კაკა : "მოურინიო ნამდვილი ლიდერია"

მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რიკარდო კაკამ ჟურნალისტებთან ისაუბრა...


"ტრავმის შემდეგ დაბრუნება რა თქმა უნდა რთული იყო, რადგან მე ფორმაში არ ვიყავი, მოტივაციაც მოკლებული მქონდა, მაგრამ ახლა თავს კარგად ვგრძნობ, საჭირო მომენტში გუნდთან ერთად ვარ და იმედი მაქვს სეზონის ბოლოს ტიტულებს ვიზეიმებთ, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიოთ."

"სასურველ კონდიციაში შესასვლელად ყველაფერს ვაკეთებ. რაც უფრო მეტი სათამაშო დრო მომეცემა, მით უფრო დროულად შევძლებ ფორმაში ჩადგომას და გუნდისთვის დიდი დახმარების გაწევას. ვგონებ, შემიძლია ვიყო სამეფო კლუბის ერთ-ერთი შეუცვლელი წევრი. "ბლანკოსში" თამაში დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან აქ მუდამ გამარჯვებაზე უნდა იყო ორიენტირებული."

"მოურინიო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საუკეთესო ფორმაში ჩამაყენოს და ადრინდელივით აქტიური ვიყო. ვარჯიშებზე ბოლომდე ვიხარჯები და ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მალე დავიბრუნო სასურველი ფორმა. ნელ-ნელა უკეთესად ვთამაშობ და სულ ცოტა ხანში ძალიან კარგ კონდიციაში ვიქნები."

"მთავარი მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა. მან ყველაფერი იცის, ნამდვილად ამაყი ვარ იმით, რომ ჟოზესნაირ მწვრთნელთან მიწევს მუშაობა, იგი ნამდვილი ლიდერია და საკუთარი საქმის პროფესიონალია, ამჟამად პორტუგალიელი მწვრთნელი უდიდესი მომავლის გუნდს აშენებს."

"ჟოზე ყოველთვის გვამხნევებს და გვეუბნება, რომ მხარში ბოლომდე გვიდგას, იგი ჩვენი მეგობარია და ყველა ფეხბურთელთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს, მოურინიო ძალიან უშუალო და უბრალო ადამიანია, რომელიც თავის საქმეზეა შეყვარებული."

"გვჭირდება თუ არა ფორვარდი, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს ჟოზეს და ადმინისტრაციის საქმეა და სწორედ ისინი გადაწყვეტენ მოხდება თუ არა ტრანსფერი. თუკი რუუდ ვან ნისტელროი ჩვენთან დაბრუნდება, გამიხარდება, რადგან ჰოლანდიელთან კარგი ურთიერთობა მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ იგი შეძლებს სამეფო კლუბისთვის წარმატების მოტანას."

"ბენზემა ბრწყინვალე ფორვარდია, მაგრამ მას ხანდახან ჩავარდნები აქვს, რაც ჟურნალისტების და კრიტიკოსების ცეცხლზე ასხამს ნავთს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფრანგი ფორვარდი მაინც წარმოაჩენს თავს საუკეთესოდ, რადგან იგი ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება." dle 10.1

  • Hala
  • 22 იანვარი 2011
  • 2348
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (307)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)