მოურინიო მატჩის წინ

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.


"მალიორკა საკმაოდ ძლიერი გუნდია. მათი დამარცხება იოლი არ იქნება, ისინი ჩვენთვის ქულების წასართმევად უკვე ერთი კვირაა ემზადებიან. მატჩი ბერნაბეუზე გაიმართება, ვიმედოვნებ ფანები არ მიატოვებენ სამეფო კლუბს და ჩვენ საგულშემატკივროდ მოვლენ სტადიონზე."

"კრიშტიანო რონალდო ნებისმიერ მატჩში ახერხებს თავისი საუკეთესო ფორმის ჩვენებას. ის შეუდარებელია. რონალდომ უკვე ძალიან დიდი შედეგი გააკეთა და ვფიქრობ კიდევ ბერვს მოახერხებს."

მოურინიო მატჩის წინ


"ჩემი გუნდი მოტივირებულია მხოლოდ გამარჯვებისთვის. "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩი ძალიან რთული იყო. მათ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, თუმცა ჩვენი გეგმების ჩაშლა ვერ მოახერხეს. ამ თვეში ექვსი მატჩი ჩავატარეთ, რამაც გუნდი გადაღალა. მომდევნო მატჩში მარსელო დაცვაში გაიმყარებს პოზიციას."

მოურინიო მატჩის წინ


"ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა არ მიყვარს. გუნდი შუა სეზონში თუ ახალ ფეხბურთელს დაიმატებს, ამან შეიძლება გარკვეული პრობლემები გამოიწვიოს. მადრიდის "რეალს" რამოდენიმე თვის გამნავლობაში ცენტრ ფორვარდის ნაკლებობას განიცდის, სწორედ ამიტომ შეიძლება ზამთარში ერთი ფეხბურთელის დამატება. მე გუნდს დიდ თანხას არ მოვთხოვ. მინდა ცენტრ ფორვარდი იჯარით გადმოვიყვანო შემადგენლობაში, რაც მცირე ფინანსებთან არის დაკავშირებული."

"კაკამ ბენზემა გაამხნევა. კარიმი ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა მას უფრო მეტი მუშაობა მოუწევს. მართალია "ალმერიასთან" მატჩში ბენზემამ რონალდო და გრანერო საგოლე გადაცემებით მოამარაგა, თუმცა ლა ლიგაში მას რამოსზე და კარვალიოზე ნაკლები გოლი აქვს გატანილი, რაც ძალიან ცუდი შედეგია. ერთი სიტყვით მე მისგან მეტს მოვითხოვ."

მოურინიო მატჩის წინ


"გუნდმა ყველა მატჩი უნდა მოიგოს. თუ ეს ასე არ მოხდება, ქულებთან ერთად დავკარგავთ ჩემპიონობის შანსს. მართალია სამ ტურნირზე ვასპარეზობთ, რაც ძალიან რთულია. ფეხბურთელები იღლებიან, მაგრამ მათ დანებების უფლება არ აქვთ." dle 10.1

  • Junior
  • 22 იანვარი 2011
  • 2861
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)