ფეხბურთელთა შეფასებები

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საღამოს "ვისენტე კალდერონზე" ესპანეთის სამეფო თასის ეგიდით ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს თანაქალაქელები - მადრიდის "რეალი" და მადრიდის "ატლეტიკო" დაუპირისპირდნენ. გასული შეხვედრა "თეთრების" გამარჯვებით 1-0 დასრულდა.


ფეხბურთელთა შეფასებები
იკერ კასილასი 6

მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ მატჩში, იკერ კასილასმა ერთი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, მან საკუთარი კარის მშრალად შენახვა მოახერხა და მატჩი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა.


ფეხბურთელთა შეფასებები
ალვარო არბელოა 7

გუშინდელ მატჩში, ალვარო არბელოამ, ხოსე ანტონიო რეიესს ძალიან სერიოზული ტრავმა მიაყენა, რის გამოც ვეტერან ესპანელ ფეხბურთელს მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა. საერთო ჯამში, მადრიდის "რეალის" მარჯვენა მცველმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ფეხბურთელთა შეფასებები
რაულ ალბიოლი 7

რაულმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა. მას პირველ ტაიმში ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა შეხვედრის მეორე 45 წუთში მან არაერთხელ განმუხტა მასპინძელთა სახიფათო შეტევები.


ფეხბურთელთა შეფასებები
სერხიო რამოსი 7

რამოსმა "ატლეტიკოს" წინააღმდეგ გამართულ მატჩში ძალიან მაღალ დონეზე იასპარეზა, იგი არ აძლევდა მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ბურთის მიღების საშუალებას და გუნდს შეტევათა განვითარებაშიც ეხმარებოდა (მოგეხსენებათ საგოლე გადაცემა სერხიოს ანგარიშზეა).

ფეხბურთელთა შეფასებები
მარსელო 8

მარსელო საოცარ ფორმაშია. ეს ბრაზილიელი ახალგაზრდა სულ რაღაც 22 წლისაა და უკვე ახერხებს უმაღლესი დონის ფეხბურთის ჩვენებას. წლევანდელ სეზონში ჟუნიორი მადრიდის "რეალის" რიგებში საუკეთესო, თუ არა ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მან გუშინდელ მატჩშიც დიდებულად იასპარეზა.


ფეხბურთელთა შეფასებები
სამი ხედირა 7

გერმანელ ნახევარმცველს "ვისენტე კალდერონზე" გამართული მატჩი ძვირად დაუჯდა. მას ყოფილმა 'კანტერანომ' - ხუანფრანმა ძალიან მძიმე ტრავმა მიაყენა.

ფეხბურთელთა შეფასებები
ჩაბი ალონსო 8

ჩაბის როგორც სჩვევია, გუშინდელ მატჩშიც შესანიშნავად წარუძღვა გუნდის თამაშს და მოედნის ცენტრს მშვენივრად აკონტროლებდა.


ფეხბურთელთა შეფასებები
მესუტ ოზილი 7

ფეხბურთში სილამაზის კონკურსი რომ არსებობდეს, ამ ჯილდოს უდავოდ მესუტი დაისაკუთრებდა, იგი ბურთის ყოველი შეხების შემდეგ ძალიან ლამაზ მოძრაობას აკეთებს და ფაქტობრივად ბურთს არასდროს კარგავს.

ფეხბურთელთა შეფასებები
რიკარდო კაკა 7

ბრაზილიელი ნახევარმცველი შეხვედრის მსვლელობას ძალიან კარგად მოერგო, იგი დღითიდღე იბრუნებს სასურველ ფორმას და საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთს სთავაზობს მადრიდულ "ინჩადას".


ფეხბურთელთა შეფასებები
ანხელ დი მარია 5

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, "ვისენტე კალდერონზე" გამართულ მატჩში, სტუმართა რიგებში ყველაზე სუსტად ანხელ დი მარია გამოიყურებოდა, რომელიც სამეფო კლუბის საუკეთესო ტრანსფერად აღიარეს.

ფეხბურთელთა შეფასებები
კრიშტიანო რონალდო 8

რონალდომ გუშინდელ შეხვედრაში ძალიან კარგად ითამაშა. მოურინიომ რონი ფორვარდის პოზიციაზე გაამწესა, პორტუგალიელმა თავდამსხმელის ფუნქციები უშუალოდ შეითავსა და მეტოქის დამარცხებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა.


ფეხბურთელთა შეფასებები
ფერნანდო გაგო 5

მიუხედავად იმისა, რომ გაგომ მოედანზე მხოლოდ 5 წუთი დაჰყო, მან მოახერხა და მეტოქის წაქცევისთვის ყვითელი ბარათი დაიმსახურა.


ფეხბურთელთა შეფასებები
ესტებან გრანერო 6

"ალმერიასთან" მატჩის გმირმა, გუშინდელ მატჩში საკმაოდ უხეიროდ ითამაშა, იგი ძალიან ცუდად ჩაერთო შეხვედრაში და ღირებული მომენტის შექმნა ვერ მოახერხა.


ფეხბურთელთა შეფასებები
რიკარდო კარვალიო 8

კარვალიომ "კალდერონზე" საოცარი შეხვედრა ჩაატარა. ვეტერანი პორტუგალიელი, თავისი ასაკის მიუხედავად ძალიან ბევრს დარბოდა, იგი როგორც დაცვის ხაზში, ასევე შეტევებშიც მონაწილეობდა.


ინფორმაციის წყარო: DefensaCentral.Com

ავტორი: Kevlish... dle 10.1

  • kevlisha
  • 21 იანვარი 2011
  • 3039
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (323)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)