულ მოთამაშესთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს, პორტუგალიელმა მწვრთნელმა გუნდს ერთიანობა და ბრძოლისუნარიანობა მოუტანა. ჟოზე მხოლოდ ტიტულების მოგებაზეა კონცენტრირებული და ჩვენ ყველას გვჯერა, რომ სეზონის ბოლოს მოურინიო ტრიპლეტს მოიგებს."

"საკუთარ კედლებში ანდალუსიური კლუბი მშვენივრად თამაშობს, მაგრამ ჩვენ იქ მხოლოდ მოსაგებად ჩავდივართ და ვთვლით, რომ ფინალში გასვლა აუცილებელია. "ბლანკოსი" სერიოზულ ვარჯიშებს ატარებს, რამაც შედეგი აუცილებლად უნდა გამოიღოს. თავის მხრივ "სევილია" არაფერს დათმობს, მაგრამ ეს მადრიდის "რეალია", რომელიც უბრალოდ ვალდებულია, რომ სამეფო თასი მოიგოს."

"ბენზემა მადრიდში კარგად გრძნობს თავს, მასზე ყველაზე დიდ ზეწოლას ჟურნალისტები და კრიტიკოსები ახდენენ, მაგრამ ფრანგმა მოთამაშემ სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, მისი წყალობით "მალიორკასთან" საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ, ვარჯიშებზე კარიმი ბრწყინვალე შთაბეჭდილებას ტოვებს, "ბლანკოსში" თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რთულია, მაგრამ ვთვლი, რომ ბენზემა გოლების გატანას აუცილებლად დაიწყებს." dle 10.1

  • Hala
  • 25 იანვარი 2011
  • 1651
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (320)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)