გარაის ინტერვიუ

გარაიმ მისცა პირველი ინტერვიუ კლუბის ოფიციალურ მედია საშუალებას მას შემდეგ, რაც ახალ კლუბში გადმობარგდა.


ახალი სეზონი, ახალი კლუბი , რის მოლოდინში ხართ?

ვიმედოვნებ, რომ კლუბში საკუთარ ადგილს დავიმკვიდრებ. დეპორტივოსთან მატჩში მე სასტარტო შემადგენლობიდან დავიწყე და ვაპირებ , რომ ასე გავაგრძელო და ამ კლუბთან ერთად ბევრი ტიტული მოვიგო.

პირველი მატჩი და პირველი მოგება. უკეთეს დებიუტს ვერც ინატრებ.

ეს ისაა , რაც ყველა ჩვენგანს გვინდოდა. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით , რომ მოგებით დავიწყებდით, რადგან ამას ჩვენგან ჩვენი გულშემატკივრები მოელოდნენ.

შემდეგი ესპანიოლია, რომელიც ძალზედ სახიფათოა საკუთარ მოედანზე.

ძნელია ნებისმიერი კლუბის დამარცხება მისსავე სტადიონზე. მათ ყველას სურთ, მადრიდის რეალის დამარცხება , განსაკუთრებით ახალი ფეხბურთელების მოსვლის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე 200 %–ით დაიხარჯება ჩვენს წინააღმდეგ.

ესპანიოლი მხოლოდ მოგებისთვის იბრძოლებს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ , რაც წინა ტურში ატლეტიკოსთან დამარცხდნენ.

მათ არ ქონდათ კარგი სტარტი და აუცილებლად ესაჭიროებათ ქულები, მაგრამ ჩვენც არანაკლებ გვინდა მოგება. ესაა ჩვენი მიზანი ნებისმიერი თამაშისას. ასე რომ კარგი შეხვედრა გამოვა.

მადრიდის რეალის მთავარი ოპონენტი ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში არის მილანი, მაგრამ ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს მარსელის ოლიმპიკი.

ამ ტურნირში ნებისმიერი კლუბი ძლიერია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ , მაგრამ უნდა გვახსოვდეს , რომ ამ ეტაპზე მთავარია შემდეგ რაუნდში გასვლა.

ეს იქნება თქვენი პირველი მონაწილეობა ევროპის ტოპ ტურნირზე.

ვიმედოვნებ, რომ ჩემი ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი შედგება. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

რას ფიქრობთ გაგოს და არგენტინის ნაკრებს შეეძლებათ თუ არა მარსელოს , კაკასა და ბრაზილიის ნაკრების დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში?

ძნელი სათქმელია. ამ გუნდების ყველა დაპირისპირება, როგორც წესი საინტერესო სანახავია. ჩვენ ვთამაშობთ სახლში და ჩვენი გულშემატკივრები დიდ როლს შეასრულებენ. არგენტინას უფრო მეტად ესაჭიროება შეხვედრის მოგება, ვიდრე ბრაზილიას.

თქვენ იყავით არგენტინის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი ნაკრების წევრი, როდის ელოდებით, რომ მარადონა ძირითად ნაკრებში გიხმობთ?

ეს ჩემი კიდევ ერთი ოცნებაა. მინდა რომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო. ამისთვის კი იმ კლუბის შემადგენლობაში კარგად თამაშია საჭირო, სადაც თამაშობ.


წყარო: realmadrid.com
dle 10.1

  • shvela
  • 4 სექტემბერი 2009
  • 3425
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ბელინგემი 16
2 დოვბიკი 16
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (225)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)