ლავრინოვიჩის პრეზენტაცია

ლავრინოვიჩის პრეზენტაცია


გუშინ მადრიდის “რეალმა” თავისი ლიტველი ახალწვეული, დარიუს ლავრინოვიჩი წარადგინა. პრეზენტაციის შემდეგ, ტრადიციული პრესკონფერენციაც გაიმართა.


- “რეალში” ტრანსფერით ძალიან გახარებული იქნები.
- რა თქმა უნდა, მე ხომ ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადავედი. ეს წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი და ძალიან დიდი გამოწვევაა. უზომოდ მინდა მადრიდში ბევრი ახალი ტიტული მოვიგო.

- შემადგენლობაში უფრო დიდი კონკურენცია იქნება. თანაც, ასეთ მაღალი დონის ჩემპიონატში აქამდე არ გითამაშია.
- მართალი ხართ, ესპანელებს ევროპაში საუკეთესო პირველობა აქვთ. მოუთმენლად ველი ჩემპიონატის დაწყებას. ჩემი აზრით, კონკურენცია პრობლემა სულაც არ იქნება, ჩვენი მიზანი ხომ გუნდური წარმატებაა.

- “რეალში” არაერთ გენიალურ ლიტველ კალათბურთელს უთამაშია. მაგალითად, არვიდას საბონისს. მათთან გასაუბრება მოახერხე?
- თითქმის ყველა მათგანთან მქონდა საუბარი, საბონისის ჩათვლით. ძალიან გაუხარდათ “რეალში” ჩემი ტრანსფერი და წარმატებები მისურვეს.

- გუნდის მთავარ მწვრთნელს, ეტორე მესინას შეხვდი?
- დიახ. მისი დონის მწვრთნელთან ერთად მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. მოკლედ, იმედი მაქვს, რომ წარმატებული სეზონი გვექნება.

- მესინას გაწვრთნილი გუნდების წინააღმდეგ ყოველთვის კარგად თამაშობდი. ალბათ, შენი შეძენა სწორედ ამიტომ გადაწყდა.
- ვერ გეტყვით. მაგრამ თუ ასეა, მაშინ იტალიელს დიდ მადლობას მოვახსენებ.

- რითი დაეხმარები გუნდს?
- საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს. “რეალში” თავს საუკეთესო მხრით გამოვავლენ.

- “რეალი” რატომ აირჩიე? მადრიდში რა ტიტულების მოგებას გეგმავ?
- “სამეფო კლუბს” მომავალ სეზონში ძალიან ბევრი ტიტულის მოგება შეეძლება. ჩვენი ამბიცია ყოველთვის ყველა იმ ტურნირის მოგება იყო, რომელშიც მონაწილეობას ვიღებდით.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com dle 10.1

  • niko
  • 4 ივლისი 2009
  • 2434
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 17
2 ბელინგემი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (253)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)