კასილასი : "ბენზემას მუშაობა უნდა ვაცადოთ"

დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, სამეფო კლუბის კაპიტანმა, იკერ კასილასმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალმა" რთული შეხვედრა ჩაატარა და მორიგი სამი ქულა რთულად მოიპოვა...


"იანვრის თვეში ძალიან ბევრი მატჩი ჩავატარეთ, რაც იოლი ნამდვილად არ არის, ჩვენ კიდევ დაგვრჩა რამდენიმე შეხვედრა გასამართი. სანტიაგო "ბერნაბეუზე" გუნდს 100 % -იანი შედეგი აქვს, რაც ძალიან მახარებს. ამ თვეში ურთულესი შეხვედრები ჩავატარეთ "ვილიარეალთან" და "ხეტაფესთან", ამ ორ გუნდს განსაკუთრებით გამოვყოფდი. ყოველ ოთხშაბათს და კვირას მატჩი გვაქვს გასამართი, რაც ფეხბურთელებს აშკარად ღლის, მაგრამ ჩვენ სამ ტურნირზე გამოვდივართ და იძულებულები ვართ დიდი ფიზიკური დატვირთვა ავიტანოთ."

"ახალი და ახალგაზრდა გუნდი ვართ, რომელსაც სათავეში ახალი მწვრთნელი ჩაუდგა, დარწმუნებული ვარ წარმატებას მივაღწევთ, რადგან "ბლანკოსში" მაღალი დონის მოთამაშეები ირიცხებიან, სამივე ტურნირის მოგება გვსურს, თუკი ამას შევძლებთ ეს იქნება უდიდესი წარმატება."

"კარიმ ბენზემა ძალიან კარგი ფეხბურთელია და მას ვარჯიში უნდა აცადონ, ფრანგ მოთამაშეს დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ უწევს მუშაობა, რადგან პრესა აჭრელებულია მისი კრიტიკით, იმედი მაქვს დღევანდელი გადამწყვეტი გოლის შემდეგ მაინც შეაფასებენ მას კარგად. კარიმი კარგი ფეხბურთელია და დიდ ტალანტს ფლობს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, დარწმუნებული ვარ ფრანგი ფორვარდი გაიბრწყინებს და სამეფო კლუბს დიდ წარმატებებს მოუტანს."

"შემდეგი მატჩი "Copa Del Rey"-ზე გვიწევს ანდალუსიური "სევილიის" წინააღმდეგ, დარწმუნებული ვარ მასპინძლები ყველაფერს გააკეთებენ გასამარჯვებლად, რადგან მეორე თამაში "ბერნაბეუზე" გაიმართება, სადაც ფავორიტი ყველა შემთხვევაში "ბლანკოსი" იქნება, ყურადღებით თამაში და მაქსიმალური კონცენტრირება გვმართებს, იმედი მაქვს ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც საჭიროა და ანდალუსიაში წარმატებას მივაღწევთ." dle 10.1

  • Hala
  • 24 იანვარი 2011
  • 2040
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)